არქივი

აინშტაინი ( ფაქტები და უცნაურობები, ნაწილი 2)

u16r8

აი  გაგრძელება აინშტაინზე, რომ გსურდათ………… :)  მოგეწონებათ როგორც წინა…  (იმედია :D )

ცოლი

აინშტაინის ცოლს კითხეს, თუ რას ფიქრობდა ის თავის ქმარზე. მან უპასუხა:

-ჩემი ქმარი გენიაა! მას შუძლია გააკეთოს საერთოდ ყველაფერი, გარდა ფულისა !

აღმოჩენებზე

ერთხელ ლექციაზე აინშტაინს კითხეს, თუ როგორ კეთდებოდა უდიდესი აღმოჩენები. ის ცოტა ხნით ჩაფიქრდა და უპასუხა:

–         დავუშვათ, რომ ყველამ იცის ის , რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება უბრალოდ  არაა შესაძლებელი, მაგრამ გამოჩნდება ვიღაც ბრიყვი, რომელმაც ეს არ იცის. და ზუსტად ის აკეთებს აღმოჩენებს.       ( აუ რა მაგარი კაცი იყო , თავმდაბლობის მაგალითი )

დრო და მარადისობა

ამერიკულმა  ჟურნალმა „მისის ტომპსონმა“ აიღო ინტერვიუ აინშტაინისგან:

– როგორია თქვენი შეხედულება, განსხვავებაზე დროსა და მარადისობას შორის?

– შვილო ჩემო, მე რომ მქონდეს დრო, ამ ყველაფრის ასახსნელად, მაშინ გავიდოდა მარადისობა, სანამ თქვენ ამას გაიგებდით.

დიად ფიქრებზე

ერთმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელსაც ხელში წიგნაკი და ფანქარი ეჭირა, ჰკითხა აინშტაინს:

– გაქვთ თუ არა  ბლოკნოტი ან წიგნაკი, სადაც იწერთ თქვენს დიად ფიქრებს (აზრებს)

აინშტაინმა შეხედა მას და უპასუხა:

–  ახალგაზრდავ! სინამდვილეში დიადი აზრები თავში ისე იშვიათად მოდის, რომ არაა რთული მათი დამახსოვრება.   (  ვგიჟდები ამ კაცზე, :god:  აი ჩემი კუმირია )

დედოფალი

ერთხელ აინშტაინი იყო მიღებაზე ბელგიის დედოფალთან. ჩაის სმის შემდეგ  იყო პატარა სამოყვარულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა დედობალმაც მიიღო. კონცერტის შემდეგ აინშტაინი მიუახლოვდა დედოფალს და უთხრა:

-თქვენი უდიდებულესობავ, თქვენ ასრულებდით (ცეკვას, სიმღერას) შესანიშნავად, მითხარით, რაში გჭირდებათ დედოფლის პროფესია?

სულ ეს იყო,   :thanks:  მადლობთ ყურადღებისთვის

გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით :* .. :kiss:   :makulatura: … ბედნიერი ახალი წელიი :*   უი კინაღამ წინას ლინკი დამავიწყდა :)

პირველი ნაწილის სანახავად დააკლიკეთ აქ

მსგავსი ამბები

Back to top button