ახალი ამბები

მეცნიერებმა სამყაროს აღსასრულის თარიღი დაადგინეს

მეცნიერებმა სპეციალური ტექნოლოგიის საფუძველზე, რომელიც ინტერნეტში არსებული სხვადასხვა მონაცემის ანალიზის საფუძველზე მომავლის მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა, დაასკვნეს, რომ სამყაროს აღსარული 2012 წლის 21 დეკემბერს დადგება. 

კვლევის პროექტის ავტორებმა შეგვახსენეს, რომ სისტემა მათ 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული ტერორისტული აქტის წინასწარმეტყველებაში დაეხმარა. პროგრამამ ისინი გააფრთხილა, რომ 2001 წლის ივნისიდან 2-3 თვის განმავლობაში ისეთი მოვლენები განვითარდებოდა, რომელიც მსოფლიოს შეცვლიდა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო ”როსბალტი”.

მეცნიერები ხსნიან, რომ მათი სისტემა ზუსტად ისეთივე აღქმას ეფუძნება, რასაც საძიებო სისტემები. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა სხვადასხვა გასაღებ სიტყვაზე დაყრდნობით მრავალი ვებ-გვერდის დამუშავებას შესაძლებელს ხდის. გასაღები სიტყვების შემცველი რამდენიმე ტექსტის ანალიზი ერთდროულად ხორციელდება.
მოცემული გამოსახულება ათასობით სხვადასხვა სპეციალისტის მოსაზრებების შესწავლისა და მათ საფუძველზე მეცნიერული პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა. მიღებული დასკვნების მიხედვით, სამი წლის შემდეგ დედამიწას სერიოზული კატაკლიზმები ელის, რაც სამყაროს აღსასრულამდე მიიყვანს. მეცნიერთა აზრით, პლანეტური მასშტაბის კატასტროფა 2012 წლის 21 დეკემბერს მოხდება …

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close