კულტურა

II მსოფლიო ომის პერიოდის ავიაცია (IV)

3494add34fe7
დღეს ბრიტანული ავიაციის რამდენიმე საინტერესო ნიმუშს წარმოგიდგენთ…

5b95b8826e63
Hawker Typhoon ბრიტანული კომპანია Hawker Aircraft-ის ერთადგილიანი გამანადგურებელ ბომბდამშენი იყო. იგი თავდაპირველად იქმნებოდა როგორც საშუალო და დაბალ სიმაღლეზე მოქმედი გზაგადამჭრელი, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო მისი დაპროექტება გაიწელა, და წარმოების პროცესშიც ჰქონდა ხარვეზები მაგრამ როცა გამოჩნდა ახალი გერმანული თვითმფრინავი Focke-Wulf Fw 190, Typhoon-ს შეუცვალეს როლი და აქციეს დაბალ სიმაღლეზე მოქმედ გზაგადამჭრელად, იგი უნდა გამკლავებოდა გერმანიის ახალ თვითმფრინავს რომელიც ასევე დაბალი სიმაღლეებიდან უტევდა. მან პილოტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ექსპლუატაციის განმავლობაში თავი გამოიჩინა როგორც ღამით მოქმედმა(მზვერავმა) და შორსმოქმა გამანადგურებელამა. 1942 წლის დასასრულს იგი აღიჭურვა ავიაბომბებით ხოლო ერთი წლის შემდეგ მის არსენალში ჰაერი-მიწა ტიპის უმართავი რაკეტებიც შევიდა. ამ ორი იარაღის დამატებამ იგი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დამრტყმელ თვითმფრინავად აქცია.
a2f9fc8d186e
შემდეგია, კომპანია de Havilland-ის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი DH.98 Mosquito-ა. იგი ასევე ცნობილია როგორც ხის საოცრება რადგან უმეტესად ხისგან იყო დამზადებული. ეს კი ომის პერიოდის კრიზისმა გამოიწვია( მასალები არ იშოვებოდა). ეს მას რადარებისთვის ნაკლებშესამჩნევს ხდიდა(რადგან ხის მასალები რადარის სხივებს შთანთქავს), ასევე მას შეეძლო დაბალ სიმაღლეზე (3-4მ) ფრენა რაც მას სამიზნემდე შეუმჩნევლად მიღწევის საშუალებას აძლევდა. ასევე იგი ომის დასაწყისისთვის აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი უსწრაფესი მსუბუქი ბომბდამშენი. მას გამოიყენებოდა როგორც: სწრაფი მოქმედების ბომბდამშენი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, დამრტყმელი და მზვერავი თვითმფრინავი. ამ უნიკალური თვისებების გამო ის სისხლს უშრობდა გერმანელებს. ისინი თავიანთ პილოტებს ერთ ჩამოგდებულ Mosquito-ზე ორი საჰაერო გამარჯვებისთვის აჯილდოვებდნენ. ამ ხის თვითმფრინავის წარმოება1950 წელს 7781 ცალის გამოშვებით დასრულდა
20e23f321366
ეს კი კომპანიაSupermarine-ის Spitfire-ია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი თვითმფრინავი მოცემულ პერიოდში. ის იყო ბრიტანეთის ერთ-ერთი მთავარი გამანადგურებელი ბრიტანეთის საჰაერო ძალებში ომის განმავლობაში. იგი ყველა ბრიტანულ თვითმფრინავზე მეტია გამოშვებული (20351 ცალი), დათითქმის ყველა ფრონტზე იბრძოდა ამ ომში. იგი მცირე მოქმედების რადიუსის გამანადგურებელ-მზვერავად და გზაგადამჭრელად გამოიყენებოდა და დიდი როლი შეასრულა ბრიტანეთის ბრძოლაში. მისი წარმოება 1948 წელს დასრულდა.
95601ceefdb6
და დგეისათვის ბოლო, კომპანია de Havilland-ის DH.100 Vampire. იგი სამეფო საჰაერო ძალების მიერ შეკვეტილი რეაქტიული გამანადგურებელია.ეს იყო მეორე ბრიტანული რეაქტიული თვითმფრინავი. ამასტან იგი საკმაოდ გვიან გამოუშვეს და ფაქტიურად მეორე მსოფლიო ომის ბრძოლებში მონაწილეობა არც მიუღია. ვამპირი სამხედრო საჰაერო დაჯგუფებებში 1955 წლამდე მსახურობდა შემდეგ კი 1966 წლამდე სასწავლო თვითმფრინავად იყენებდნენ. ის ასევე ბევრი სხვა ქვეყნის შეიარაღებაშიც იყო და უამრავი საავიაციო რეკორდი ეკუთვნის. გამოშვებულია 3268 ცალი რომელთა მეოთხედიც სხვა ქვეყნების შეიარაღებაშია. ასევე მისი დიზაინის მიხედვითაა შექმნილი de Havilland Venom და ვამპირის საგემბანო ვარიანტებიც.

დგეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ კიდე გავაგრძელებ…..

მსგავსი ამბები

Back to top button