გასართობისაკითხავისურათები

ძმები კოენები ანუ ”the two-headed directors”

ჯოელ დევიდ კოენი და ეთან ჯეს კოენი ცნობილები არიან, როგორც ძმები კოენები – ამერიკელი კინორეჟისორები.
ორი გენიოსი მინესოტადან, ისინი ერთად მუშაობენ ფილმებზე ამიტომაც მათ ხშირად უწოდებენ “the two-headed directors”. ისინი არიან ფილმის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები…აქვთ ერთი ხედვა, იზიარებენ საერთო აზრს და ქმნიან შავი იუმორით გაჯერებულ ნამდვილ შედევრებს. მათთან მუშაობისას მსახიობები ხშირად აღნიშნავენ, რომ შეკითხაზე ორივეს ერთი პასუხი აქვთ. ხშირ შემთვევაში მცირე ანაზღაურებაზეც თანხმდებიან მათთან სამუშაოდ.

როდესაც ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ ჯოელი აგროვებდა ფულს, რომ ეყიდა ”სუპერ 8” ვიდეოკამერა, რომლის შეძენის შემდეგაც ძმები იღებდნენ პატარ-პატარა ფილმებს. ჯოელი ამბობს რომ მათი ბავშვობისდროინდელი და

ახლანდელი შემოქმედება დიდად არ განსხვავდება.

ჯოელი დაქორწინებულია მსახიობ ფრანსის მაკდონრადზე, რომელიც მონაწილეობს მათ ექვს ფილმში. ჯოელს და ფრანსისს ჰყავთ ერთი ვაჟი. ეთანის მეუღლეა პროდუსერი ტრისია კუკი. ორივე წყვილი ცხოვრობს ნიუ-იორკში.

ძმებმა ერთობლივად ბევრი შედევრი შექმნეს : ”ფარგო”, ”დიდი ლებოვსკი”, ”ბარტონ ფინკი”, ”წაკითხვისთანავე

დაწვი”, ”სერიოზული კაცი”, ქართველი მაყურებლისათვის უფრო ცნობილია ”სადა ხარ ძმაო”(ჯორჯ კლუნის მონაწილეობით).

უახლოეს მომავალში ქართულ საიტებზე დაიდება კოენების ახალი ფილმი”true grit” ბევრი ვარსკვლავის მონაწილეობით. ამერიკაში ფილმი უკვე შედევრად აღიარეს.

კოენებმა გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები შექმნეს. მოკლედ ისღა დამრჩენია მათი ფილმების

ყურება გირჩიოთ, დამიჯერეთ არ ინანებთ.

კადრები ძმები კოენების ფილმებიდან :

the big lebowski

fargo

a serious man

Man Who Wasn’t There

Burn After Reading

o brother where are you

Barton Fink

blood simple

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close