არქივი

იყავი მართალი საკუთარ თავთან

e157abe5fb8c
ეს ის გამონათქვამებია რომლებიც წინა პოსტში არ მოხვედრილა :)

“ჩვენს კონფორმისტულ ეპოქაში სიმამაცის გამოხატულება საკუთარი რწმენის ერთგულებაა–არა ბრმად და ჯიუტად (ეს ხომ უფრო თავის დაცვას ჰგავს და არა სიმამაცეს), არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ასე გჯერა.” (როლო მეი)

”ჩვენი სამყარო გაკვალული გზის,მარტივი პასუხის,იოლი გამოსავლის ძიებაშია; აი, სიმართლის მთქმელს კი ცხელნიც შეკაზმული უნდა ჰყავდეს.. ” (ჰემ ბრაუნი)

”მუდამ ეცადე,გონება ისე მომართო,მთელი სისავსით შეიგრძნო სიცოცხლე –მაშინ იმასაც გაიგონებ,როგორ გკარნახობს შინაგანი ხმა: ” აი ესა ვარ!” თუ ამასაც შეძლებ, მაშინ უკანაც ნუღა დაიხევ.” (უილიამ ჯეიმზი)

“ის, რაც ნაღდია, არც იცვლება: ღესაც ძველებურად ფასობს სიმართლე და გულწრფელობა,თავგადადებული შრომა,მცირედით გახარების უნდარი და გაჭირვებაში მხნეობის შენარღუნება.” (ლორა უაილდერი)

”წინასწარ ვერ იტყვი,რა შედეგი მოჰყვეს შენს ქმედებას, მაგრამ თუ არ იმოქმედე, ვერც ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევ!” (მაჰათმა განდი )

”ჭეშმარიტ კმაყოფილებას მხოლოდ მუდმივი შინაგანი სრულყოფილება განგვაცდევინებს-როცა ვიგრძნობთ, რომ ვხვდებით უფრო სამართლიანნი,გულწრფელნი,სულგრძელნი,მდაბალნი,კეთილნ,ადამიანურნი..და ყოველივე ამას მივაღწევთ,თუ ყოველდღიურ საქმეს დავახარჯავთ ჩვენს ძალასა და უნარს.” (ჯეიმზ კლარკი)

“გააკეთე ის, რაც გწამს და იწამე ის, რასაც აკეთებ-სხვა დანარჩენი ძალისა და დროის ფუჭი ხარჯვაა.” (ნიზარგადატა)

” გონიერი მსაჯულის,მიუკეროებელი შუამავლის,ალალ-მართალი კაცის სახელი უკვე თავისთავად სიმდიდრეა.” ( ჰენრი ბიჩერი)

“წარმატებისთვის მიუღწევია იმას, ვისაც მართლად უცხოვრია,გულით უცინია და ხშირად ჰყვარებია;ვისაც კეთილი ხალხის აღტაცებითა და სიყვარულით უსარგებლია; საკუთარი ადგილი უპოვია და საკუთარი კალო გაულეწავს; ვისაც წასვლისას დახვედრილზე ოდნავ უკეთესი სამყარო დაუტოვებია.. “(ბესი ე. სტენლი)

” თუკი გგონია,ისეთი პატარა ხარ,ვერავის ავნებ-სცადე და ლოგინში კოღო ჩაიწვინე” (ანიტა როდიკი)

“ვიდრე  მხატვარი ტილოზე პირველ ნახატს გააკეთებდეს, გონებაში  უკვე დასრულებულ ნახატს ხედავს.  … იმის ადგილას, შენ რომ  საკუთარი თავის  დახატვა  მოგნდომებოდა, რას დაინახავდი?…  დანახული ხელში ფუნჯის აღებად თუ ეღირებოდა?” (ტომას დრეიერი)

” სიტყვას არასოდეს გატეხო-ცხოვრებში ყველა სადარდებელი მაგას მოსდევს ხოლმე.. (ლივანანდა)

” რა გეზიც არ უნდ აირჩიო, მუდამ  გამოჩნდება ვიღაც, ვინც გეტყვის მცდარ  გზას  ადგახარო;  მუდამ  გამოჩნდება   იმგვარი სირთულე რაც დაგაეჭვებს – იქნებ ის ვიღაც მართალი იყოო…   გეზის არჩევას და მის მიყოლას გვარიანი სიმამაცე სჭირდება.” (რალფ ემერსონი)

“სიმართლე შაქარყინულს ჰგავს : რაც უფრო მეტ ხანს გიდევს  ენაზე, მით უფრო ტკბება.” (მალაიზიური ანდაზა)

“ყელზე შებმულ მარგალიტების ასხმას დილაობით მაგიდაზე დახვედრილი ვარდი მირჩევნია.”(ემა გოლდმენი)

“სამარადისოდ მხოლოდ გაღებულ სიყვარულსინარჩუნებ.” ( ელბერტ ჰაბარდი)

“მნიშვენოლა იმას კი არ აქვს, რასაც ხანდახან ჩაიდენ ხოლმე, არამედ იმას,რასაც ყოველდღე ჯიუტად შვრები.” ( ჯენი კრეიგი)

” ამქვენყნად რაც საუკეთესოა, ვერც იხილავ, ვერც შეეხები; მხოლოდ გულით შეიგრძნობ.” (ჰელენ კელერი)

” თუ დასახული მიზანი სწორადაა აღებული და მოახერხებ თანდათან მაინც მოუახლოვდე-ესაა სწორედ ერთი დიდი დაიდუმლო, რაც ცხოვრებას საზრისს ანიჭებს.” ( ჰერბერტ კასონი)

სულ ეს იყო :) ალბათ მოგეწონათ :kiss:

likoliko

me miyvars www.UCNAURI.com (tan zdalian :D )

მსგავსი ამბები

Back to top button