გართობაუცნაური

ყველაზე ძლიერი ადამიანები

ab04b94f943e
ჩვენს ირგვლივ ბევრი ძლიერი ადამიანია, მაგრამ შესაძლოა მათ საკმარის ყურადღებას არ ვუთმობთ, ანდაც სულაც გვავიწყდება ისინი. პოსტში თქვენ იხილავთ ორ მათგანს, გაიგებთ თუ რას ნიშნავს გადალახო უზარმაზარი სიძნელეები და გახდე ყველაზე გამძლე ადამიანი.
სუსტი გულის ადამიანებმა თავი შეიკავონ პოსტის დათვალიერებისგან

6d3c0499f8f1

დალას ვინზს სურს კვლავ შეეძლოს ღიმილი, კვლავ შეიგრძნოს სურნელი და კიდევ ჰქონდეს საშუალება დატკბეს თავისი 3 წლის გოგონას კოცნით. 3 წლის წინ 25 წლის დალასის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია დატრიალდა, ფაქტიურად მისი ცხოვრება ამ დღიდან ასი პროცენტით შეიცვალა. 2008 წლის ნოემბერში იგი ეკლესიაში იმყოფებოდა და თავის ძმასა და ბიძას ეხმარებოდა, ისინი ეკლესიას ხატავდნენ, ამ დროს კი ელექტროგადამცემი ხაზი დალასს მოხვდა, მაღალმა დენმა დაარტყა და მისი სახე სავსებით გაანადგურა. 3 თვის განმავლობაში ბიჭი კომაში იყო, როდესაც გამოიღვიძა უკვე ოცამდე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, რათა მისი მეოთხე ხარისხის დამწვრობისთვის რაიმე მოეხერხებინათ.
მას სახეზე აღარ გააჩნია არაფერი პირის გარდა, კბილების უმეტესობაც დაკარგა.
მიუხედავად ყველაფრისა იგი მაინც აგრძელებს სიცოცხლეს, თანაც საკმაოდ მტკიცედ.

,,ცხოვრებაში ყველაფერი გამოცდაა.. გამოცდა თქვენი სიმტკიცის, გამოცდა თქვენი რწმენის..” – აცხადებს დალასი.
იგი ლაპარაკობს, დადის, ჭამს მყარ საკვებს, რაც ექიმებს წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდათ ერთ დროს. დალასის თქმით მედიკოსების ამგვარი წარმოდგენები და გაფრთხილებები მას მოტივაციისთვის კიდევ უფრო წაეხმარა.
,,ისინი მეუბნებიან რომ ფიზიკურად ამას ვერ შევძლებ, მე კი ვპოულობ სხვადასხვა გზებს, ჩემი სხეულის იმ ფორმაში მოსაყვანად,რომ გავაკეთო ზუსტად ის, რაც შეუძლებლად მიაჩნიათ მათ”.

181f77aad9f7

დალასი დაკავებული კაცია, ის პირველ რიგში მამაა და მალე კოლეჯში სწავლის გაგრძელებასაც აპირებს. ასევე იმედი აქვს,რომ უახლოეს მომავალში სახის ტრანსპლანტაციის ოპერაციას გაიკეთებს, განსაკუთრებით მხედველობის აღდგენის სურვილი აქვს.
როგორც ამბობს, ტრაგიკულმა შემთხვევამ ასწავლა ერთი რამ, ადამიანმა ცხოვრებაში მცირედითაც უნდა გაიხაროს.

10c7566aeea3

bf0a3e234fbf

ead5392edaa0

7e520f3b4c83

0ec257d02ab3

2505bd954b31

ჩარლა ნეში- შიმპანზეს მსხვერპლი

fc23d09f0c61

2009 წლის თებერვალი მისვის საბედისწერო აღმოჩნდა. მეგობარმა, რომელმაც დახმარება სთხოვა თავისი შიმპანზეს გადაყვანაში, საშინელი შეცდომა დაუშვა. შიმპანზე თავს დაესხა ჩარლას და ენით აუწერელი ტრამვა მიაყენა ქალის სახეს. ჩარლას არ სურს იფიქროს თავის დამახინჯებულ გარეგნობაზე, არც არავის ეკითხება ამის შესახებ, ცდილობს ნაკლებად შეეხოს ხელით სახეს, რათა რეალობას გაექცეს.
იგი ამბობს,რომ ისევ ის ადამიანია, უბრალოდ განსხვავებული გარეგნობით, არაა საჭირო წარსულში ქექვა, მან ცხოვრება უნდა განაგრძოს და გამოჯანმრთელდეს.

ჩარლამ დაკარგა ორივე ხელი, ასევე თვალებიც, სახე საშინელ მდგომარეობაში აქვს. ამბობს,რომ არაფერი ახსოვს იმ შემთხვევაზე და არც სურს გახსენება. გარეთ გასვლის დროს იგი ქუდს და პირბადეს ხმარობს, რათა ხალხი არ შეაშინოს.

დაზარალებულმა სარჩელიც შეიტანა სასამართლოში და შიმპანზეს პატრონს 50 მილიონს სთხოვს მიყენებული ტკივილისა და ტანჯვისთვის.
მაგრამ თავად პატრონი აცხადებს,რომ თავდასხმის მომენტში ჩარლა მისი თანამშრომელი იყო, რომელიც ცხოველის მოვლაში ეხმარებოდა, ასე რომ ქალს შეუძლია მხოლოდ კომპენსაცია მოითხოვოს,როგორც დამხმარემ, რაც საკმაოდ ამცირებს მეპატრონის მიერ ასანაზღაურებელ თანხას.

7fc597a2cebd

ჩარლა ამბობს,რომ იგი ცხოველის მომვლელი არ ყოფილა, მხოლოდ რამდენჯერმე აჭამა საკვები,როდესაც პატრონი სახლში არ ბრძანდებოდა. (შიმპანზეს პატრონი და ჩარლა დაქალები იყვნენ).
შიმპანზე ჩვეულებრივ გალიაში იმყოფებოდა ხოლმე, მაგრამ ერთხელ,როდესაც გარეთ ყავდათ გამოშვებული თურმე ჩარლას თმა მოგლიჯა, ამაზე კი თავად პატრონი გულიანაც იცინოდა (ამბავს იხსენებს ჩარლა).

ჩარლა შოუში, სადაც საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება ენახა მისი სახე

მსგავსი ამბები

Back to top button