არქივი

კუნძული ბორნეო – უთავოდ დარჩენის რეალური პერსპექტივა

50f99b884c88

კუნძულ ბორნეოს გაუვალ ჯუნგლებს საშიში ისტორიები და შავბნელი ლეგენდები უკავშირდება, რომლებშიც სიმართლისა და გამოგონილის ერთმანეთისგან გამოყოფა ძალიან ძნელია. კუნძულზე, რომელიც რუკაზეც კი არ არის აღნიშნული, დაუპატიჟებელ სტუმრებს, ადამიანის თავებზე მონადირე შიშველი, თავიდან ფეხებამდე ტატუირებით დაფარული ადამიანები – დაიკები ხვდებიან.

რათ უნდათ დაიკებს სხვისი თავები?

ბევრი ევროპელი დაიკების კუნძულის მონახულებას ვერც კი გაბედავს, ხოლო ისინი, ვინც ამ ნაბიჯს მაინც დგამენ, ხშირად უკან ვერ ბრუნდებიან… კუნძულს, რომელზეც ადამიანის თავებზე მონადირე ველურები ცხოვრობენ, ეკვატორი ორ ნაწილად ჰყოფს. მისი ჩრდილოეთით ნაწილი მალაიზიასა და ბრუნეის ეკუთვნის და ბორნეო ჰქვია, ხოლო სამხრეთი ნაწილი ინდონეზიის ტერიტორიაზე მდებარეობს და კალიმანტანი ჰქვია, რაც ძვირფასი ქვების მდინარეს” ნიშნავს.

კუნძულის მცხოვრებნი ისეთ ადგილებში ბინადრობენ, სადაც მხოლოდ გარეული ცხოველები და ქვის ხანის ადამიანები ცხოვრობნენ. ეს ადამიანები ბორნეოს მკვიდრნი არიან, როგორც ამერიკელი ინდიელები.

ორასი ტომი აბსოლუტურად სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობს. ისინი ერთმანეთს ხან ორანგ-ულუს, ხანაც ორანგ-სუნგენს უწოდებენ, ხოლო უცხოელთათვის მათი საერთო დასახელება “დაიკია”, რაც ადგილობრივი მკვიდრებისთვის სრულიად მიუღებელია. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რომელ საუკუნეში და რომელ ქვეყანაში ცხოვრობენ, მათთვის ინდონეზიისა და მალაიზიის საზღვრის გადალახვა პრობლემას არ წარმოადგენს. ამბობენ, რომ დაიკები ბორნეოზე უკვე ხუთი ათასი წელია ცხოვრობენ. ეს აბორიგენები ერთი ჩვევის წყალობით დღემდე ხელუხლებელნი შემორჩნენ – ყველა უცნობ ადამიანს ისინი ხმის ამოღებამდე თავს კვეთენ. გამონაკლისი არც მასიონერები ყოფილან. ეს მკაცრი ტრადიცია მალაიზიასა და ინფონეზიაში სასტიკად იკრძალება, თუმცა საეჭვოა, რომ დაიკებმა ამ აკრძალვის შესახევ რაიმე იცოდნენ. ჟურნალ-გაზეთებს ისინი ნამდვილად არ კითხულობენ, დაუპატიჟებელ სტუმრებს კი კვლავინდებურად თავს კვეთენ.

აღსანიშნავია, რომ აბორიგენები ადამიანის თავებზე იმიტომ კი არ ნადირობენ, რომ სასტიკები და აგრესიულები არიან, უბრალოდ ასეთი ტრადიცია აქვთ, რაც მათ ხელში ჩავარდნილი განწირული ადამიანისთვის არცთუ ისე დიდი შვების მიმცემია. დაიკების რწმენის მიხედვით, ადამიანის თავში სასიცოცხლო ძალა – სემანგატია მოთავსებული, რომელიც მთელ ტომს გადაეცემა და მისთვის სულიერი და მატერიალური კეთილდღეობის მომტანია. ასე რომ, რაც უფრო მეტ თავს “მოიპოვებენ” ტომის წევრები, აბორიგენების სოფელში ცხოვრება უფრო საამური გახდევა. მოკვეთილი თავები დაიკებისთვის ოჯახური იდილიის დასამყარებლადაც საჭიროა. ყველაზე სასურველი სასიძოც კი ვერ მიუახლოვდება ტომის ბელადის ქალიშვილს, თუ მას ძღვენის სახით რამდენიმე მოკვეთილ თავს არ მიართმევს. ხოლო თუ ტომის რომელიმე წევრე სახლს იშენებს; მაშინ ახალმოკვეთილი თავი მშენებლობის აუცილებელი ატრიბუტია, რადგან ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციის მიხედვით, მტრის მოკვეთილი თავი ქვაკუთხეთდს ცვლის: მას იმ ადგილას მარხავენ, სადაც შესასვლელი კარის გაკეთებას გეგმავენ.

