საკითხავისასარგებლო

როგორ დაასრულა სიცოცხლე როკის ლეგენდამ კურტ კობეინმა

ამ პოსტში წარმოდგენილია ვარაუდები და ვერსიები იმის შესახებ თუ როგორ დაასრულა სიცოცხლე ლეგენდარულმა როკვარსკვლავმა კურტ კობეინმა მოკლეს თუ თავი მოიკლა ნახეთ გაგრძელებაში

კურტ კობეინი დაიბადა 1967 წლის 20 თებერვალს პატარა ქალაქში, 120 კილომეტრის დაშორებით სიეტლიდან. მას თავიდანვე მძიმე ბავშობა ჰქონდა. იგი ბავშობიდანვე დაწყებული მთელი ცხოვრება იღებდა ნარკოტიკებს და ყველა ვინც მას იცნობდა ამბობდა, რომ იგი არ იყო საღ გონებაზე. კობეინს მთელი ცხოვრება აწუხებდა მუცლის ტკივილი რასაც ნარკოტიკებით იყუჩებდა. იგი 14 წლის იყო როდესაც ბიძამ გიტარა უყიდა. 1985 წელს კურტმა მიატოვა სკოლა, რომელიც სძულდა და მუშაობა დაიწყო, ხოლო 2 წლის შემდეგ იგი შეხვდა კრის ნოვოსელიჩს და ერთად შექმნეს ჯგუფი ,,ნირვანა’’.
1992 წელს მან ცოლად მოიყვანა კინო მსახიობი, ყოფილი სტრიპტიზ მოცეკვავე და ასევე როკ-ჯგუფი ,,hole”-ის ვოკალ-გიტარისტი კორტნი ლავი, რომელიც მასზე 2-3 წლით უფროსი იყო. მას ჰქონდა საზიზღარი ხასიათი და მეუღლის მსგავსად ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მიუხედავად ყველაფრისა კურტმა კორტნი მაინც შეირთო. მათ ოჯახში იყო გაუთავებელი ჩხუბი, სკანდალები და სპეციფიკური მკურნალობის პრობლემები. დაქორწინებიდან 6 თვის შემდეგ ეყოლათ გოგონა ფენსის ბინ კობეინი. როგორც ცნობილია კორტნი ფეხმძიმობის დროსაც იღებდა ნარკოტიკებს. 1994 წელს კურტს შესთავაზეს ფესტივალზე მონაწილეობა სადაც 9 მილიონს მიიღებდა, მაგრამ ნირვანას ვოკალისტ-გიტარისტმა კობეინმა უარი თქვა ამ კონტრაქტის ხელის მოწერაზე. აქედან აგორდა ჭორი, რომ კურტმა ამ სიტყვით დაასრულა მუსიკალური კარიერა.
კობეინი ამზადებდა ფურცლებს, რომ კორტნის გაყრილიყო და ასევე ნათელი გახდა ისიც, რომ კურტის დაწერილ ანდერძში მისი მეუღლე ამოღებული იყო.
30 მარტს კობეინმა სთხოვა თავის მეგობრს დილანა კარლსონს, რომ მისთვის ეყიდა “რემინგტონის” ტიპის თოფი, რადგან იგი უკვე რამდენჯერმე იყო დაკავებული ამ ფაქტით. ამავე დღეს კურტი სიეტლიდან გაემგზავრა კალიფორნიის რეაბილიტაციურ ცენტრში. 4 დღის შემდეგ კორტნი ლავმა დაიქირავა პოლიციელი და დეტექტივი, ტომ გრანტი- კალიფორნიიდან. მას უნდოდა გაეგო სად მიდიოდა ის ფული, რომელიც კურტის კრედიტ კარტაზე იყო.
რამდენიმე დღის შემდეგ კორტნიმ გრანტს ჰკითხა, თუ სად იყო კურტი, რომელიც აპრილის 2 რიცხვში გამოქცეული იყო რეაბილიტაციიდან. გრანტი ჩავიდა სიეტლში, სადაც შეხვდა დილან კარლსონს და ისინი ერთად გაემერტნენ კურტის სახლისკენ. ყოველშემთხვევაში იქ წასვლა გადაწყვიტა გრანტმა. სახლში არავინ იყო.
