გართობაკულტურაუცნაური

რესტორანი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“

034c97b44f72
სტუდიამ „ფანტასტიკური დიზაინის ნამუშევრები Co –(„Fantastic Design Works Co.) მიმართა ლუის კეროლის (ჩარლზ ლუდვიჯ დოჯსონი) ზღაპარს „ ალისას თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში“, რომ ტოკიოში დაემშვენებინა რესტორანი ალისას ფოტოებით.
სტუდია გონებამახვილურად და მოხერხებულად მიუდგა ამ ზღაპრის სხვადასხვა ელემენტებს, რესტორანის დეკორატიულ ხელოვნებას და შექმნა უნიკალური ატმოსფერო სტუმრებისათვის.

9a74cd6b3b53
ამ ზღაპრის ავტორი -დოქტორ დოჯსონი ინგლისელი მმწერალია, იგი ოქსფორდის უნივერსიტეტის მატემატიკის პროფესორი იყო და სამწუხაროდ ავტორს უძილობა აწუხებდა. ღამღამობიტ, დროს გასაყვანად, ალგებრულ და გეომეტრიულ თავსატეხებს იგონებდა და სიბნელეში ხსნიდა. მოგვიანებით გამოაქვეყნა კიდეც ეს თავსატეხები სათაურით: “ უძილო საათებში მოგონილი შუაღამის ამოცანები”.
„ალისას“ ავტორს თეატრი ძალიან უყვარდა და აინტერესებდა შექსპირის ტრაგედიებიც, მუსიკალური კომედიებიც, პანტომიმიც. პირადად ადევნებდა თვალყურს მისი ზღაპრების სცენაზე დადგმას, თეატრისა და სცენის კანონების ცოდნას ამჟღავნებდა.

e0b3e62fd24a
ახალგაზრდობაში მხატვრობაზე ოცნებობდა. ბევრს ხატავდა ფანქრიტაც, ნახშირით და საკუთარი ზღაპრების ილუსტრაციებს აკეთებდა. ნახატების სერია “თაიმსის” იუმორისტულ დამატებაშიც კი გაგზავნა, მაგრამ რედაქციამ ნახატები დაუწუნა. ამის შემდეგ დოჯსონი ფოტოგრაფიით დაინტერესდა და გასაოცარ დონეს მიაღწია. სპეციალისტთა აზრით, კეროლი XIX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი იყო.
ავტორს ძალიან უყვარდა ბავშვები, თუკი მოზრდილებთან შებოჭილი და მორცხვი იყო და ენა ებმებოდა ბავშვების გარემოცვაში უსაზღვროდ ლაღი და მხიარული ხდებოდა. ბავშვებთან ბევრს ლაპარაკობდა, საინტერესო ამბებს უყვებოდა.
ბავშვებთან ერთად ხშირად სეირნობდა, დაჰყავდა ისინი თეატრში, იწვევდა სტუმრად და სპეციალურად მატთვის მოგონილი საინტერესო მოთხრობებით ართობდა.

2945d1f1f2ff
“ალისა საოცრებათა ქვეყანაში” თურმე ასე დაიბადა: კეროლი მდინარეზე ნავით სეირნობდა მისი მეგობრის, ოქსფორდის კოლეჯის რექტორის ორ შვილთან ერთად. ბავშვების გასართობად მან დაიწყო ალისას თავგადასავლის მოყოლა (ასე ერქვა ერთ-ერთ გოგონას). შემდეგ გოგონები ყოველ შეხვედრაზე სთხოვდნენ კეროლს, გაეგრძელებინა ალისას შესახებ თხრობა. შემდეგ ნამდვილმა ალისამ სთხოვა, რომ ალისას ზღაპარი მისთვის ჩაეწერა.
9c7849b94407
საინტერესოა, თუ რატომ მოსწონს კეროლს ეს წიგნი:
ამ შეკითხაზე მან ასე უპასუხა:
რატომ მომწონს?
სასაცილოა და იმიტომ. ყველა გმირი სასაცილოა, ბრაზიანებიც კი;
სევდიანია და იმიტომ. კარგად ჩანს, როგორ მიფრინავს დრო;
საშიშია და იმიტომ. ჩანს, რომ ცხოვრებაში ურჩხულები და ბოროტი ჯადოქრები კი არაა საშიში, არამედ მშიშარა და გულგრილი ბაჭია, ბრძნულად მოაზროვნე გულგრილი მარტის კურდღელი, მკაცრი და გულგრილი დედოფალი; საშიშია ყველა, ვისთვისაც ყველაფერი სულერთია, საკუთარი თავის გარდა.
კეთილია და იმიტომ. კეთილად მთავრდება. ჭკვიანი, კეთილი, გაბედული, საინტერესო და სასაცილო ალისა იმარჯვებს. ჭკუა და სიკეთე იმარჯვებს.

fc81b8d08507
ასე რომ, “ალისა” მარტო საბავშვო წიგნი არაა. უფრო სადიდოა, ჩემი აზრით. ამიტომაც ლოგიკის სპეციალისტები, მათემატიკოსები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები ამ წიგნში მდიდარ მასალას პოულობენ მეცნიერული განსჯისათვის.
აი რატომ აირჩიეს ამ რესტორანისათვის სახელწოდება „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“…

3f06cb9982c0

20a5a4609632
888aca5bbd7d
2f143c373fa0
2d6e324729a1
9ea0eaf21dbf
3da14ccdebfa
c85c5454a968
af0dd08342cb
475fa9998ec1
9df10e6daff8

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button