გასართობისაკითხავისასარგებლოსურათები

მუზები – ქალები, რომლებმაც შეცვალეს ხელოვნების კურსი (II ნაწილი)

ესენი ის ქალები არიან, ვინც უდიდესი გავლენა მოახდინეს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებზე. ადამიანები, რომლებმაც განსაზღვრეს მრავალი გენიოსის შემოქმედება. ამ ქალბატონებს უამრავი ნახატი, ლექსი, მუსიკალური ნაწარმოები, რომანი თუ ფილმი მიეძღვნათ. ისინი საკუთარი ხელებით არ ქმნიდნენ შედევრებს, მაგრამ მაინც მათ თანაავტორებად ითვლებიან.

ლი მილერი

ლი მერლი – მენ რეის მუზა.

სანამ უშუალოდ ლი მილერზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვით თავად რეისაც შევეხოთ, რომელიც ერთ–ერთი გამორჩეული (და ჩემთვის ძალიან საყვარელი) დადაისტი ფოტოგრაფი იყო. მან საკუთარი კარიერა მხატვრობით დაიწყო. იყო სურეალისტური სკოლის წარმომადგენელი. ერთ–ერთი გამოფენის დროს მან გადაწყვიტა საკუთარი ნახატებისათვის კატალოგი გაეკეთებინა. სურათების გადაღებაც თავადვე ითავა. სწორედ აქედან დაიწყო მისი გატაცება ფოტოგრაფიით. შემდგომში იგი საკუთარ მემუარებში წერს: „მხოლოდ საკუთარი ნახატების გადაღებისას აღმოვაჩინე ის,რაც მათშია დამალული, და ეს მხოლოდ შავ–თეთრ ფოტოებზე გამოჩნდა. და მაშინ მე გავანადგურე ნახატი, და შევინახე მისი ფოტოასლი“. მენ რეიზე  ერთ–ერთი კრიტიკოსი წერდა: „მიზანი არ ყოფილა რევოლუციური ცვლილებები სამყაროში, ის მხოლოდ ცდებს ატარებდა ხელოვნებაში მისი საზღვრების დასადგენად, მისი ,,სხვა’’ მხარის აღმოსაჩენად“.

მენ რეის უამრავი რომანი ჰქონდა ცხოვრების მანძილზე, მისი მოდელები არაერთხელ გამხდარან მისთვის ტრფობის ობიექტები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითოეულმა მოდელმა ზუსტად იცოდა, რომ მათი როლი კომპოზიციაში „იქნებ ასეთივე მცირე როგორც გვიმრის ტოტი, კვარცის ნათურა, ან გასაღებების აცმა…“. ეს მტკიცება მის ერთადერთ მოდელს, ლი მილერს არ შეეხო მხოლოდ. იგი მისი ცხოვრების მუზა იყო, ქალი, რომელიც მას შთააგონებდა.

ლი მილერი 1907 წელს დაიბადა ნიუ იორკში. ფოტოგრაფიასთან კავშირი 20 წლიდან ჰქონდა. თავდაპირველად მოდელად მუშაობდა, შენმდგომში თავად დაიწყო ფოტოების გადაღება. 1929 წელს პარიზში გაემგზავრა ფოტოგრაფიის უკეთ შესასწავლად. სწორედ აქვე შეხვდა მენ რეის, იმ დორისათვის უკე მეტად ავტორიტეტულ და გავლენიან ფოტოგრაფს. ლი ცდილობდა მენთან ერთად დაეწყო მუშაობა, თავდაპირველად რეი წინააღმდეგოი იყო ასისტენტად სტუდენტი აეყვანა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც იგი გაეცნო ლის ნამუშევრებს, დათანხმდა მასთან მუშაობაზე.

მათი საერთო ნამუშევრები მენ რეის შემოქმედებაში ერთ–ერთი გამორჩეულებია. 3 წლის შემდეგ ლი და რეი დაშორდნენ. ლი ნიუ იორკში დაბრუნდა. სადაც მისი კარიერა დღითიდღე უფრო ვითარდებოდა. მონაწილეობას იღებდა უამრავ გამოფენაში, ჰქონდა პერსონალური გამოფენებიც. ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ ლი ამერიკული ვოგისთვის იწყებს მუშაობას.