აბორიგენთა სახლები

დაიკების სახლი სიგრძით, დაახლოებით, 180 მეტრია. ერთ სახლში ხშირად ორმოცდაათამდე ოჯახი სახლობს. ერთობლივ ცხოვრებას დაიკები უფრო მოსახერხებლად მიიჩნევენ, რადგან ამ გზით ისინი აბეზარი მეზობელი ტომებისგან თავს უკეთ იცავენ. ასეთ სახლებში ხშირად ოჯახური ეკლესიაც არის განთავსებული: წმინდა კუთხეში ხელით გამოთლილი დიდი კერპები დგას, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე ეთაყვანება. აღსანიშნავია, რომ ხელოვნებასთან დაკავშირებულ საკითხებში დაიკებს უჩვეულოდ კარგი გემოვნება აქვთ. მათი კალათები და ხალიჩები ხელოვნების ნიმუშებია, მოჩუქურთმებულ ნიჩბებს ბუმბულებით ალამაზებენ, ბისერებისგან ულამაზეს სამკაულებს ამზადებენ, ხოლო პალმის ბოჭკოსგან – ტანსაცმელს. ტომის მებრძოლები სხეულს ფრინველის ბუმბულით ირთავენ და, საერთოდ, ფრინველს წმინდა არსებად მიიჩნევენ. თუმცა დაიკთა სახლის ყველაზე გამორჩეული მოკაზმულობა მაინც ადამიანის თავის ქალაა.

როგორ შეინარჩუნონ ტურისტებმა მხრებზე თავი

ნაპირთან უფრო ახლოს მცხოვრები დაიკები კეთილები და უბოროტოები არიან, ხოლო ის თავის ქალები, რომლებიც მათი სახლის ქანდარაზეა ჩამოკიდებული, მათ ან მემკვიდრეობით ერგოთ, ან გარდაცვლილი წინაპრების საკუთრება იყო.

მეზობელ მალაიზიაში ყველაფერი პირიქითაა – იქ ადამიანის თავებზე მონადირეებს ტომების მიხედვითაც კი ყოფენ, ხოლო სარეკლამო ბუკლეტები სიამაყით იტყობინებიან: “ჩვენი სასტუმრო ისეთ ადგილას მდებარეობს, სადაც თავებზე მონადირე რჩეული დაიკები სახლობენ”. ზოგიერთი მამაცი ტურისტიდაიკების გრძელ ქოხში ღამის გატარებასაც კი ბედავს, ამისთვის მათ უხუცესების “მოთაფლვა” სჭირდებათ. კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ორცხობილა, ჩაი და თამბაქოც საკმარისია. საჩუქრების წყალობით სტუმარს აბორიგენებთან რამდენიმე დღის გატარება და მათი წეს-ჩვეულებების ახლოს გაცნობა შეუძლია.

აბორიგენებს გამორჩეული ქალები ჰყავთ. მათი მორთულობის მთავარი დეტალი რკინის “სამოსია”, რომელიც მხრებს, თეძოებს, ხელებს (მაჯიდან იდაყვამდე) და ფეხებს (კოჭიდან მუხლებამდე) ფარავს. სხეულის სხვა ნაწილები ფერადი ბისერებისგან დაწნული ლენტითაა დაფარული. ამ ყველაფერს თავსაბურავიც ემატება, რომელიც შლეიფიან ბალიშს წააგავს, ხოლო გახვრეტილ ყურებს რკინის დისკიდა და გირებით “ილამაზებენ” საყურეები იმდენად მძიმეა, რომ ხშირად ყურის ბიბილოები მხრებამდეა ჩამოწეული. მიაჩნიათ, რომ ასე მორთულ-მოკაზმული ქალბატონები მომხიბვლელად გამოიყურებიან, თუმცა ტურისტებს ურჩევნიათ მათი დანახვისას თავი არ დაკარგონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაკარგვა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით მოუწევთ. :D

წყარო: მსოფლიოს ყველაზე საინტერესო და საოცარი მოვლენები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button