არქივი

თვეთა სახელების წარმოშობის ისტორია

29a148af3c81

თვეთა სახელების წარმოშობის ისტორია

იანვარი წარმოსდგება რომაელთა ორსახოვანი ღმერთის იანუსისაგან, რომელიც ითვლებოდა დროისა და კარის მფარველ ღვთაებად.
იულიუს კეისარმა ძვ. წ. 46 წლის 1 იანვარი წლის დასაწყისად გამოაცხადა. საქართველოში 1 იანვრით წლის დაწყება X ს–დან შემოვიდა, მანამდე კი სექტემბრით იწყებოდა. იანვარს ძველი ქქართული წარმართული კალენდრით ერქვა აპანი, აპნისი.
რომის რესპუბლიკაში ახალი კონსულების არჩევა ხდებოდა 1 იანვარს. სწორედ ამიტომ გამოაცხადა კეისარმა იანვარი პირველ თვედ.
ძველი ქართულით ახალი წლის პირველ დღეს ეწოდებოდა დასაბამი. საქართელოში გრიგორიანული კალენდარი შემოღებული იქნა 1918 წელს და 1918 წლის 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად.

თებერვალს თებერვალი კალენდარული წლის მეორე თვეა. როგორ დაერქვა ასეთი სახელი? რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს – ფებრუებს – და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი). ძველი ქართულით ერქვა სურწყუნისი.

მარტის სახელი წარმოსდგა ძველ რომაელთა ომის ღმერთის მარსის სახელისაგან. ამ თვეს ძველი ქართულით მირკანი ეწოდებოდა.

აპრილის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „აპერირე“, რაც ქართულად გახსნას ნიშნავს. ამ თვიდან იწყებოდა რომში გაზაფხული. აპრილის უძველესი სახელწოდება წარმართობის ხანაში იყო იგირიკა.

მაისის სახელწოდება წარმოსდგება რომაელთ ქალღმერთ მაიადან, რომელიც იყო განახლებული ბუნების ღვთაება. მაისის პირველ დღს რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ქალღმერთ მაიას. ქართულად მას ერქვა ვარდობისთვე

ივნისი წარმოდგება ძველ რომაელთა მითოლოგიური ქალღმერთის იუნონას სახელისაგან. იუნონა ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. ამ თვეს ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით გარიალისა ეწოდებოდა, ხალხური სახელწოდებაა თიბათვე და ივანობისთის.

ივლისის სახელწოდება წარმოსდგება რომის იმპერატორ იულიუს კეისრის სახელისაგან.
ძველი ქართული წარმართული კალენდრის მიხედვით მას თიბისა ერქვა, ხოლო ხალხურად მკათათვე და კვირიკობისთვე.

აგვისტოს სახელწოდება წარმოსდგება რომის იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსსტუსის სახელისაგან. ძველი ქართული წარმართილი კალენდრით აგვისტოს ქველთობისა ეწოდებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ დამკვიდრდა მარიამობისთის.

სექტემბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „სეპტემ“, რაც ქართულად ნიშნავს შვიდს. ეს თვე ძველ რომაულ კალენდარში რიგით მეშვიდე იყო, სანამ ი. კეისრის რეფორმა გატარდებოდა. საქართელოში ახალი წელიწადი ამ თვით იწყებოდა, ამიტომ ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელია ახალწლისა, ხოლო ხალხური სახელწოდებით მას ენკენისთვეს უწოდებენ.

ოქტომბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „ოქტო“, რაც ქართულად რვას ნიშნავს. ძველ რომაულ კალენდარში ოქტომბერი მერვე თვე იყო. ძველი ქართული კალენდრით მას ერქვა სთვლისა, ხოლო ხალხურად – ღვინობისთვისთვე.

ნოემბრის სახელწოდება წარმოსდგება ძველი რომაული კალენდრის მეცხრე თვის სახელისაგან, ნოვემ – ცხრა. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მას ერქვა ტირისკნისა, ხალხურად გიორგობის თვე, ჭინკობისთვე.

დეკემბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „დეცემ“, რაც ქართულად ათს ნიშნავს. ძველი ქართული წარმართული კალენდრით ამ თვეს ეწოდებოდა ტირისდენი, ხალხურად – ქრისტეშბოსითვე.

წყარო: children.wanex.net

Back to top button