სწრაფი სესხი

ყველაზე საჭირო და საინტერესო საიტები


არსებობს ბევრი საიტი,რომლის შესახებაც ჯერ არაფერი გსმენიათ, პოსტში იხილავთ საუკეთესოებს

1. screenr.com – ეს თვითერის აქტიურ მომხმარებლებს გამოადგებათ, ძალიან ადვილად შეგიძლიათ გადაუღოთ ვიდეო თქვენს დესკტოპს, ამისთვის არანაირი პროგრამა არ დაგჭირდებათ, ასევე არც ეს ვიდეო დაიკავებს ადგილს თქვენს კომპიუტერში, ის იმავე საიტზე დარჩება და ავტომატურად მოგენიჭებათ მოკლე url ბმული, შემდეგ ერთ კლავიშზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ თვითერზე ამის გამოქვეყნება.

2. goo.gl – არის შემთხვევები,როდესაც რაიმე საიტზე ხართ შესული და ბმული საკმაოდ გრძელია,თქვენ კი გსურთ,რომ ეს ლინკი მარტივად დაიმახსოვროთ, ან კიდევ ჩააწერინოთ მეგობარს, ამისათვის არსებობს ლინკის შესამოკლებელი საიტი, ჩაწერთ მისამართს და ეს უცებ დააპატარავებს.

3. localti.me – გინდათ გაიგოთ თუ რომელი საათია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში? ამ საიტზე არამარტო დროს, არამედ ამინდსაც და კიდევ ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობ.

4. copypastecharacter.com – აქ იპოვნი ისეთ ნიშნებს, რომელიც შენს კლავიატურაზე არაა, შეგიძლია გაიფორმო ნიკი ან გამოიყენო სურვილისამებრ.

5. www.woorank.com – თუ თქვენ გაინტერესებთ რომელიმე საიტის შესახებ ინფორმაცია, უფრო ზუსტად კი მისი ანალიზური მონაცემები, მაშინ აქ უნდა შებრძანდეთ.

6. www.virustotal.com – ამ საიტის მეშვეობით დაადგენთ ვირუსიანი არის თუ არა თქვენს კომპიუტერში მყოფი რომელიმე ფაილი, ან თუნდაც თქვენთვის საინტერესო საიტი. ამის დასადგენად შებრძანდებით საიტზე (რომელიც მითითებულია ლურჯად) ატვირთავთ ფაილს და დააკლიკავთ send file-ს, ამის მერე უკვე დაიწერება მართლაც დავირუსებულია თუ არა ეს ფაილი. თუ რომელიმე კონკრეტულ საიტზე გაინტერესებთ ვირუსებს აიკიდებთ თუ არა იქ შესვლით, დააკლიკავთ submit a url და ჩაწერთ საეჭვო საიტის მისამართს, დანარჩენს დაინახავთ.

7. joliprint.com – აქ შეხვალ, ჩაწერ რაიმე საიტის მისამართს და დააკლიკავ ენთერს, უცებ pdf ფორმატში გადაიყვანს და ჩვეულებრივად ჩაიწერ კომპიუტერში. თუ რაიმე სტატიას მიაგენი, უცებ ჩაწერ ამ საიტზე ლინკს და კომპიუტერში შეინახავ pdf ფორმატში, თუ ვინიცობაა ინტერნეტი არ გექნა, დაჯდები და მშვიდად წაიკითხავ.

8. e.ggtimer.com – ტაიმერის დასაყენებლადაა ეს საიტი. თუ რამე საქმეში ხართ გართული და გჭირდებათ ვინმე,რომ შეგახსენოთ ვთქვათ ნახევარ საათში გასაკეთებელი საქმე, ჩაწერთ ამ საიტზე 30 minutes და დააკლიკავთ Go-ს, 30 წუთის გასვლის შემდეგ დაიწრიპინებს : ))

9. viewer.zoho.com – როდესაც მოგინდებათ რაიმე დოკუმენტის ჩვენება ინტერნეტის საშუალებით ვინმესთვის და გეზარებათ სადმე ატვირთვა და ლოდინი, მარტივად შეგიძლიათ ამ საიტზე შეიაროთ, უცებ აირჩიოთ თქვენი ფაილი და სწრაფად ატვირთოთ აქ და ლინკი გადაუგზავნოთ იმ მეგობარს.

10. scr.im – თუ გიწევთ ხოლმე საკუთარი მეილის გამოცხადება ინტერნეტში ფორუმებზე, ბლოგებზე თუ სხვა საიტებზე, ალბათ ხშირად გამხდარხართ სპამერების მსხვერპლი. ეს რომ თავიდან აიცილოთ ამიტომაც არსებობს ეს საიტი, ჩაწეღ თქვენს მეილს და მოგენიჭებათ მისამართი ბმულის სახით და იმ ბმულს გაავრცელებთ მეილის მაგივრად, ამ საშუალებით მხოლოდ რეალური ადამიანები შეძლებენ მოწერას და არა სპამერები.