მისი კარიერის ნამდვილი მწვერვალი მეორე მსოფლიო ომის დროს გადაღებული ფოტოებია. ამ პერიოდში მან ვოგის რედაქციაში დაიკავა სამხედრო კორესპონდენტის პოზიცია. იღებდა ომის კადრებს ცნობილ ფოტოგრაფ დევიდ შერმანთან ერთად. განსაკუთრებით, აღსანიშნავია პარიზის განთავისუფლების, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ბუჩენვალდისა და დეჰაუს კადრები. ადოლფ ჰიტლერის მიუხენის აპარტამენტებში გადაღებული ფოტო არის ერთ–ერთი ყველაზე ცინიკური ფოტოგრაფიის ისტორიაში.


ომის პერიოდში მუშაობამ მასზე მძიმე გავლენა მოახდინა. ლის მოუწია ომის პერიოდში მიღებული შთაბეჭდილებებისაგან განსათავისუფლებლად და შემდგომი რეაბილიტაციისათვის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა.
ლი გარდაიცვალა 1977 წელს 70 წლის ასაკში ძვლის კიბოსგან. მის გვამს კრემაცია ჩაუტარდა, ფერფლი კი მისივე ვილის ეზოში მიმოაბნიეს.

ჟასკუელაინ როკვი

პიკასოს მეორე ცოლი და მისი მუზა. პიკასომ ცხოვრების ბოლო 20 წელი სწორედ მასთან გაატარა, რომლის გამავლობაშიც შექმნა ჟასკუელაინის 400–ზე მეტი პორტრეტი.


პიკასო და როკვი ერთმანეთს ვალაურისში შეხვდნენ, სადაც ეს უკანასკნელი ერთ–ერთი გალერიის კონსულტანტად მუშაობდა. მათ 1961 წელს დაიწერეს ჯვარი.

პიკასომ ჟასკუელაინის პორტრეტების ხატვა ჯერ კიდევ 1954 წლიდან დაიწყო. მისი მუქი თვალები და გრძელი წამწამები, კლასიკური პროფილი ქალურობის სიმბოლოდ იქცა პიკასოს გვიანდელ შემოქმედებაში. მხატვრის ნახატების სერია „ალჟირელი ქალი“ სწორედ როკვით შთაგონებულმა შექმნა.

მათი თანაცხოვრება პიკასოს სიკვდილამდე, 1973 წლამდე გაგრძელდა. ქმრის გარდაცვალებამ იგი სეიოზულ დეპრესიამდე მიიყვანა. თვითმკვლელობა მრავალჯერ სცადა. საბოლოოდ, პაბლოს გარდაცვალებიდან 13 წლის შემდეგ სიცოცლე სუიციდით დაამთავრა.

ალა


გალა ელუარ დალი, იგივე ელენა ივანეს ასული დიაკონოვა დაიბადა ყაზანში, რუსეთში. ინტელიგენციურ ოჯახში. მისი ბავშვობის მეგობარი იყო პოეტესა მარინა ცვეტაევა. ყაზანშივე მან პედაგოგიური სასწავლებელი დაამთავრა.
გალა, გარდა იმისა, რომ სალვადორ დალის მუზა იყო, მანამდე ფრანგი პოეტის პოლ ელუარის შემოქმედებას შთააგონებდა. 1913 წელს გალა გაემგზავრა შვეიცარიაში ჭლექისგან სამკურნალოდ. სწორედ აქ გაიცნო პოლი. . რამოდენიმე წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და პარიზში დასახლდნენ. პარიზშივე შეეძინათ ქალიშვილი სესილი, რომლისგანაც მომავალში გალა იგნორირებული იქნა მთელი ცხოვრების მანძილზე.

გალა ელუართან ერთად სიურეალისტურ მოძრაობაში მოხვდა, სწორედ აქედან გაიცნო დალი. თუმცაღა მანამდე გალა იქცა რიგ ხელოვანთა (პოლ ელუარი, ლუი არაგონი, მაქს ერნსტი) შთაგონების წყაროდ, მოგვიანებით კი მაქს ერნსტის, ჯორჯო კირიკოსა და პაბლო პიკასოს საყვარლად.
1929 წელს პოლმა და ელენამ გაიცნეს ახალგაზრდა ესპანელი სიურეალისტი – სალვადორ დალი. ელენას და დალის შორის გატაცება მალე სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდა და მიუხედავად იმისა, რომ გალა სალვადორზე 11 წლით უფროსი იყო 1932 წელს მათ იქორწინეს.

გალა დალის მუზად იქცა. მხატვრის თქმით, რომ არა გალა, ის ან ნაადრევად გარდაიცვლებოდა ან ჭკუიდან შეიშლებოდა. გალა წლების მანძილზე ასრულებდა მედიატორის როლს მხატვრის სამყაროსა და რეალობას შორის. მეუღლეებს შორის ყველაზე სუსტი სექსუალური დამოკიდებულება იყო. ალბათ ამიტომაც გალას უამრავი გატაცება ჰქონდა წლების მანძილზე, მათ შორის ყოფილ მეუღლესთან – პოლ ელუართან. გალა დედობრივი ინსტინქტებით გამსჭვალული სალვადორ დალის ცხოვრებას წარმართავდა.
დალიმ მისი სხეული უმრავ თავის ტილოში მოდელად გამოიყენა. დალის შემოქმედებაში ქალი ყოველთვის გალასთვის დამახასიათებელი ნაკვთებით გამოირჩევა. დალიმ არც რელიგიურ თემებზე დაიხია უკან და გალა გამოსახა ღვთისმშობელის სახით ნახატზე “პორტ ლიგატის ღვთიმშობელი”.

გალას ცხოვრების ბოლო წლები სულ უფრო რთული ჰქონდა. იგი კვლავ განაგრძობდა ახალგაზრდა მამაკაცებთან ერთიერთობას, და ამავდროულად, თითქმის ყოველდღე უწევდა ფსიქიკურად არამდგრადი მეუღლისთვის ტრანკვილიზატორებისა და ამფეტამინების საშიში კოქტეილების მზდება.
გალა გარდაიცვალა 1982 წლის 10 ივნისის დილას. იგი დასაფლავებულია კატალონიაში, პორტ ლიგატის მცირე ციხე–სიმაგრეში, რომელიც სპეციალურად მისთვის დალიმ შეისყიდა.

ნუშ ელუარდი


ნუშ ელუარდი ფრანგი მსახიობი, მოდელი და სურეალისტი დაიბადა 1906 წელს გერმანიის იმპერიაში. მუშაოდა ასევე ცირკში აკრობატად. 24 წლის ასაკში შეხვდა პოლ ელუარდს და მათ შორის დაწყო რომანი. პოლის გალასთან განქორწინების შემდეგ, მან და ნუშმა იქორწინეს კიდეც. ქორწინების შემდეგ, მეუღლის მეშვეობით ელუარდი ხშირად ხვდებოდა მხატვართა წრეებში. სწორედ აქედან დაიწყო მისი სურეალიზმით დაინტერესება. ქმნიდა სურეალისტურ ფოტოებს, ფოტომონტაჟის საშუალებით ქმნიდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს.
პოლმა თავისი ახალი წიგნის გამოშვებისას გადაწყვიტა იგი საკუთარი მეუღლის შიშველი სურათებით გაეფორმებინა. ფოტოების გადაღება კი მენ რეის სთოხოვეს.


მართლაც, მენმა და ნუშმა დაიწყეს ერთად მუშაობა. საერთო პროექტის შემდეგ, ფოტოგრაფმა მოდელს კვლავს სთხოვა პოზირება.


მათ სამი წელი იმუშავეს ერთად. ნუში მენისათვის ნამდვილ შთაგონების წყაროდ იქცა. ამ პერიოდში მათ შორის რომანი იყო გაჩაღებული, თუმცაღა საერთო საქმიანობის დასრულების შემდეგ, ისინი ერთმანეთს უმტკივნეულოდ დაშორდნენ.
ნუში პიკასოსო ადრეული მუზაც გახლდათ.



მათ საკმაოდ ბევრი საერთო ნამუშევარი აქვთ. მუშაობის პერიოდში, ამ შემთხვევაში, მხატვარსა და მოდელს შორის სასიყვარულო ურთიერთობა გაჩაღდა.
ნუში 40 წლის ასაკში გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგა.

პატ სმიტი


რობერტ მარპეტორფის მუზა. რობერტი ამერიკელი სკანდალური ფოტოგრაფი იყო, რომელმაც სახელი ჰომოსექსუალისტური სურათებით გაითქვა.


რობერტი პატის, იგივე პატრიცია ლი სმიტს, ერთ ერთ წვეულებაზე შეხვდა. პატი იმ პერიოდისათვის უკვე კარგად ცნობილი მომღერალი იყო.


