არქივი

ფლირტი, დაკერვა და ,,პიკაპი”

548671 470062763023502 1649839649 n
6 ნიშანი, თუ როგორ მივხვდეთ, როცა გვეფლირტავებიან; როგორ მოვხიბლოთ ადამიანი; ,,პიკაპი”, როგორც ამორალური ქცევა… წაიკითხეთ სტატია ამის შესახებ. 

ფლირტი ყურადღების მიპყროპას ისახავს მიზნად. ეს სიმპათიას გამოხატავს ხოლმე, მაგრამ ხანდახან მხოლოდ გართობა და თამაშია. ფლირტის ძირითადი მიზანია დაკერვა. ხოლო მერე უკვე გამოჩნდება ეს შემოიფარგლება სექსით და მიტოვებით თუ ქორწინებით.

ის ვლინდება ბევრ სხვადასხვა ქცევაში და მიმიკაში.

იცოდით, რომ მამაკაცები მიდრეკილნი არიან უფრო ხშირად შეაფასონ ქალის მეგობრული ჟესტები, როგორც ფლირტი, ამიტომაცაა ხოლმე, რომ მამაკაცები გაუპატიურების მსხვერპლად იშვიათად თვლიან ქალებს. ხოლო ისინი, ვინც აუპატიურებენ, იშვიათად მიიჩნევენ თავს მოძალადეებად. მოდით ამ საკითხს ნუ შევეხებით, სინამდვილეში არც ისე მარტივადაა ხოლმე ამ დროს საქმე, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ორივე სქესი ერთნაირად არ აღიქვამს ერთმანეთის ქცევებს.

გაინტერესებთ, როგორ ამოვიცნოთ ფლირტი და არ აგვერიოს ის მეგობრულ დამოკიდებულებაში?

უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ ჟესტების ენა არაა ისე მარტივი, რომ ერთი-ორი ქცევის საფუძველზე ვიმსჯელოთ ადამიანის ფარულ აზრებზე, ამასთან მხოლოდ ერთი ჟესტი ან მიმიკაც არ კმარა, მნიშვნელოვანია კონტექსტი, პიროვნული მახასიათებლები და რამოდენიმე ჟესტიკულაციის თანხვედრა. მაშ ასე:

  • ხშირი ღიმილი ან სიცილი.

530666 470063113023467 2064324964 n

  • თვალებით კონტაქტი (ზოგჯერ დაჟინებული, ზოგჯერ კი მორიდებული, როდესაც თვალის თვალში გასწორებისას მომენტალურად გადააქვს მზერა სხვა ობიექტზე, მაგრამ რამოდენიმე წამში აუცილებლად შეხედავს ისევ მას და ასე გრძელდება მილიონჯერ).
  • განსაკუთრებული მზერა, რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ

487916 470063663023412 111225263 n

  • სიახლოვის სურვილი, შეხების მცდელობა (შემთხვევითი, ან ,,მეგობრული.” და არაა აუცილებელი ეროტიული შეხება იყოს. შეიძლება უბრალოდ ხელი ჩამოართვას, მაგრამ უფრო ხანგრძლივად).
  • ასევე ჯდომის ან დგომის მანერაცაა ინფორმატიული. თუკი ის თქვენსკენაა მომართული და შემოტრიალებული, ე.ი. აინტერესებთ. ფეხის გადადების მიმართულებას რაც შეეხება, ის უნდა იყოს გადმოდებული თქვენსკენ და არა გადადებული თქვენგან.

599607 470064686356643 799701641 n

  • ქალები ხშირად თმებს ისწორებენ და რაიმე საბაბით მიაქვთ ხელი პირთან (სიგარეტი, თუ კაფეში ხართ, ტუჩებთან საწრუპის ტრიალი, ძეწკვის ამოწევა და სხვ.)

ე. მარკოვიკმა ჩამოაყალიბა ის ნიშნები, რითაც ხასიათდებიან დონ-ჟუანები, ანუ მომხიბვლავი მამაკაცები. ესაა მაღალი სოციალური ღირებულება, ან ,,მაღალი ღირებულება გადარჩენისა და გამრავლებისთვის.” გამრავლებასთანაა დაკავშირებული გარეგნული სილამაზე და ბიოლოგიური ჯანმრთელობა. გადარჩენის ღირებულებას რაც შეეხება, ესაა ფინანსური უზრუნველყოფა, ფიზიკური სიძლიერე, ლიდერული უნარ-ჩვევები (კერძოდ, მდგრადობა კონფლიქტურ სიტუაციებში) და სხვ. მეორე ღირებულება ქალების უმეტესობისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გამრავლებისა. მაგრამ ეს არ ხსნის იმას, რომ კარიერაში წარუმატებელი მამაკაცებიც ახერხებენ ქალების მოხიბვლას. მარკოვიკმა ფიქრის შემდეგ დაასკვნა, რომ გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის მაღალი ღირებულების დემონსტრაცია. ის, თუ როგორ მოხდება დემოსტრაცია, დამოკიდებულია ინდივიდუალურ კონტექსტზე და მოიცავს არაერთ მეთოდს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მომენტია მამაკაცის დარწმუნებულობა საკუთარ თავში და ასევე კომფორტისშეგრძნება. ამას ყოველთვის ამჩნევს ქალი. ამიტომ მოდუნდით მამაკაცებო და გამოხატეთ ეს თქვენი სხეულის მდგომარეობით, მოხერხებულად მოკალათდით სივრცის იმ მონაკვეთში, სადაც იმყოფებით, გადაწექით სავარძელზე, მოადუნეთ სახის ყოველი კუნთი, მოკლედ, თავი იგრძენით როგორც საკუთარ სახლში.

