არქივი

იყავი მართალი საკუთარ თავთან

15f07e79dbe6
ეს წიგნი ეკუთვნის ჰელენ ექსლს, აქ  მოყვანილი გამონათქვამები ჩვენს საქმიანობას, ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთიანობის,თანხმობის,სიკეთის,გულრწფელობისა და სიმტკიცის დამკვიდრევბას ეხმიანება. ისინი გვეხმარებიან და გვამხნევებენ-ვუერთგულოთ საკუთარ რქმენას, არ მოვერიდოთ თამამი ნაბიჯების გადადგმას და საკუთარი ღირსებებიც სრულიად გამოვავლინოთ.

“საკითარ თავს ნუ უღალატებ-ნურაფერზე დახურდავდები! ”

“ისეთი იყავ, როგორიც თავად სამყარო გინდა იხილო” ( მაჰათმა განდი)

” პრინციპები მარადიულია..” (უილიამ ჯენინგზ ბრაიანი)

“ურთიეთსიყვარულში წვრილმანსაც კი პეშვით გაწვდილ წყალლ თუ სულ მცირეოდენ სიკეთეს- მნიშვნელობა აქვს… მთავარი ის კი არაა, რას გავიღებთ-მთავარია,რაოდენ სიყვარულს ვაქსოვთ ამაში. ” ( დედა ტერეზა)

” შენი რწმენით ხარ ის, რაც ხარ.” (ოფრა უინფრი)

“ჩვენი უდიდესი და უდიადესი მიზანი სწორად ცხოვრებაა; ამასთან შედარებით სხვა ყველაფერი – ძალაუფლება,ქონება თუ აღმშენებლობაც კი- კაცმა რომ თქვას,უმნიშვნელო დანამატია” (მიშელ დე მონტენი)

”წარმატება ის კი არაა, რაც მოგიხვეჭავს ან სათავისოდ გამოგიყენებია-არამედ თუ რამ სხვათათვის გიქმნია” (დენი თომასი)

”სწორედ გულუბრყვილო იდეალისტი,ვინც ქარლ ატანს ხოლმე სიფრთხილეს, სამყაროსაც ცვლის და კაცობრიობასაც უნათებს გზას.. ” (ემა გოლდმანი)

” გჯეროდეს ადამიანის და ისიც გულწრფელი იქნება შენთან; სულგრძელად მოექეცი და ისიც საკუთარ დიდსულოვნებას დაგანახებს” ( რალფ უოლდო ემერსონი)

“თუ ნათელი მიზანი არ გამოძრავებს, ვერა გზა წარმატებამდე ვერ მიგიყვანს და ამ მიზანს ვერაფერი შეცვლის- წარმატებების მუდმივი წინაპირობაც სწორედ ისაა” (თეოდორ მანგერი)

” მთავარია საკუთარი გზა იპოვო, თუ არადა ვერც მიზანს ნიაღწევ.ეგაა და ეგ” (თინა თერნერი)

“გამარჯვებას კი არ ვესწრაფი, არამედ-სიმართლეს; წარმატებას კი არ დავეძებ, ოღონდ საკუთარი მოოდება გავამართლო” (აბრაამ ლინკოლნი)

” კეთილი სიტყვა ნდობას აჩენს, კეთილი აზრი-ძალმოსილებას, სიკეთის ქმნა- სიყვარულს” ( ლაო ძი)

” არა სიკეთე,უმცირესიც კი, შთება ამაოდ” (ეზოპე)

”საქმე, არა სიტყვები.” (მაკრერის საოჯახო დევიზი )

” სინათლე ზარივით რეკავს:მკაფიოდ,მშვიდად და უტყუარად” (ჰემ ბრაუნი)

”სიმამაცე მაშინ გამოიცდება, როცა უმცირესობაში აღმოჩნდები” ( რალფ უ.სოქმენი)

”წარმატებული იმ ხალხს ეთქმის,ვინც უამრავჯერ დანარცხებულა, მაგრამ ფეხზე წამოდგომის ძალა ყოველთვის უპოვია” (ჰემ ბრაუინი)

”იყავი,რაცა ხარ და გულის კარნახაც თამამად აჰყევი-უკეთესი მრჩეველი არც გეყოლება” (ჰუბერტ ჰამფერი)

” იმდენად დიადი იყავ, სხვას ემსახურო” ( კლოდ პეპერი)

”უკეთურობა თოვლის გუნდასა ჰგავს- ერთი თუ აგორდა, ზვავად იქცევა.” (კ.კ.კოლტონი)

”მოსვლად რომ ღირდეს, ისეთ ადგილს იოლი გზით ვერ ნიადგები” (ბევერლი სილზი)

;) იმედია მოგეწონათ :*

likoliko

me miyvars www.UCNAURI.com (tan zdalian :D )

მსგავსი ამბები

Back to top button