TECH & მეცნიერებაგართობა

დეგა

21b46fe2ae1f
მოკლე ინფორმაცია დეგას შესახებ…

მე19-ე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ერთ-ერთი თვითმყოფადი მხატვარი,რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა იმპრესიონიზმსა და ავანგარდული მიმდინარეობის განვითარებაზე,რამაც მე20-ე საუკუნე ყირამალა დააყენა,ედგარ დეგა გახლდათ.ბანკირთა დიდი ოჯახიდან გამოსული დეგას მოწოდება ფინანსები კი არა,ფერები,ხაზები,პერსპექტივა,მოცულობა,ნახატი და პლასტიკური
ექსპერიმენტები იყო. ოჯახის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად,მან უარი განაცხადა ოფიციალურ სალონებსა და აკადემიებზე,სამაგიეროდ,ბოჰემურათების ხშირი სტუმარი გახდა,სადაც მომავალი სურათების პერსონაჯებს ეცნობოდა. როცა მის ცხოვრებაშიდიდი ადგილი დაიკავა ოპერისა და ბალეტის დიდმა სამყარომ, მხოლოდ ლოჟიდან დანახულს არ დასჯერდა და კულისებში გადაინაცვლა, სადაც უკეთ ჩანდა ის მომქანცველი შრომა, რუტინა და იმედგაცრუება,რაც უფაქიზესი არაბესკების მიღმა იმალებოდა.

“სამრეცხაოები,სადაც ქლორის,ოფლისა და დაუთოებული თეთრეულის სუნი ტრიალებს,მხატვრის ღრმა შთაგონების წყაროა. თუ შესაძლებელია,ის საგანგებოდაც კი ააშკარავებს ამ სამუშაოს სისაძაგლეს.იგი ლიტრობით ღვინოს ათავსებს ამ ქალების წინ,რომელბიც ისე ამთქნარებენ, თითქოს ყბა უნდა ჩამოუვარდეთო.” – გუსტავ კოკოი (ხელოვნებათმცოდნე).

“დღესდღეობით ეს კაცი ჩასწვდა ყველაზე უკეთ ამ ცხოვრების სულს თანამედროვე ცხოვრების სარკეში”. -ედმონ დე გონკური

“ჭეშმარიტი მხატვარი ის იქნება, ვინც თანამედროვე ცხოვრებიდან ეპიკურ ასპექტს გამოყოფს და ჯერ დაგვანახვებს,შემდეგ კი მიგვახვედრებს,რამდენად დიადები და პოეტურები ვართ ჩვენი ბაფთიანი ჰალსტუხებითა და ლაქის ფეხსაცმელებით”-შარლ ბოდლერი

“მწერლის მსგავსად,რომელისაც სურს საბოლოო და ზუსტი ფორმა მისცეს თავის ნააზრევს,გაუთავებლად წერს და შლის,ასწორებს,ნელა მიიწევს წინ[…]დეგაც ასეთივეა.ის განუწყვეტლივ უბრუნდება თავის ნახატს,აღრმავებს,ამჭიდროვებს,ამდიდრებს ფურცლიდან ფურცლამდე,ასლიდან ასლამდე.”_პოლ ვალერი

ახლა კი მის შემოქმედებას შემოგთავაზებთ:

b3bb916d40df
ვარსკვლავი (ბალერინა სცენაზე)

21b46fe2ae1f
ავტოპორტრეტი

de35316a933f
ბელელების ოჯახი

f49754448ca7
მოყვარულთა დოღი

779f29ecf1be
ოპერის ორკესტრი

სულ ეს იყო. ;)

მსგავსი ამბები

Back to top button