ახალი ამბებისასარგებლო

ვუთხრათ კოპირებას არა! (ახალი ეტაპი)

ისევე, როგორც მთელს ინტერნეტ სივრცეში, უცნაურ ბლოგზეც მწვავეა სხვა ქართული საიტებიდან
პოსტების დაკოპირების საკითხი. ეს არის კანონის დარღვევა და სხვა ადამიანის საკუთრების მითვისება. უცნაური ბლოგი საიტის დაარსების დღიდან ებრძოდა და ებრძვის ასეთ პოსტებს, მაგრამ შეუძლებელი იყო ყველა პოსტის კონტროლი, ამიტომ ჩვენს ბლოგზეც ალბათ გაპარულია წყაროს მითითების გარეშე, სხვა ქართული საიტებიდან დაკოპირებული პოსტები.

დღეს ჩვენს ბლოგს დაემატა ახალი ფუნქცია, რომელის მეშვეობითან სრულიად მოვაგვარებთ ამ არასასიამოვნო პრობლემას. ყველა პოსტის ბოლოში დაემატა ღილაკი (შეატყობინე ედიტორს!) და თუ შეამჩნევთ თქვენი საიტიდან ან რომელიმე ქართული საიტიდან დაკოპირებულ პოსტს, შეგვატყობინეთ და აუცილებლად წავშლით წესების დამრღვევ სიახლეს.

გაითვალისწინეთ, რომ (რატომ არღვევს პოსტი წესებს?) გრაფაში უნდა ჩაწეროთ დეტალურად, დარღვევის მიზეზი. თუ პოსტი დაკოპირებულია რომელიმე ქართული საიტიდან წყაროს მითითების გარეშე, ეს გრაფა უნდა შეავსოთ ასე:

პოსტის ორიგინალი: (იმ ქართული საიტის პოსტის ბმული/მისამართი)
გამოქვეყნების თარიღი: (მაგალითად) 27 ნოემბერი

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გამოგზავნით რეპორტებს იმ პოსტებზე, რომლებიც ყველა წესს იცავენ, თქვენს IP მისამართს დაედება 3 დღიანი ბანი!

ვფიქრობ, რომ უცნაური ბლოგი არის გამორჩეული საიტი ქართულ ინტერნეტ სივრცეში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ბლოგმა გააგრძელოს განვითარება.

გისურვებთ წარმატებებს :)

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close