ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები #2
ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები..ნაწილი მეორე
ალექსანდრე მაკედონელი – ძველი მსოფლიოს უდიდესი მხედართმთავარი. წარწერა საფლავის ქვაზე: “ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც მთელი მსოფლიო არ ჰყოფნიდა”.
ამერიკელი ჯარისკაცი-”ქოლდ ჰარბორი,3 ივნისი.მე მოვკვდი”-ეს წარწერა ნაპოვნი იქნა მის ჯემპრზე,ბრძოლის ველზე.
პეტრე I დიდი – რუსეთის იმპერატორი. სიკვდილის წინ ითხოვა ქაღალდი და კალამი და მხოლოდ ორი სიტყვის დაწერა მოასწრო: “ყველაფერი მიეცით…”
კაზანოვა – მსოფლიო მნიშვნელობის ავანტიურისტი და მექალთანე. მისი საფლავის რკინის ღობე ისეა მოწყობილი, რომ მისგან გამოსული კაუჭები აუცილებლად მოედება კაბის ბოლოებს… ასე ვთქვათ, “საფლავიდანაც არ ასვენებს ქალებს”.
პაპი ალექსანდრე VI-”ერთი წუთით მოიცადეთ!”
ჯეიმს ალენ რედ დოგი-”სახლში მივდივარ,ძვირფასო!”-სიკვდილით დასაჯეს 1993 წელს.(ინექცია)
მუსტაფა კემალ ათათურქი-”რომელი საათია?”
ჯორდანო ბრუნო – იტალიელი ფილოსოფოსი. მისი ბოლო სიტყვები: “დამწვათ, არ ნიშნავს, რომ ვუარყო”.
ფრენკ ბაუმი-”ახლა შემიძლია მცოცავი ქვიშის გადალახვა”
სიმონ ბოლივარი-”ღმერთო ჩემო!როგორ გამოვაღწევ ამ ლაბირინთიდან?”
ნაპოლეონ ბონაპარტე-”საფრანგეთი,არმია,ჯოზეფინა”
ლორდ ბაირონი-”ახლა უნდა დავიძინო.ძილინებისა!”
კეისარ ავგუსტუსი-”პიესა დასრულებულია.ტაში დაუკარით”
კაზანოვა-”ვიცხოვრე როგორც ფილოსოფოსმა და ვკვდები როგორც ქრისტიანი”
აპოლო 1-ის ასტრონავტი-”ცეცხლი მოგვეკიდა!ახლავე გავიდეთ აქედან…ვიწვით,ვიწვით!”-ეკიპაჟის სამიზე წევრი დაიღუპა.1967წელი
ინგლისის მეფე-ჩარლზ პირველი-”მე მივდივარ კორუმპირებული გვირგვინიდან არაკორუმპირებული გვირგვინისკენ,სადაც ხელს ვერავინ,შემიშლის ვერავინ.დაიმახსოვრეთ!”
ზიგმუნდ ფროიდი-“ეს აბსურდია! ეს აბსურდია!”
ჩინგიზ ხანი-“გმირი!ნამდვილი გმირი”(ლეგენდის თანახმად)
გოეთე-“მეტი შუქი!მეტი შუქი”
ჯორჯ ჰარისონი-“გიყვარდეთ ერთმანეთი!”
ოსკარ ვაილდი-“მე და ჩემი ნაშრომები ერთმანეთს ვებრძვით.ერთ-ერთი ჩვენთაგანი უნდა წავიდეს”
“ოთახიდან გადი!! ბოლო სიტყვები მხოლოდ იმ სულელებისთვის არის ვისაც საკმარისად არ უთქვამს”-კარლ მარქსი ასე პასუხობს მოსამსახურეს, რომელმაც უთქრა ქონდა თუ არა ბოლო სიტყვა.
მარკო პოლო-“მე იმის ნახევარიც არ მომიყოლია რაც ვნახე”
Paata Chikhladze | Create your badge