გასართობისასარგებლო

ერთი შეკითხვა

undefined

ერთ-ერთ რესპუბლიკაში, სიკვდილმისჯილებს აძლევდნენ გადარჩენის შანსს.. ეს შანსი კი მდგომარეობდა შემდეგში:

პატიმარს უშვებდნენ ერთ ოთახში, რომელსაც ჰქონდა 2 გასასვლელი (რათქმა უნდა იმის გარდა, საიდანაც თვითონ შევიდა), ერთში თავისუფლება ელოდებოდა, მეორეში კი სიკვდილით დასჯა. რათქმა უნდა, პატიმარმა არ იცოდა რომელში რომელი იყო. ასევე, ამ ოთახში, იმყოფებოდა 2 ადამიანი: ერთი სულ იტყუებოდა, მეორე კი სულ მართალს ამბობდა. არც ეს იყო სიკვდილმისჯილისთვის ცნობილი, რომელი რომელი იყო. მაგრამ მას ჰქონდა ერთი კითხვის დასმის უფლება, რომლითაც უნდა გაეგო რომელ კარებში ელოდებოდა “სიცოცხლე”. შეუშვეს ერთი პატიმარი ამ ოთახში და მან დასვა ისეთი შეკითხვა, რომლითაც თავისუფლება მოიპოვა. ეს იყო ერთადერთი გადარჩენილი პატიმარი იმ რესპუბლიკაში.

ყურადღებით, შეკითხვა: რა კითხვა დასვა ამ პატიმარმა?

მსგავსი ამბები

Close
Close