11. www.fontsquirrel.com – ფონტების დიდი არჩევანი.

12. regex.info/exif.cgi – ეს საიტი ძალიან მომწონს, ზოგჯერ არის დრო,როცა დაგაინტერესებს,თუ რომელ დღეს გადაიღე ესა თუ ის სურათი, მაგრამ რა თქმა უნდა არ გახსოვს ის დღე, ხოდა აიღებ და ატვირთავ ამ საიტზე, ეს კი გიჩვენებს დღესაც და საათსაც : ))

13. www.wetransfer.com – მეგობრისთვის გინდათ დიდი ზომის ფაილის(მაგალითად 1-დან 2 გეგაბაიტამდე) გადაგზავნა,მაგრამ ატვირთვას დიდი დრო მოუნდება იცით, ხოდა ამ საიტზე რეგისტრაციის გარეშე 2 მეგაბაიტამდე ფაილი შეგიძლიათ მეილზე გადაუგზავნოთ ვისაც გნებავთ.

14. www.polishmywriting.com – ეს დაგეხმარებათ ინგლისურის შემსწავლელებს, ტექსტში აღმოაჩენს შეცდომებს, როგორც ორთოგრაფიულს, ასევე გრამატიკულს.

15. http://typewith.me/ – იმუშავეთ ერთ დოკუმენტზე სხვებთან ერთად (კურსელებთან, ჯგუფელებთან, თანამშრომლებთან)

16. gtmetrix.com – ვისაც საიტი აქვს იმას გამოადგება.

17. imo.im – MSN YahooAIM / ICQ Google Talk MySpace Skype Facebook Jabber – ისაუბრე მეგობრებთან სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ ერთ ადგილზე.

18. www.youtube.com/leanback – ისიამოვნეთ იუთუბის ვიდეოების მთლიან ეკრანზე უწყვეტი ტრანსლაციით.

19. www.similarsites.com – თუ განსაკუთრებით მოგწონთ რომელიმე საიტი, შეგიძლიათ აქ ნახოთ და აღმოაჩინოთ მისი მსგავსი საიტები.

20. www.wordle.net აქ რომ შეხვალთ უნდა დააკლიკოთ Create-ს, შემდეგ ჩაწეროთ რაიმე ტექსტი და შექმნით ლამაზ სურათებს ამ წარწერით.

21. faxzero.com – ონლაინით ფაქსის გაგზავნა უფასოდ.

22. privnote.com – თქვენ დაწერთ წერილს, მოგეცემათ ლინკი, ამ ლინკს გადაუგზავნით მეილით ვინმეს, როგორც კი წაიკითხავს ეს წერილი წაიშლება, ანუ იმ ლინკზე რომ შეხვიდეთ არც არაფერი დაგხვდებათ. ეს იმ შემთხვევისთვისაა, როცა რაღაცის მიწერა გინდათ, მაგრამ არ გინდათ,რომ კომპრომატად დარჩეს იმას წერილებში : )))

23. http://www.chipin.com/ – ადვილი გზა ინტერნეტით ფულის ასაკრეფად (შესაგროვებლად).

24. www.downforeveryoneorjustme.com – ზოგჯერ გაინტერესებთ ხოლმე ესა თუ ის საიტი მხოლოდ თქვენთანაა გათიშული თუ ყველასთან? ჰოდა ეს საიტი მისწრებაა პირდაპირ : )

25. www.whoishostingthis.com – აღმოაჩინე ვის ჰოსტინგზე იმყოფება ესა თუ ის საიტი.

26. www.urbandictionary.com – მოძებნე და იპოვნე სლენგური სიტყვების განმარტება.

27. www.seatguru.com – სანამ სადმე გაემგზავრებოდეთ, ეს საიტი გამოიყენეთ.

28. vocaroo.com – ხმის მარტივი ჩამწერი

29. http://www.aviary.com/tools/myna – გაუკეთეთ სასურველი სიმღერის რემიქსი.

30. http://www.namemytune.com/nmt.asp – როდესაც გაინტერესებს რა ჰქვია იმ სიმღერას,რომელიც კომპიუტერში გაქვს ან უბრალოდ მელოდია იცი და წამღერება შეგიძლია.

31. https://www.whisperbot.com/send/ – გააგზავნე იმეილით წერილი, საკუთარი მეილის გამოყენების გარეშე, ანონიმურივით იქნება : )

…………………………………………………………………………………………………………………..


ავტორი: ირი_ლეკვეიშვილი

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE