უცნაური

5 დაწყევლილი ნაწარმოები

4eeb3c307800
ამ პოსტში ვისაუბრებთ 5 დაწყევლილ ნაწარმოებზე… ვისაც ეშინია არ შემოვიდეს :dabneuli:

სიმღერა “პირქუში კვირა”
1932 წელს, მეგობარ გოგონასთან განშორების შემდეგ, უნგრელმა რესო სერეზმა სიმღერა “პირქუში კვირა” დაწერა. ერთმა მუსიკალურმა კომპანიამ სიმღერა შეიძინა და რამდენიმე რადიომ ააჟღერა კიდეც. აქედან კი უბედურებები დაიწყო. ბერლინში ახალგაზრდა კაცმა რადიოში “პირქუში კვირა” შეუკვეთა. მოუსმინა და თავი მოიკლა. რომში ერთი ბიჭი ხიდიდან გადახტა. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ ჩამომხრჩვალი გოგონა იპოვა, რომელსაც პიანინოზე ამ სიმღერის ნოტები ედო. ნიუ-იორკში სიმღერის დასრულების შემდეგ ბიჭი ფანჯრიდან გადახტა. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ნამუშევრის რადიოთი გაჟღერება აკრალეს. სერეზმა მეგობარ გოგონასთან შერიგება გადაწყვიტა, მაგრამ შეყვარებული გარდაცვლილი იპოვა, გოგონას ხელში “პირქუში კვირის” ნოტები ეჭირა.

ფილმი “ეგზორცისტი”
ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი – ჯეკ მაკგოურანი, პრემიერის მთავარ გმირს – მაქს ზუდოვს ძმა მოუკვდა. ლინდა ბლერს (ქალის მთავარი როლის შემსრულებელი) ქალიშვილი ავარიაში მოყვა და გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. რეჟისორის მდივანი და ასისტენტი ქალები კი საგიჟეთში მოათავსეს.

ნახატი “წყლის შროშანები”
კლოდ მონეს “წყლის შროშანები” 100 წელია ხალხს შიშის ზარს სცემს, – მისი ყველა მფლობელი დაიწვა. პირველი ხანძარი მხატვრის სახელოსნოში, ტილოს დასრულების შემდეგ გაჩნდა. შემდეგ მონმარტრის კაბარე დაიწვა, სადაც “წყლის შროშანები” ეკიდა. ტილო მეცენატმა ოსკარ შმიტცმა შეიძინა. ერთი წლის შემდეგ მისი სახლი ფერფლად იქცა, მხოლოდ ნახატი გადარჩა. შემდეგ იგი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა შეიძინა, ხანძარი 4 თვის შემდეგ გაჩნდა და ტილოც სერიოზულად დაზიანდა.

ვაჰუკუ – ბავშვის კიმონო
XVII საუკუნეში ვაჰუკუსი (ბავშვის კიმონო) ყველას ეშონოდა. იგი პატარა გოგონასთვის შეკერეს, მაგრამ გოგონა მოულოდნელად გარდაიცვალა. ვაჰუკუ გააჩუქეს. შემდეგი მსხვერპლი მელიამ დაგლიჯა. მესამე გოგონა მეხმა განგმირა (რა საშინელებააა !!!). ამ ფაქტის შემდეგ იაპონელმა მღვდელმა კიმონოს ცეცხლი წაუკიდა, მთელი ქალაქი ალმა მოიცვა. ტოკიოს 3/4 დაიწვა, აგრეთვე – სამასი ტაძარი, ხუთასი სასახლე და 9 ათასი სავაჭრო ცენტრი; 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

ტუტანხამონის თილისმა

2005 წელს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ქალბატონმა ტუტანხამონის აკლდამიდან მოპარული სკარაბეუსის თილისმა ეგვიპტეში დააბრუნა. სკარაბეუსი 1922 წელს მოიპარეს. მისი პირველი მფლობელი მეზღვაური იყო. მისი გემი ჩაიძირა და თავადაც დაიღუპა. მისი ქალიშვილი 21 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა. მომდევნო მფლობელის ქალიშვილიც 21 წლის ასაკში ლეიკემიით დაიღუპა. მამამისიც ტრაგიკულად აღესრულა. ამის შემდეგ ქალმა თილისმა ეგვიპტეში დააბრუნა.

წყარო: ჟურნალი “გზა”

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button