გასართობისაკითხავისასარგებლო

“მარტო სახლში” – ის, რაც არ ვიცით ფილმზე

მალე ახალი წელია, შობა და რა თქმა უნდა, ტელევიზიით კიდევ ერთხელ გაუშვებენ ფილმებს, რომლებიც ამ დღესასწაულთან ასოცირდება. ერთ-ერთი ასეთი ფილმი კი “მარტო სახლშია”.
პოსტში ნახავთ ფაქტებს ამ ფილმთან დაკავშირებით. მაშ ასე, წავედით….

1. არსებობს ლეგენდა, რომ ელვის პრესლიმ, რომელიც 1977 წელს გარდაიცვალა, ეპიზოდური როლი შეასრულა ფილმში. ბევრს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ მეფე ცოცხალია, დარწმუნებულნი არიან, რომ მამაკაცი, რომელიც კევინის დედის უკან დგას, ელვისია.

2. სცენაში, როცა მსახიობს ობობასთან ერთად უნდა “ეთამაშა”, იგი დათანხმდა ერთი დუბლით გადაღებაზე. მსახიობი ვალდებული იყო განესახიერებინა შეშინებული კაცის სახე, მაგრამ უხმოდ. ამის მიზეზი ის იყო, რომ ხმას შესაძლოა ობობა შეეშინებინა. ყვირილი მოგვიანებით ჩაიწერა.

3. ჯონ კენდის ფილმში მხოლოდ ერთი დღე იღებდნენ. ყველა მისი ეპიზოდი 23 საათში გადაიღეს.

4. კევინი კითხულობს ჟურნალს Playboy, სადაც მის ივლისი არის ერიკა მაია ელენიაკი, რომელიც მონაწილეობდა სერიალში “მალიბუს მაშველები”.

5. ფოტოზე, რომელიც კევინმა იპოვა ბაზის ყუთში, გამოსახული იყო თითქოს მისი გოგო. სინამდვილეში ფოტოზე ბიჭია გადღებული, რომელიც გოგოდ “გადააკეთეს” გრიმიორებმა. კრის კოლამბუსი (ფილმის რეჟისორი) ფიქრობდა, რომ გოგონას ასეთ სიტუაციაში წარმოჩენა არ იქნებოდა კარგი.

6. ფილმი განგსტერებზე, რომელიც გამოყენებულია ფილმში,სინამდვილეში არ არსებობს. ის სპეციალურად გადაიღეს “მარტო სახლისათვის”. ასევე, კვლავ არარსებული ფილმია გამოყენებული “მარტო სახლში 2”-შიც.

7. რობერტ დე ნირომ უარი თქვა ფილმში ჰარის როლის თამაშზე (არა და მგონი კარგი იქნებოდა)

8. დიქტოფონი Talkboy, რომელსაც კევინი იყენებს ფილმში, სინამდვილეში არ არსებობდა. მაგრამ ფილმის ფანების მოთხოვნით, მსგავსი მოდელი მალე გაჩნდა დახლებზე.

9. ამ სცენაში ჯო პეში თითზე კბენს კალკინს. თუმცა მან მართლა უკბინა თითზე და კალკინს ნაიარები დარჩა.

10. კრის კოლამბუსმა ზოგიერთ სცენაში ოჯახის წევრებიც გადაიღო. მისი მეუღლე მონიკა დევერო-კოლამბუსმა ითამაშა ბორტგამცილებლის როლი, რომელიც ატყობინებს კეიტს, რომ მათი სახლის ტელეფონი არ მუშაობს. მისმა სიმამრმა ითამაშა პოლიციელის როლი, რომელიც რაციით ითხოვს, რომ მაკ-კალისტერებმა კიდევ ერთხელ გადაითვალონ შვილები :)

11. ფილმის ოფიციალური ემბლემა, დაფუძნებულია ედვარდ მუნკის “კივილზე”

მაკ-კალესტერების სახლი მდებარეობს Lincoln Avenue 671 ნომერში, ჩიკაგოში, სოფელ ვინეტკაში. ფილმში ამ სახლის შიდა ინტერიერდან გამოიყენეს სამზარეულო, შესასვლელი მთავარი კიბით, სარდაფი და რამდენიმე ოთახი პირველ სართულზე. სასადილო ოთახი და სხვა დანარჩენი ოთახები დეკორაციები იყო.

ეკლესია, რომელშიც კევინი ხვდება მოხუც მარლის, ორი ვარიანტით იყო გადაღებული: გარედან – ეს იყო Grace Episcopal, 924 Lake Street, ილინოისში; ხოლო შიგნიდან – ჰივენ მიდელის სკოლა 2417 Prairie Avenue, ივანსტონში.

მორჩა კინო :boli:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close