არქივი

ამოუცნობი ისტორიები(ნაწ.3)

wqmrf

აჰა , მოვიცალე პოსტის დადებისთვის და დღევანდელი პოსტის თემა იქნება <ადამიანი რკინის ნიღაბში>.

1703 წლის 20 ნოემბერი … პარიზი . გასვენება. ყველაფერი ბანალური და სევდის მომგვრელი მოგეჩვენებოდათ , რომ არა ერთი დეტალი: ყველა ადამიანისგან დაფარულად მიწაში ასვენებდნენ <ადამიანს რკინის ნიღაბში>. ის ბასტილიის ტყვე იყო და არავის არ ჰყავდა ნანახი ის ამ საფარის გარეშე. ყოველშემთხვევაში , პარიზში არავინ იყო ისეთი , ვინც იცოდა ვინ იმალებოდა ნიღაბის უკან.

ეს კითხვა აგერ უკვე სამასი წელია პასუხგაუცემელია და ახლაც მიმდინარეობს კვლევა <რკინის ნიღბის> თემაზე.

ამ ამოცანით XVIII საუკუნეში დაინტერესდა ყველა დაწყებული საქმიანი მეცნიერებით , დამთავრებული პროზაიკოსებით. ეს ყველაფერი კი შარლოტ ბავარიელის დამსახურებაა , სწორედ მან გაუშვა ჭორები ამოუცნობი პატიმარის შესახებ. ის ამბობდა , რომ <ადამიანი რკინის ნიღაბში> მაღალ თანამდებიანი პირი იყო, ინგლისელი ლორდი , რომელიც ციხეში სამშობლოს ღალატისთვის ზის. სასახლე უცბად გუნებაზე მოვიდა , მაშინ ხომ ინტრიგები და ჭორები სასახლის გამოცოცხლების ყველაზე კარგი საშუალება იყო.

ყველაზე მეტად <რკინის ნიღბის> ამოცნობა უნდოდათ იმათ , ვისაც კალამი(ბუმბული) უჭრიდა. მაგალითად , წიგნში: <საიდუმლო ჩანაწერები სპარსეთის შესახებ> (მიახლოებით ასე უნდა ერქვას :D ) , რომელიც გამოსცა უცნობმა ავტორმა , <ნიღბის უკან მდგომის> როლს ტვირთულობს ლუდოვიკო XIV _ის შვილი – გრაფი ვერმანდუა.
ავტორი ცდებოდა. . .

თავისი წილი <რკინის ნიღბის> ამოცნობაში შეიტანა ვოლტერმაც , ნაშრომით: <ლუდოვიკო XIV_ის
საუკუნე>
ვოლტერმა <ნიღბის> სახელი არ მიუთითა , ისტორია რომელიც წიგნშია , მხოლოდ
მისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. რათქმაუნდა ვოლტერი ისე არ გაუშვეს სანამ არ გამოკითხეს
ყველაფერი . მისი თქმით <ნიღაბი> იყო მეფის უფროსი ძმა. სასახლე აღშფოთდა , თანაც ისე , რომ ყველანაირი ინფორმაცია ბასტილიის კედლებში ნამყოფი ტყვის შესახებ გაქრა.  ლუდოვიკომ მშვიდად დაიძინა , როდესაც ყველა <ხიდი> დაწვა , მაგრამ მალე გამოაფხიზლეს.

მისი გამოფხიზლების მიზეზი კი ნაპოლეონ ბონაპარტე გახდა , რომელმაც ჩათვალა , რომ ამ სიტუაციიდან ის რაღაც სარგებელს ნახავდა. მან და მისმა თანამეინახეებმა ჭორები გაუშვეს , რომ <რკინის ნიღბის> უკან ინგლისის დედოფლის მეორე შვილი (ანუ ლუდოვიკოს ძმა) იმალებოდა. მეფის ავტორიტეტი ისევ საფრთხის ქვეშ დადგა ,ანუ ნაპოლეონის სიტყვებით ბურბონების მთელ დინასტიას შეიძლებოდა არ ჰქონოდა უფლება მეფის ტიტულზე. ნაპოლეონმა , კი თქვა , რომ ის პირდაპირი შთამომავალი იყო <ნიღბის> . ამის შემდეგ მას არათუ პატივს სცემდნენ , უფრო ეშინოდაც კიდეც.

ბასტილიის აღება გარდატეხის მომენტი იყო და არამარტო პარიზის , არამედ <ნიღბის> ისტორიაშიც. ახლა უკვე ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდება შესწავლისთვის . არქივიდან გაიგეს , რომ ტყვე ბასტილიაში მიიყვანეს კუნძულ სენტ-მერგერიტიდან. იქ , ციხე პინეროლში ამოუცნობი პატიმარი და კიდევ შვიდი პოლიტიკური დამნაშავე იხდიდა თავის <ვალს>. ამ რვიდან რომელიღაცა უნდა ყოფილიყო <ნიღაბი> , მაგრამ არქივში არ იყო მოხსენიებული სახელები და ვერავინ გაიგო თუ ვინ იყო ბასტილიის ტყვე.

მეოცე საუკუნემ მოიტანა ახალი იდეები და გამოკვლევები. ლანგი და ბარნესი , ლალუა და არეზა , პუშკინი , ჰიუგო და დიუმა ყველა ამ მწერალს უნდოდა აეხსნა <ადამიანი რკინის ნიღაბში> ისტორიის ამოხსნა , მაგრამ მათი თეორიები მხოლოდ თეორიებად დარჩა და დამტკიცებით ვერაფერი დაამტკიცეს . . .

yebmb

ყველა პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button