გასართობივიდეოები

ცნობილი თამაშის აიონის ისტორია

უხსოვარ დროში ატრეა იყო ერთიანი სამყარო, შექმნილი მარადიულობის კოშკის გარშემო.

უხსოვარ დროში ატრეა იყო ერთიანი სამყარო, შექმნილი მარადიულობის კოშკის გარშემო. ატრეას პირველ მცოვრებთ ბალაურებდ ჟამთა სვლასთან ერთად ემატებოდათ სიამაყე და თავდაჯერებულობა ვინაიდან მათთვის ხემისაწვდომი ხდებოდა ბუნების საიდუმლოებანი. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ბალაურებმა გადაწყვიტეს გაელაშქრათ სამყაროს შემქმნელის წინააღმდეგ, რომელმაც მარადიულობის კოშკის დასაცავად უხმო თორმეთ ღმერთს, თუმცაღა დიდი ხნის ომმა, რომელშიც ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია სანუკვარ გამარჯვებას, გამოიწვია სამყაროს განადგურება.

კატასტროფის შედეგად, რომელმაც გაანადგურა მარადიულობის კოშკი ატრეა გაიყო ორ მოქიშპე სამყაროდ. თითოეულ მათგანში ერთმანეთისაგან იზოლირებულად, ბინადრობს ერთი ორ ფრაქციათაგანი: ელიოსელები (Elyos) და ასმოდიელები (Asmodians). არცერთი ფრაქციის წარმომადგენელს არ შეუძლია წარსულის დავიწყება, რის გამოც თითოეული მათგანი ცდილობს გაანადგუროს მოწინააღმდეგე, ვინაიდან ამაში ხედავეთ თავიანთი რასის უსაფრთხო მომავლის საწინდარს. ამ მარადიულ ბრძოლაში რაღათქმა უნდა ჩართულია ბალაურებიც, რომელთა ერთადერთი მიზარი არის დაიმორჩილონ ორივე რასა და გახდნენ სამყაროს სრული ბატონ პატრონები.

გარდა იმისა, რომ ატრეა გაიყო ორ მოქიშპე სამყაროდ მარადიულობის კოშკის დანგრევამ ასევე გამოიწვია ენერგეტიკული დისბალანსი რის შედეგადაც შეიქმნა აბისი. ასეულობით წლების წინ განადგურებული მარადიულობის კოშკის ნაწილებმა დაიწყეს ჰაერში ფარფატი გარკვეული ხნის შემდეგ კი მკვლევარებმა აღმოაჩინეს არასტაბილური პორტალების სისტემა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტელეპირტირება ბნელეთის უცნობ კუთხეებში. აბისში მოხვედრისას კი ნებისმიერი ფრაქციის წარმომადგენელს უბრუნდება დიდი ხნის მივიწყებული ფრენის უნარი.

Aion: Assault on Balaurea | expansion trailer (2010)

Aion – Launch Trailer

მგონი რომ  ამ თამაშს ბევრი თამაშობს და იმედია მოგეწონებათ :yes:

წყარო: www.aionmasters.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close