8 აპრილს კობეინის სახლთან გაისმა პოლიციის სირენების ხმა. მათ სხვენში იპოვეს ადამიანის გვამი. ეს კურტის უსულო სხეული იყო. ოთახი შიგნიდან ჩაკეტილი იყო. კურტს მკერდზე იარაღი ედო, მისი სახე და ყელის მიდამოები კი სისხლს დაეფარა. მას იარაღი პირში ჰქონდა ნასროლი. ასევე იატაკზე, კურტის გვერძე იყო ნარკოტიკის გაკეთების ნაშთიც.…მაგიდაზე წერილი იდო რომელის ბოლოს ეწერა:
“გთხოვ კორტნი იცხოვრე ფენსის გულისთვის, რომელიც ჩემ გარეშე უფრო ბედნიერი იქნება.” ასევე ამ წერილში ეწერა მისი მტანჯველი და ჯოჯოხეთური ცხოვრების შესახებ. ამ ამბავმა შეძრა მსოფლიო, გაზეთები აჭრელდა სიკვდილის სავარაუდო ვარსიებით. გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ კურტი 3 დღის მკვდარი იყო. იყო ასევე რამდენიმე მკვლელობის ვერსიაც.ამბობდნენ, რომ კურტმა თავი მოიკლა, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ეს საშინელი ამბავი თვით როკ-ლეგენდის მეუღლის შეკვეთილი იყო. იმისთვის რომ გავიგოთ მორიგი შეთქმულების თეორია, რომლითაც ამერიკა ყელამდე სავსე იყო, არ იყო თავიდანვე უარყოფილი. უნდა ავღნიშნოთ, რომ ან თეორის ავტორი იყო არა მელანქოლიური ჟურნალისტი ან კინო რეჟისორი, არამედ ყოფილი პოლიციელი და ამჟამად კერძო დეტექტივი. თუმცა ჟუნალისტებისა და რეჟისორების გარეშე არაფერი ხდება: 4 წლის შემდეგ ორმა კანადელმა ჟურნალისტმა, გალპერინმა და უოლესმამ, გამოაქვეყნეს წიგნი ,,ვინ მოკლა კურტ კობეინი”. უფრო ადრე ეკრანებზე გამოვიდა ნიკ ბრუნფილდის დოკუმენტური ფილმი ,,კურტი და კორტნი”. როგორც ფილმი ასევე წიგნი ეჭვის ქვეშ აყენებს ოფიციალური გამოძიების შედეგებს, თუმცა ძირითადი სამუშაო მაინც ჩაატარა გრანტმა.
მაშ ასე, 3 აპრილს კორტნი ლავმა დაურეკა გრანტს, მის ოფისში ბევერი ჰილზე და სთხოვა მასთან სასტუმროში სტუმრობა. მან მოუყვა ტომს, რომ ვიღაც სარგებლობდა მისი ქმრის საკრედიტო ბარათით, რომელიც მას უკვე დაებლოკა და სთხოვა გამოეკვლია ვინ იყო ეს პიროვნება. კორტნიმ ახსენა, რომ კურტი მასთან განშორებას აპირებდა და იგი სთხოვდა კობეინს, რომ გამგზავრებულიყო ნარკოტიკების რეაბილიტაციური ცენტრში, არა მისთვის არამედ თავისი გოგონას ხათრით მაინც. თან დაამატა, რომ არ იცოდა სად იმყოფებოდა კურტი. შემდგომში ადამიანმა, რომლის სახელიც იყო მაიკლ დიუიტი (კობეინის მსახური) განაცხადა, რომ იმ დილით დარეკა კორტნიმ და უთხრა, რომ მან დაინახა თავისი ქმარი სახლთან ახლოს სიეტლში.