გაინტერესებთ, კიდევ რა არის მნიშვნელოვანი პარტნიორის გულის მოსაგებად?

  • გარეგნობა. ფიქრობენ, რომ მხოლოდ კაცებისთვისაა ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ქალებიც დიდ ყურადღებას აქცევენ მამაკაცის ვიზუალურ მხარეს. მითუმეტეს პირველი შეხვედრისას. ჩაცმულობის სტილზე ბევრს წერენ, მაგრამ მთავარია საკუთარი ღირსებების წარმოჩენა და ის, რომ მოგწონდეს თავი და რა ბრენდის და სტილის შარვალი გეცმევა, აღარ აქვს მნიშვნელობა. ქალები უყურებენ კაცის ფეხსაცმელებს და მათ სისუფთავეს. კაცებს კი იდუმალება მოსწონთ, რაც იმალება ნაჭერში (ჩაჭრილი კაბა ან ოდნავ გამჭვირვალე ზედა).
  • სოციალური სტატუსი და ადგილი სოციალურ პირამიდაში. მაგარია, როდესაც ისეთი კაცის იმიჯი გაქვს, რომელზეც ბევრი ქალი ოცნებობს. ალბათ კარგია, როცა იციან, რომ ბევრ ქალთან წოლილხარ. მაგრამ ისეთი კაცის რეპუტაციის ქონა, რომელსაც სურს ჩაიწვინოს ლოგინში ყველა ქალი, არაა კარგი. ეს არაა მაგარი.
  • რას ლაპარაკობს. საერთო ინტერესების და ენის გამონახვა.
  • როგორ ლაპარაკობსიუმორი ქულებს აორმაგებს ან ასამმაგებს ხოლმე.
  • როგორია მისი შინაგანი მდგომარეობა. რამდენად დარწმუნებულია საკუთარ თავში და მოსწონს ის (ნუ იფიქრებთ ამპარტავნობაზე)
  • გარემოცვა

ეს 6 ფაქტორი ქალებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა მამაკაცების ფსიქოლოგიასთანაც ახლოსაა. ამასთან ამ ფაქტორების შეფასება ძალიან სუბიექტური და ინდივიდუალური ყველასთან. ზოგისთვის ვიღაცა ლამაზია, ზოგისთვის არა. ვიღაცისთვის ერთი ლაპარაკის მანერაა მისაღები, ვიღაცისთვის მეორე…

აქვე მინდა შევეხო ,,პიკაპს”, ანუ დაკერვის ტექნიკას, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე გავრცელდა ისე, რომ გამოიცემა სპეციალური წიგნები და ტარდება ტრენინგები კაცებისთვის. პიკაპის მიზანია მხოლოდ სექსისთვის შებმა და რაც შეიძლება მეტი ქალის. ბევრი ამას ბოროტად იყენებს და ამორალურად იქცევა, ხშირად ავიწყდება ადამიანური ემოციები და განცდები. ეს მამაკაცები მანიპულირებენ ნასწავლი პრაქტიკული ხრიკებით, აღწევენ სასურველს და შემდეგ ახალ ,,მსხვერპლს” ეძებენ. სინამდვილეში კი ფარული კომპლექსები რჩებათ და სხვა ფორმას იღებენ. ზოგი თვლის, რომ დონ-ჟუანობა თანდაყოლილი თვისებაა და ამას ვერ ისწავლი, ამიტომ პიკაპის ,,მასწავლებლებს” აფერისტებად თვლიან.

 

ასეა თუ ისე, ფლირტი მიანც სასიამოვნო, თამაშის მაგვარი, უწყინარი ქცევაა, რაც ყოველთვის იყო და იქნება. ის მრავალფეროვნებას სძენს ურთიერთობას და ინტრიგას აჩენს, უცნაურ ემოციებს წარმოშობს და ტონუსს გვმატებს.

 

პატივისცემით

თიკა ევდეევი

უფრო მეტი საინტერესო ფსიქოლოგიური ამბის გასაგებად, ეწვიეთ გვერდს: http://www.facebook.com/psychea.georgia

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Back to top button