ზღაპრებიმისტიკაუცნაური

უცნაური დამთხვევები


უცნაური ისტორიები მრავლად არის დადებული,ესეც კიდევ რამოდენიმე :ucnauri.com:

1.ცნობილი მსახიობი ჯეიმს დინი დაიღუპა საშინელ ავტოკატასტროფაში 1955 წლის სექტემბერში. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მანქანა გადარჩა თითქმის უვნებელი,მაგრამ მსახიობის გარდაცვალების შემდეგ მანქანას მხოლოდ უბედურება მოჰქონდა მათთვის ვინც მას მიეკარებოდა. თქვენ თვითონ განსაჯეთ: ავტოკატასტროფის შემდეგ ავტომობილი გადაიყვანეს გარაჟში,იმ მომენტში როდესაც მანქანა გარაჟში შეჰყავდათ ძრავი სრულიად მოულოდნელად ჩამოვარდა და მექანიკოსს ფეხები მოატეხა. ამის შემდეგ ძრავი იყიდა ექიმმა და მის მანქანაში ჩააყენა. სულ მალე ისიც დაიღუპა რბოლაში. ჯეიმს დინის ავტომობილი მოგვიანებით შეაკეთეს,მაგრამ ავტოფარეხი სადაც არემონტებდნენ დაიწვა. ავტომობილი როგორც ღირსშესანიშნაობა იყო გამოფენაზე საკრამენტოში,სადაც პოდიუმიდან გადმოვარდა და გვერდით მყოფ მოზარდს დაეცა ფეხზე. საბოლოოდ, 1959 წელს მანქანა იდუმალებით მოცულ გარემოში(თავისთავად) დაიშალა 11 ნაწილად. :ucnauri.com:

2.გასული საუკუნის 30-იან წლებში დეტროიტის მაცხოვრებელი ჯოზეფ ფიგლოკი მისეირნობდა ქუჩაში როდესაც მას თავში დაეცა… ერთი წლის ბავშვი. არცერთს არაფერი არ უტკენია,მხოლოდ შეშინდნენ. მოგვიანებით კი გამოირკვა რომ ახალგაზრდა და გამოუცდელ დედას დავიწყებია ფანჯრის დახურვა,ბავშვი კი ამძვრალა და იმის მაგივრად რომ დაღუპულიყო აღმოჩნდა გაოცებულ და მოულოდნელ მაშველის ხელებში. საოცარია არა? რას იტყვით იმის შესახებ როდესაც ერთი წლის შემდეგ, ჯოზეფი მისეირნობდა ქუჩაში თავისთვის და მრავალსართულიანი სახლიდან გადმოვარდნილი მას თავში დაეცა… ისევ ის ბავშვი! ორივენი კვლავ უვნებლად გადარჩნენ. რა არის ეს? სასწაული? დამთხვევა? :ucnauri.com:

3. ჰენრი ზიგლანდი დარწმუნებული იყო რომ ბედს თავის ნებაზე შეატრიალებდა. 1883 წელს მან მიატოვა შეყვარებული,რომელმაც ვერ გაუძლო განსორებას და თავი მოიკლა. გოგონას ძმამ, გამწარებულმა დის თვითმკვლელობით,აიღო იარაღი და შეეცადა ჰენრის მოკვლას. დარწმუნებულმა რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანა და ტყვია დაახალა ჰენრის სახეში,მან თავი მოიკლა. ოღონდ… ჰენრი გადარჩა,ტყვიამ მას მხოლოდ ლოყა გაუხვრიტა და ჩარჩა ხეში. რამოდენიმე წლის შემდეგ ჰენრის აზრად მოუვიდა მოეჭრა ეს ხე,მაგრამ ის ძალიან დიდი აღმოჩნდა. მაშინ ზიგლანდმა გადაწყვიტა აეფეთქებინა ეს ხე დინამიტის საშუალებით. აფეთქებისაგან ტყვია რომელიც ჯერ კიდევ ხეში იყო ჩარჩენილი.ტყვია გამოვარდა და მოხვდა… ჰენრის,რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა… :ucnauri.com:

