უცნაური

რობერტ მორგანის ყველაზე დამთრგუნველი უჟასტიკები

562a2441b5f4

მეგობარმა მანახა რამდენიმე დღის წინ მისი ერთ-ერთი ვიდეო. აქმდე მის შესახებ არაფერი მსმენოდა, ჰოდა მისი შემოქმედების ამ კონკრეტული ნიმუშით იმდენად აღვფრთოვანდი, რომ სხვა ვიდეოების ძებნა და ავტორის შესახებ გამოქვეყნებული მასალების დასერჩვაც დავიწყე.

მაშ ასე, რობერტ მორგანი! ჟანრი, ალბათ, არტ-ჰაუს საშინელებათა ტრილერები, ან უფრო, ატმოსფერული ჰორორი.  ალბათ არც ერთ ფილმს არ შეუძლია ისე შეაშინოს ან და დათრგუნოს მაყურებელი, როგორც მორგანის 10 წუთიან შედევრებს.

კინემატოგრაფის მიმართ ლტოლვა რობერტს სამი წლის ასაკიდან დაეწყო, როდესაც ,,მზრუნველმა” პაპამ მას არტურ კრებტის სამეცნიერო ფანტასტიკური საშინელებათა ფილმი აჩვენა («Fiend Without a Face» [1958]).  ყოველივე ამის ზემოქმედების შედეგად, რობი უცნაურ ბავშვად ყალიბდება. შეპყრობილია საშინელი ურჩხულებით, მწერებითა და ზვიგენებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ რობერტი ხელოვნებისა და დიზაინის ინსტიტუტში აბარებს, სადაც ანიმაციური კონოს ხელოვნებას ეუფლება. 1997 წელს ის იღებს პირველ მოკლემეტრაჟიან ფილმს («The Man in the Lower Left Hand Corner of the Photograph»), რომელმაც რამდენიმე საერთაშორისო ჯოლდო მიიღო და ტრანსლირებული იყო რამდენიმე ადგილობრივ ტელეარხზე.

4 წლის შემდეგ რობერტი ქმნის უსაშინლეს ზღაპარს («The Cat With Hands»), რომლის სიუჟეტიც შთააგონა უფროსი დის ელეონორას სიზმარმა. ფილმი დააფინანსა ბრიტანულმა ტელეარხმა Channel 4 და მიიღო ექვსი საკმაოდ პრესტიჟული ჯილდო, მათ შორის რეჟისორული საუკეთესო დებიუტისთვის.

2003 წელს წელს რობი იღებს ახალ stop-motion-ს (კადრული გადაღების მეთოდი, რომელშიც მიღებული კადრები ერთიანდებიან ერთიან მოძრაობად), ეს იყო შედევრი ,,სეპარაცია”  («The Separation»). ფილმი იღებს 15 საერთაშორისო ჯილდოს, მათ შორის მელბურრნის კინოფესტივალზე ,,საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისათვის” და ,,საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის”. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ინციდენტმა,  როდესაც ფილმის ჩვენებისას ერთ-ერთ მაყურებელს გული წაუვიდა ძალიან გაახარა რობერტი და კიდევ უფრო გაამყარა მისი სურვილი გაეგრძელებინა მუშაობა ანიმაციასა და კინემატოგრაფში.

მოგვიანებით რობერტმა კიდევ შექმნა სხვა ფილმებიც, მათ შორის არაანიმაციური  ,,მონსტრები” («Monsters»). (ამ ფილმის სანახავად მიჰყევით ბმულს). მიიღო ჯილდოები, პრემიები და ასე შემდეგ. ამჟამად ის ცხოვრობს ლონდონში და აგრძელებს მუშაობას. ახლა კი, მისი რამდენიმე ფილმი. პირველი კი ჩემთვის ყველაზე საყვარელი, – ,,ადამიანის ხელებიანი კატა” (საპილოტო ვერსია) და შემდეგ  ,,სეპარაცია” . ასევე ლინკები ,,პარანპოკისა” და ,,ხელებიანი კატის” სრული ვერსისს საყურებლად.

წყარო: http://palata99.wordpress.com/

Back to top button