არქივი

დამწერლობა

d00c9151fe9c

ადამიანები ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ასევე დროსა და სივრცეში ინფორმაციის შენახვისთვის ან გადაცემისთვის უძველესი დროიდან სხვადასხვა საშუალებას იყენებდნენ. მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამწერლობაა. ამ სტატიიდან შეიტყობ დამწერლობის წარმოშობის და მისი განვითარების ეტაპების შესახებ, გაეცნობი დამწერლობის სახეებს და ძველი მსოფლიოს დამწერლობის ნიმუშებს.

წარმოიდგინე, როგორი იქნებოდა საზოგადოება, უძველეს დროშივე რომ არ მიეგნო ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების ისეთი საშუალებისთვის, როგორიცაა დამწერლობა. დამწერლობის გაჩენა მოასწავებდა, რომ შესაძლებელი გახდა დაგროვილიყო ადამიანთა ძალისხმევით მიგნებული ახალი ცოდნა და იგი თაობებს გადასცემოდა.

უძველესი წერილობითი – წარწერები ტაძრებსა და აკლდამების კედლებზე, ასევე თიხაზე, ტყავზე. პაპირუსზე, ქაღალდზე, ხეზე, ლითონზე და სხვა მასალაზე შესრულებული ტექარები კაცობრიობის მეხსიერებაა.მათ გარეშე კაცობრიობის წარსულის შესახებ ცოტა რამ გვეცოდინებოდა.

ჯერ კიდევ ქვის ხანის ადამიანები კონკრეტული საგნის სქემატური გამოსახულებით ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნიდნენ.

უძველესი დამწერლობები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩნდა ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას. ეს მოვლენა უსათუოდ დააჩქარა სახელმწიფოთა წარმოქმნამ. თავის მხრივ, დამწერლობამ ზეგავლენა მოახდინა ადამიანზე – ხელი შეუწყო მის გონებრივ განვითარებას. შემთხვევითი როდია, რომ ძველ ქვეყნებში მწერლობა ყველაზე რთულ და საპატიო პროფესიად ითვლებოდა.

ლურსმნული დამწერლობა
პირველი “თიხის წიგები” შუმერებმა შექმნეს. ლერწმის ღეროთი სველ თიხარზე გამოყვანილი შუმერული ნიშნები საოცრად წააგავს ლურსმნებს ამიტომ მეცნიერებმა ამ დამწერლობას ლურსმნული უწოდეს. ლურსმნული ნიშნების ერთი და იგივე კომბინაცია შუმერულ დამწერლობაში გამოხატავდა სიტყვასაც, მარცვალსაც და ხმოვანსაც.

იეროგრიფული დამწერლობა

ძველეგვიპტური იეროგლიფური დამწერლობა კონკრეტული საგანთა სქემატური გამოსახულებიდან განვითარდა. ამ გამოსახულებებს მიენიჭათ მოცემულ საგნებთან დაკავშირებული მნიშვნელობებიც. იეროგლიფურის გვერდით ეგვიპტურ დამწერლობაშივე ჩაისახა ფონოგრამებიც. გარკვეულ გამოსახულებათა კომბინაცია გამოხატავდა ორ, სამ და ზოგჯერ ერთ ბგერასაც.

ლურსმნული დამწერლობის განვითარება

შუმერებისგან ლურსმნული დამწერლობა ძველი აღმოსავლეთის სხვა ხალხებმა – ბაბილონელებმა, ასურებმა, სპარსელებმა, ფინიკიელებმა და სხვებმა გადაიღეს. მათ თანდათანობით სრულყვეს იგი: გამოსახულებები მიუსადაგეს საკუთარი ენების მარცვლებსა და ცალკეულ ბგერებს. მაგალითად, ძველ სპარსულ დამწერლობაში ლურსმნულ ნიშანთა ერთი და იგივე კომბინაცია მრავალსაც აღნიშნავდა და ცალკეულ ბგერასაც. თანდათანობით სადამწერლობო ნიშანთა რაოდენობა შემცირდა . თუ შუმერების ლურსმნული 1000-მდე ნიშანს ითვლიდა, ძველ სპარსეთში უკვე 40 ნიშანი გამოიყენებოდა.

ანბანური დამწელობა

ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებში მცირე აზიის ქალაქ უგარიტში იქმნება დამწერლობა, რომელშიც თითოეული ნიშანი მხოლოდ ცალეკულ ბგერას შეესატყვისება, ოღონდ აღინიშნება მხოლოდ თანხმოვნები.

ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზის მრავალ ადგილას ფინიკიელ ვაჭართა ახალშენები ჩნდება. მათ ყველგან შეჰქონდათ თავიანთი ენა და დამწერლობა. ფინიკიურიდან წარმოიქმნა ძველი მსოფლიოს ყველა ანბანური დამწერლობა.

ქართული დამწერლობა
ქართული დამწერლობის უადრესი ნამუშევრები ახ. წ. V საუკუნიდან არის მოღწეული, თუმცა, უძველესი გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა შექმნა მეფე ფარნავაზმა ძვ. წ. IV ს-ის დასასრულს. ვინაიდან იმ პერიოდის რამე წერილობითი ძეგლი ქართულ ენაზე დღეისთვის ნაპოვნი არ არის, ჩვენ არ ვიცით, რამდენად ზუსტია ეს ცნობა და რა ტიპის დამწერლობაზეა საუბარი.

წყარო: ისტორიის 8 კლასის სახელსმძღვანელო

მსგავსი ამბები

Back to top button