გართობაუცნაური

წინასწარმეტყველი ცხოველები

df7adebf5bf7

შინაური ცხოველების მეპატრონეები და მწვრთნელები ამტკიცებენ, რომ მათ ოთხფეხა მეგობრებს ტელეპათიური, ზოგჯერ კი წინასწარმეტყველური შეგრძნებები აქვთ.

* ზოგიერთი ძაღლი პატრონის მოსვლას რამდენიმე წითით ადრე გრძნობს და მას კართან ელოდება. კალიფორნიის უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორს შინ კატა ჰყავდა, რომელიც ყოველთვის გრძნობდა, როდის ურეკავდა პროფესორი მეუღლეს. არ ჰქონდა მნიშვნელობა, მშობლიური ქალაქიდან რეკავდა თუ მივლინების დროს, აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის რომელიმე წერტილიდან. :yes:

39d92d6ef77e

* ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ცხოველებს მიწისძვრის წინასწარმეტყველებაც შეუძლიათ. ბრიტანელი მეცნიერები იტალიაში, სან-რუფინოს ტბის ბაყაყებს აკვირდებოდნენ( ქალაქი ტბიდან 74 კმ მანძილზე მდებარეობს) მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრამდე ტბიდან ყველა ბაყაყი გაქრა  ისინი მიწისძვრიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაბუნდნენ.

54ea09d64858

* მეცნიერთა აზრით, ბუნებაში 600-ზე მეტი ცხოველი გრძნობს მოსალოდნელ მიწისძვრას.განსაკუთრებული წინათგრძნობა ზვიგენებს აქვთ. მათ ამინდის წინასწარმეტყველებაც შეუძლიათ.

*1902 წლს,ქალაქი სენპიერი(კუნძული მარტინი) ვულკან მონ-პელის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა.ტრაგედიის შემდეგ მაშველებმა 30 ათასი ადამიანის გვამი და სულ რამდენიმე მკვდარი ძაღლი და კატა აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა,კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე შინაურმა ცხოველებმა, ფრინველებმა და გველებმაც კი ქალაქი დატოვეს.

c5d0db190218

*1835 წელს წელს, ჩილეში, ქალაქ ტალიკუანოში მომხდარ მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე ძაღლებმა ქალაქი დატოვეს.
*1980 წელს, მიწისძვრამდე 12 საათით ადრე ძაღლებმა, კატებმა და აქლემებმა მაროკო დატოვეს. ეკოკატაკლიზმებისადმი მგრძნობიარენი არიან სპილოებიც.
*ფილიპინებზე, ვულკან მაიონის ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრე, მთებიდან ტახები და მაიმუნები ჩამოვიდნენ.ისინი აგრესიულად იქცეოდნენ და ნათესებს ანადგურებდნენ,მაგრამ მოსახლეობამ მათი ქცევა მოსალოდნელ საფრთხეს ვერ დაუკავშირა.

e5181e863c71

*ცნობილია, რომ სეისმურ ცვლილებებს ნიანგებიც გრძნობენ.იაპონიაში ნიანგთა ფერმის ერთ-ერთი თანამშრომელი,ჰელმუტ ტრიბუტში სპეციალურ დღიურში ცხოველების ქცევებში მომხდარ ცვლილებებს აღწერს. მისი თქმით, მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე, ცხოველი უჩვეულოდ ფართხალებს და ღრიალისმაგვარ ხმას გამოსცემს.აღსანიშნავია, რომ ცხოველიი მიწისძვრას 150 კმ_ის რადიუსში გრძნობს.

**ტრიბუტშის აზრით, მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე, განწყობილება ადამიანსაც ეცვლება- თავის ტკივილი,წნევის ცვალებადობა ეწყება, მაგრამ ამას მნიშვნელობას არავინ ანიჭებს და მოსალოდნელ მიწისძვრასთან არ აკავშირებს.

მსგავსი ამბები

Back to top button