არქივი

იცოდით რომ …(ნაწილი I )

1838b134f35c

შეამოწმეთ თქვენი ერუდიცია ანუ საინტერესო ფაქტების კრებული ..

1.პირველი ნამდვილი ფრინველი გაჩნდა 150 მილიონი წლის წინათ იურულ პერიდში და მას არქეოპტერიქსი უწოდეს,რაც „უძველეს ფრინველს“ ნიშნავს.
2.ჩვენი პლანეტა თავისი არსებობის მანძილზე რამდენჯერმე ყინულის სქელმა ფენამ დაფარა.უკანასკნელი გამყინვარება 100 000 წლის წინ დაიწყო და 10 000 წლის წინ დასრულდა.
3.პირველი ცხენისნაირები დაახლ.50 მლნ წლის წინ გაჩდნენ.მაგრამ ისინი მომცრო ძაღლისოდენები იყვნენ. დაახლ.5 მილიონი წლის წინ გაჩნდა ჩრდ.ამერიკაში ექვუსი – თანამედროვე ცხენი.

967cdbc604b9

4.თანამედროვე ადამიანის წინაპარი ჰომო საპიენს საპიენსი გაჩნდა 150 000 წლის წინათ.
5.დღემდე აღმოჩენილ ქალაქებს შორის ყველაზე ძველია იერიქონი,ხოლო ყველაზე დიდი ჩათალ ჰუიუქი,სადაც 6 000 ადამაინი ცხოვრობდა.
6.მსოფლიოში პირველი იმპერია შექმნა სარგონ აქადელმა.ის აქადის მეფე იყო,ხოლო შემდეგ თავისი უზარმაზარი არმიით მთელი შუმერი დაიპყრო.მისმა იმპერიამ 200 წელი იარსება,შემდეგ კი ის გუთიების ტომმა გაანადგურა.

89c01a0e78f2

7.მსოფლიოში პირველი პირამიდა აიგო ფარაონ ჯოსერისათვის -საკარის კიბისებრი პირამიდა,ის უდიდესმა არქიტექტორმა იმჰოტეპმა ააგო.

f90f44415d39

8.არმაზის კერპს ქართველები მსხვერპლად ბავშვებს სწირავდნენ.ეს წესი მესამე საუკუნეში მეფე რევ მართალმა აკრძალა.
9.ბაბილონის მეფემ ჰამურაბიმ დაახლოებით ძვ.წ.XVII საუკუნეში პირველად შექმნა დაწერილ კანონთა კრებული.
10.ინგლისის პარლამენტი უძველესია(XIII ს) ხოლო თავად ინგლისი ერთადერთი ძლიერი ქვეყანა მსოფლიოში,რომელსაც არასდროს არ ჰქონია წერილობითი კონსტიტუცია.
11.როცა ურარტუს სახელმწიფო გაანადგურა მიდიამ,მათი ნაწილი ქართველურ ტომებთან დასახლდა და მათ შეერწყა(ჩვენში ურარტული სისხლიც ყოფილა : ) მათ ჩვენს კულტურაზე და ენაზე გარკვეული გავლენა მოახდინეს. მაგალითად ყირამალა,ყირა ურარტულად მიწას ნიშნავს,ანუ თავით მიწისკენ.შარიშან ურარტულად წინა წელს ნიშნავს.
12.სიტყვა მედიცინა ინგლისურად medicine არც მეტი არც ნაკლები ლეგენდარული კოლხი მედეადან მოდის.
13.ფინიკიელები ძველი მსოფლიოს უმდიდრესი ვაჭრები იყვნენ,მათ დაარსეს არაერთი ძლიერი კოლონია მათ შორის კართაგენი,რომელიც რომმა გაანადგურა 146 წელს.მათ ძველ სამყაროში პირველად შემოუარეს გარს აფრიკას,ვასკო და გამაზე გაცილებით ადრე.ისინი მოლუსკებისაგან ძვირადღირებულ მეწამულ საღებავს ამზადებდნენ,სწორედ ამიტომ ეწოდათ მათ ფინიკიელები,რაც ბერძნულად მეწამულ ადამიანებს ნიშნავს.
14.ლეგენდარული აქილევსის-ტროას ომის გმირის რისხვაზე,რომელმაც კინაღამ შეცვალა ომის ბედი, დამყარებულია ჰომეროსის ილიადა.ილიონს ძველი ბერძნები ტროას უწოდებდნენ,საიდანაც მომდინარეობს პოემის სახელი.

d84eba0f47ec

15.ქრონოსი ბერძნული სიტყვაა და ქართულად დროს ნიშნავს.სწორედ აქედან მოდის ქრონოლოგია.
16.როცა ჰერა,ათენა და აფროდიტე პელევსისა და თეტისის ქორწილზე იმყოფებოდნენ,აღმოჩნდა რომ მაცნე ჰერმესს განხეთქილების ქალღმერთ ერისის გარდა ყველა მოეწვია.ისიც დაუპატიჟებლად გამოჩნდა,სუფრაზე ოქროს ვაშლი გააგორა და თქვა „უმშვენიერესს“.ჰერას,ათენასა და აფროდიტეს შორის დავა ატყდა. გადაწყვეტილება ტროას მეფის ძეს პარისს უნდა მიეღო.აფროდიტემ მას უთხრა მენელაოსის სასახლეში ცხოვრობს ამქვეყნად უმშვენიერესი ქალი ელენე,შენი იქნება.პარისმაც მას მიაკუთვნა ოქროს ვაშლი.აფროდიტე კი დაეხმარა უფლისწულს ელენეს მოტაცებაში,რის შედეგადაც დაიწყო ცნობილი ტროას ომი,რომელმაც 10 წელს გასტანა და ტროას განადგურებით დასრულდა.

