გართობა

ამბავი მიხეილ სააკაშვილის ორიგინალური საათისა :D

927a62d22725

აბა ყველანი სრულიადში :D

რუსული ინტერნეტმედიის ყურადღების ცენტრში კვლავ საქართველოს პრეზიდენტი მოექცა. ამჯერად ბატონი სააკაშვილის საათი გახდა მათი ექიდნური გამოხტომების მიზანი.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბატონ პრეზიდენტს ერთ-ერთი უცხოური ჟურნალისტისთვის (რუსული მედიის მონაცემებით ეს გახლავთ Independent-ის რეპორტიორი შონ უოლკერი) უჩვენებია უნისექსის სტილის Swatch-ის მაჯის საათი (bunnysutra) სკარბეზული ნახატებით, რომელსაც თურმე მას შემდეგ ატარებს, რაც მის რეზიდენციაში ოპოზიციამ კურდღლები შეუყარა. მიხეილ სააკაშვილის კომენტარის თანახმად კურდღელი ძალიან საყვარელი არსებები ყოფილან. რუსების თქმით კორესპონდენტის გაოცება საათზე დახატულმა ნახატებმა გამოიწვია. ჩვენ მოვიძიეთ ეს საათი ინტერნეტში და გთავაზობთ მის ფოტოს, თუმცა ვერაფრით დაგიდასტურებთ, მართლა ატარებს ასეთ საათს მიხეილ სააკაშვილი თუ ეს ამბავი რუსი ჟურნალისტების მონაგონია.

P.S. კამასუტრას პოზების ამსახველი სურათებით გაფორმებული ეს საათი სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებში სხვადასხვა ფასად (საშუალოდ 200 აშშ დოლარად) იყიდება, თუმცა amazon.com-ზე 250 დოლარს აფასებენ. თვით ”სვოჩის” საიტზე კი სეილშია მოყოლილი და 70 დოლარადაც შეიძლება იშოვოთ. ფაქტია რომ ასეთი რეკლამა დიდი ხანია არც ერთი საათისთვის საქართველოში არ გაუკეთებიათ (ზურაბ ჭიაბერაშვილის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით). იმედია უნებლიე ”სარეკლამო კამპანია” ეფექტური იქნება და კომპანია ”სვოჩს” დაეხმარება კრიზისის დაძლევაში.

მომზადებულია the Washington Times-ისა და რუსული ინტერნეტ მედიის მიხედვით

Janikokoko

Im fuckin' noob :*

მსგავსი ამბები

Back to top button