4. 1858 წელს პოკერის მოთამაშე რობერტ ფოპლონი მოკლა მისმა მოწინააღმდეგემ,რომელმაც განაცხადა რომ რობერტი შულერი იყო და 600 დოლარი მოიგო მოტყუებით. ფოპლონის ადგილი განთავისუფლდა ხოლო 600 დოლარი დარჩა,თამაში კი უნდა გაგრძელებულიყო. არცერთ მოთამაშეს არ უნდოდა ,,საბედისწერო” ადგილზე დაჯდომა. ამიტომ გადაწყვიტეს ქუჩიდან მოეყვანათ ვინმე რომელიც თამაშს დაასრულებდა. მოთამაშეებმა სალონის გარეთ პირველივე გამვლელ ახალგაზრდას სტაცეს ხელი და თამაში გააგრძელეს. დანაშაულის ადგილზე მისულმა პოლიციამ(შერიფმა) აღმოაჩინა რომ ბოროტმოქმედები აზარტულად თამაშობდნენ ხოლო ახალბედა კი როგორც ყოველთვის… იგებდა 2200 დოლარს. ყველა მოთამაშე დააპატიმრეს და გადაწყვიტეს ის 600 დოლარი გადაეხადათ ფოპლონის უახლოესი ნათესავისათვის,რომელიც აღმოჩნდა… ისევ ის ახალგაზრდა! რომელსაც 7 წელი არ ჰყავდა ნანახი მამამისი. :ucnauri.com:

5. უცნაური და შემაშფოთებელი დამთხვევებია,მაგრამ ბევრი უფოლოგი(!) მიდის ამქვეყნიური ცხოვრებიდან 24 რიცხვში. მაგალითად 1964 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა უფოლოგი და ავტორი წიგნისა ,,მფრინავი თეფშების კულისებს მიღმა” ფრენკ სკალი. 1965 წლის 24 ივნისს გარდაიცვალა კინომსახიობი და უფოლოგი ჯორჯ ადამსკი. 1967 წლის 24 ივნისს კი ერთდროულად ორი მკვლევარი რიჩარდ ჩენი და ფრენკ ედვარდსი გარდაცვალა. :ucnauri.com:

6.1992 წელს ფრანგმა მხატვარმა რენე შარბონნომ რუანის მერის შეკვეთით დახატა ,,ჟანა დ’არკი კოცონზე”. მას ამ ნახატის შექმნაში ეხმარებოდა ჟანა ლენუა,რომელიც ჟანა დ’არკს განასახიერებდა კოცონზე. მეორე დღეს როდესაც ტილო გამოფინეს დიდ საგამოფენო დარბაზში,უნივერსიტეტის ლაბორატორიაში აფეთქდა რეაქტივები. იქ მყოფმა ჟანამ ვერ მოასწრო გამოსვლა და ცოცხლად დაიწვა. :ucnauri.com:

ფსიქოლოგი კლოდ არნო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იკვლევდა საიდუმლოებას თუ როგორ და რატომ ხდებოდა დამთხვევები. ,,მე მაქვს შეგროვებული ათასი ფაქტი – განახადა პროფესორმა – როდესაც ადამიანები ემთხვეოდნენ მათთვის უცნობ არა მარტო გარემოებასა და სიტუაციაში,არამედ რიცხვებს,სახელებს,გვარებს და თარიღებს შორის. მაგალითად ავსტრალიელი ქალი გვარად ტრიპლეტი( triplet),რაც სამმაგს ნიშნავს,დაიბადა 3 მარტს,ცხოვრობს ნომერ მესამე სახლში,მესამე სართულზე. გათხოვილია სამჯერ და გააჩინა 3 ბავშვი. მეოთხედ კი შეეძინა 3 ტყუპი. ლუიზიანას შტატში კი 3 მამაკაცს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი კლაივ დორიტის შემზარავი მკვლელობისათვის სტილროუდპლეისზე(stillroadplace). გამოძიების დროს კი დადგინდა რომ მათი გვარები ასე ჟღერდა სტილ(still),როუდ(road) და ფლეის(place). :ucnauri.com:

:mamao:

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close