არქივი

სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს პროტესტის გრძნობამ?

445fa52f7e71

რადიკალიზმი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით…

რუმინეთის პარლამენტის ერთერთი სხდომის დროს, უეცრად ერთერთი მოქალაქე თავის მოკვლის მიზნით საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან გადმოხტა…

ეს ადამიანი არის ადრიან სობარუ, როგორც ერთერთი რუმინული ტელევიზია აცხადებს, ის ამ ტელევიზიის თანამშრომელია და სწორედ ამის გამო მან ადვილად მოახერხა პარლამენტის შენობაში შეღწევა. ნახტომისას ისმის მისი ყვირილი: “შენ არღვევ ჩვენი შვილების უფლებებს”, ის მიმართავდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრს ემილ ბოკს, რომელმაც დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც უნარშეზღუდული ბავშვების ოჯახებს გაუუქმდათ დახმარებები. როგორც აღმოჩნდა ადრიანის შვილიც უნარშეზღუდულია.
ნახტომის შემდეგ ადრიანს არ მიუღია სერიოზული დაზიანებები, როდესაც ის საავადმყოფოში მიჰყავდათ ის იმეორებდა: “თავისუფლება და სამართლიანობა”. მას ასევე ეცვა მაისური სადაც ეწერა: “თქვენ ჩვენი მომავალი გაანადგურეთ”.

როგორც იცით, მე გამოვაცხადე კონკურსი რომლის მიზანია, უცნაური ბლოგის მომხმარებლებმა გააკეთონ პოსტერი რომლითაც ბიძია სემის პოსტერი ჩანაცვლდება (რომელიც დაბლაა მოცემული) კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ შენ შეგიძლია ხატვა, ან კარგად ფლობ ფოტოშოპს, მაშინ შექმენი პერსონაჟი რომელშიც გაერთიანებული იქნება პროპაგანდული პოსტერი და ქართული ელემენტები. შენს მიერ შექმნილი პერსონაჟისთვის შეგიძლია ასევე მოიფიქრო სახელი და გამოაგზავნო სურათთან ერთად. საბოლოო ვარიანტი გამომიგზავნე მისამართზე [email protected] სურათები მიიღება 31 დეკემბრამდე, ხოლო შემდეგ გამოქვეყნდება ბლოგზე, სადაც საიტის მომხმარებელი აირჩევს საუკეთესოს. P.S. გამარჯვებული პოსტერის გამოყენებისას მითითებული იქნება მისი ავტორი, ამიტომ აუცილებლად გამოაგზავნეთ სურათთან ერთად თქვენი სახელი და გვარი, ან ნიკი.

გთავაზობთ ჩემს ვარიანტს რომელიც ცოტა უფრო აზრს შეგიქმნით იმაზე თუ რაზე ვლაპარაკობ… 1e4813227bae იმის მიუხედავათ რომ ზემოთ ჩამოთვლილი მაქვს ის პოსტერის კრიტერიუმებუი, თქვენ შეგიძლიათ გამომიგზავნოთ ნებისმიერი სახის პოსტერი რომელიც თქვენი აზრით შეეფერება საიტს და რომელიც თქვენ შექმენით. პრიზი: Lockerz.com-ის აქაუნთი 2700 ქულით. (არ ვიცი 2700 ქულა დღევანდელი სიტუაციით რამდენად ბევრია იმის გამო რომ დიდი ხანია საიტზე არ შევსულვარ)
70965fe2fa40

მსგავსი ამბები

Back to top button