პატი, რობერტის მსგავსად, ნამდვილი მეამბოხე და რევოლუციონერი იყო. იგი წერდა მუსიკას, რომელსაც თავადვე ასრულებდა, იყო პოეტი. 1975 წელს მისმა სადებიუტო ალბომმა Horses–მა უდიდესი გავლენა მოახდინა ნიუ იურკის პანკ როკის მიმდინარეობაზე. 1978 წელს მისი ყველაზე ცნობილი სიმღერა “because the night” ყველაზე რეიტინგული სიმღერათა ასეულში 13 ადგილს იკავებს.

ედიე სედვიკი


სედვიკი ენდი უორჰოლის მუზა იყო. იგი ასევე ენდის „ქარხნის“ („Factory“) ერთ–ერთი წევრი. მონაწილეობა მიღებული აქვს ენდის ყველაზე ცნობილ ფილმებში, ისეთებში, როგორიცაა Outer and Inner Space, Prison, Lupe, Chelsea Girls, Poor Little Rich Girl და ა.შ.ენდის მის მიმართ სერიოზული გრძნობა ჰქონდა, თუმცაღა, მიუხედავად ამისა მათ ერთმანეთთან დაშორება მოუწიათ.

სედვიკისა და უარჰოლის ბოლო საერთო ნამუშევრის, The Andy Warhol Story–ის წარუმატებლობის გამო, დატოვა „ქარხანა“.


ამის შემდეგ იწყება მისი ურთიერთობა ბობ დილანთან, რომელსაც საკმაოდ მალე დაშორდა ბობის საიდუმლო ქორწინების გამო. ამის შესახებ მას სწორედ ენდიმ აუწყა, რომელიც, მიუხედავად დაშორებისა, მაინც შეყვარებული იყო მასზე.

ედიე სედვიკი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზებად განიხილავდნენ ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღებასა და სუიციდს.

იოკო ონო


ჯონ ლენონის ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და მუზა. იოკო გახლდათ იაპონელი მხატვარი და მუსიკოსი.
იოკო და ჯონი ერთმანეთი 1966 წელს „ინდიკა“ გალერეაში გაიცნეს. შეხვედრის შემდეგ ონომ ლენონს თავისი პატარა წიგნი „გრეიპფრუტი“ უსახსოვრა. ამ პერიოდში ჯონი ქორწინებაში იმყოფებოდა თავის პირველ ცოლთან, მომხიბვლელ სინტია პაუელთან.


ამ შეხვედრიდან 2 წლის შემდეგ, ჯონი და იოკო ერთ–ერთ წვეულებაზე მოხვდნენ ერთად. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მათ შორის რომანი, რომელიც მოგვიანებით ქორწინებით დასრულდა. მიუხედავად, მათ შორის ასაკობრივი სხვაობისა (იოკო ჯონზე 7 წლით უფროსი იყო) წყვილი ერთმანეთის გარესე ვერ ძლებდა. იოკოს უდიდესი გავლენა ჰქონდა ჯონზე, არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ ჯონის ბითლზებიდან წამოსვლა, რასაც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ჯგუფის დაშლა მოჰყვა, სწორედ იოკოს მიზეზით მოხდა.


1971 წელს ჯონმა და იოკომ აშშ–ს მიაშურეს. სწორედ აქვე შექმნა ჯონმა მისი ყველაზე ცნობილი სინგლი „Imagine“, რომელმაც ყველა დროის საუკეთესო სიმღერებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა. ეს სიმღერა მან სწორედ იოკოს მიუძღვნა.
აღსანიშნავია, რომ იოკოსა და ჯონის თანაცხოვრობის პერიოდში კრიზისებიც ჰქონდათ. ჯონი და იოკო განქორწინდნენ, რასაც ჯონის ლოს-ანჯელესში წასვლა და პარტიული ცხოვრების დაწყება მოჰყვა. მან საყვარლად მაი პენგი გაიჩინა, განაგრძობდა ჰიტ-ალბომებზე დევიდ ბოუისთან და ელტონ ჯონთან ერთად მუშაობას. ჯონმა მალე გააცნობიერა, რომ იოკოს გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ყოფილ ცოლს შეურიგდა. იოკოს ლენონის დაბადების დღეზე, ჯონი მაშინ 35 წლის გახდა, მათი საერთო ერთადერთი ბავშვი, შონი გაუჩნდა.

იოკო და ჯონი ამ უკანასკნელის მკვლელობამდე ერთად იყვნენ.
Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close