86828c088c8c

17.მსოფლიოში პირველი ლეგალური „ბორდელი“პერიკლეს დროს გაჩნდა ათენში(ძვ.წ. V ს)
18.როცა უმცირესობა ბატონობს უმრავლესობაზე ასეთ მმართველობას ოლიგარქია ეწოდება.
19.ეგვიპტის ფარაონმა ამენხოტეპ IV-მ ძველ ეგვიპტეში პირველად ერთღმერთიანობა დაამკვიდრა და მზის ღმერთად ამონის ნაცხლად ატონი აღიარა.ის იყო მეუღლე სილამაზის დედოფლის-ცნობილი ნეფერტიტის.

fe06d9e21854

20.ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე გვამცნობს რომ ბერძენ სპარსელთა ომებში ქართველური ტომებიც მონაწილეობდნენ სპარსელთა მხარეს.(სალამინის ბრძოლა) ერთერთი ბრძოლის დროს ქსერქსემ სპარტელებს შეუთვალა „ჩვენი ისრები და სატყორცნი შუბები მზეს დააბნელებენ.სპარტელთა პასუხი – „ მერე რა ჩვენ ჩრდილშიც ვიბრძოლებთ.“
21.მარათონის ბრძოლაში ბერძნებმა გაიმარჯვეს სპარსელებზე.მაცნემ 42 კმ ირბინა,რათა ათენში ეს სასიხარულო ამბავი ჩაეტანა.დანიშნულების ადგილზე მისცლისთანავე ის უსულოდ დაეცა.სწორედ ამ მოვლენის სახელს ატარებს თანამედროვე მართონული სირბილი 45 კმ და 195მ.
22.ოხლოკრატია- ბრბოს ბატონობა.
23.ალექსანდრე მაკედონელი(მიყვარს : ) გამოცემით სწორედ იმ ღამეს დაიბადა (356 წელი) როცა ჰეროსტრატემ არტემისის ტაძარი გადაწვა ,რათა ისტორიაში შესულიყო.
24.ალექსანდრეს სურდა „დედამიწის მფლობელი გამხდარიყო“,და როცა მამამისი ფილიპე II დაპყრობით ომებს აწარმოებდა ის წუხდა რომ მას დასაპყრობი აღარაფერი დარჩებოდა.
25.ალექსანდრე მაკედონელის მასწავლებელი იყო ცნობილი ფილოსოფოსი არისტოტელე.
26.სპარსეთის დაპყრობისას ალექსანდრეს დარიოს III-მ მას თავისი სამეფოს ნახევარი შესთავაზა.ალექსანდრემ მიუგო: „ არ შეიძლება ცაზე ორი მზე ანათებდეს.დამმორჩილდი ან შემებრძოლე“ გადამწყვეტი ბრძოლის დროს დარიოსმა ისევ შესთავაზა მას სპარსეთის ნახევარი.ალექსანდრემ უპასუხა: „ შენ მე მთავაზობ მას,რაც შენ უკვე აგარ გეკუთვნის.“ (საყვარელი : )
27.ალექსანდრემ 70 ქალაქს ერთი სახელი ალექსანდრია უწოდა.მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ეგვიპტის ალექსანდრია იყო სადაც მდებარეობდა „მუზების ტაძარი“-მუსეონი.აქ გამოჩენილი ფილოსოფოსები მოღვაწეობდნენ.სწორედ აქედან მოდის სიტყვა მუზეუმი.

c69cdfd7538f

28.ძველი საბერძნეთის ერთერთი გმირი აკადემოსი დაკრძალული იყო ათენის კედლებს მიღმა.ამ ადგილს ბერძნები გმირის სახელის მიხედვით აკადემიას უწოდებდნენ.სწორედ აქ უკითხავდა ლექციებს თავის მოწაფეებს ცნობილი ფილოსოფოსი პლატონი ძვ.წ IV საუკუნეში.ამ ადგილების მიხედვით მის სკოლას აკადემია ეწოდა,რაც თანამედროვე ენაშიც დამკვიდრდა.
29.ამალთეა ერქვა თხას,რომელმაც ზევსი გამოკვება თავისი რძით კუნძულ კრეტაზე,სადაც ის დედა-რეამ გადამალა,რათა მამა კრონოსს არ შეეჭამა.

0a6e2f135ca5

30.გეოგრაფუილ აღმოჩენათა ეპოქაში,მოგზაურები მეომარ ქალთა ამაზონთა სამეფოს ეძებდნენ სამხრეთ ამერიკაში.სწორედ აქედან მოდის მსოფლიოში სიგრძით მეორე მდინარის – ამაზონის სახელი.

754d7d0c1cfa

31.როცა ძველი ბერძენი ფილოსოფოსი სოკრატე დააპატიმრეს მან თქვა: „ მე ბრალად მედება,რომ ახალგაზრდებს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობას ვუნერგავ.ეს არ არის მართალი! მე მათ მხოლოდ ვეუბნები თუ არსებული კანონები არ მოგწონთ ახალი შემოიღეთ,მაგრამ მათ შემოღებამდე არსებულს უნდა დაემორჩილოთ.მე მიმაჩნია რომ დამნაშავე არ ვარ !

წყარო: მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია,მითოლოგიური ენციკლოპედია და მე : )

მსგავსი ამბები

Back to top button