მეორე დღეს კორტნიმ აცნობა გრანტს, რომ მან განაცხადა თავისი ქმრის დაკარგვის შესახებ, მაგრამ არა თავისი სახელით, არამედ კურტის დედის ვენდი ო’კონელის სახელით. მან იცოდა, რომ კურტს გადაწყვეტილი ჰქონდა სიკვდილი. გრანტი დაუკავშირდა ამ სააგენტოს სიეტლში, მაგრამ იქ ახალი არაფერი უთხრეს განვლილი 2 დღის დღე-ღამის განმავლობაში, ამიტომ გრანტი თვითონ გაემგზავრა სიეტლში. იგი იქ დილან კარლსონს შეხვდა და მათ ორივემ გაჩხრიკეს სახლი, რომლის გაჩხრეკვაც 2 დღე გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრანტმა არც კი იცოდა გარაჟის თავზე ოთახის არსებობის შესახებ.
დილანმა დარეკა ლოს-ანჯელესში, რომ შეეტყობინებინა ჩხრეკის შესახებ კორტნისთვის და გაიგო, რომ კორტნი დაკავებული იყო ნარკოტიკების შენახვისთვის.
მე-2 დღეს კობეინის ცხედარი აღმოაჩინა ელექტრიკმა. პოლიციელების ანგარიშის თანახმად, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდა, კობეინი იპოვეს ჩეკეტილ ოთახის კართან რომელიც მიდიოდა აივანზე. იქ იდგა სკამი რომელიც შემდგომ პრესის ანგარიშებში ბარიკადად იყო გადაქცეული. კარზე საკეტი ავტომატური იყო, რომელიც დახურვისთანავე კეტავდა მას ნებისმიერი მხრიდან. ერთ-ერთ პოლიციელმა ცხედარის გვერძე დაგდებული საფულე აიღო, მისგან მოწმობები ამოიღო და საფულესთან ერთად სკამზე დადო, რათა სურათი გადაეღო. იქიდან წამოვიდა თეორია იმის შესახებ, თითქოს კობეინმა სპეციალურად დადო თავისი დოკუმენტები თვალსაჩინო ადგილას, რომელიც ადასტურებდა მის პიროვნებას. ამის აუცილებლობა არც იყო რადგან მისი სახე არ იყო დამახინჯებული მკვლელობის შემდეგ ისე, რომ პოლიციელაბს ვერ ამოეცნოთ. შემდეგ იწყება მთავარი უცნაურობა რომელიც ვერ ახსნეს თვითმკვლელობაში ყველაზე რადიკალურმა მომხრეებმა. კობეინის ხელზე იყო ახალი ნანემსარის კვალი. ხოლო სისხლში აღმოაჩინეს 1-ლიტრაზე 1,52 მილიგრამი მორფინი (ჰეროინის დაშლის პროდუქტი). ასევე დიაზეპამის (აძლიერებს ნარკოტიკული პრეპარატების მოქმედებას) კვალი. მორფის შემცველობა სისხლში 3-ჯერ აღემატებოდა სასიკვდილო დოზას. ამასთან დაკავშირებით სრულად გაუგებარი იყო რისთვის დასჭირდა ნარკომანს რომელმაც გაიკეთა სასიკვდილო დოზა, აეღო თოფი და თავი მოეკლა. მაგრამ საქმე ამაში არ არის: დამოუკიდებელი სამედიცინო დასკვნების თანხამად ყველა სხვა შემთხვევებშიც, რომელიც მზგავსი იყო კობეინის სიკვდილის, ადამიანები ვერ ასწრებდნენ ინექციის გაკეთებისას რაიმე მოქმედების ჩადენას, რადგან რამოდენიმე წამში წყდებოდა მათი კუნთების აქტიურობა და ხელიდან უვარდებოდათ შპრიცი. ამიტომ ის ვარიანტი, რომ კობეინმა ინექციის შემდეგ აიღო თოფი და თავი მოიკლა ძალიან საეჭვოა. თუმცა სიტუაცია უფრო უცნაური იყო: თოფში იდო არა 1 ტყვია არამედ 3, რომელიც თავისთავად არ არის გასაკვირი. თუმცა ზემოთ ხსენებული ფაქტი შედგენილია შემდეგნაერად: კურტს ეშინოდა, რომ მას არც ჰეროინი მოკლავდა და არც პირველი ტყვია. თოფი გაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე რომელიც ერთი თვის შემდეგ გაკეთდა და მასზე არ იქნა აღმოჩენილი თითის ანაბეჭდები. ძნელი წარმოსადგენია, რომ ადამიანმა აიღო თოფო და თავის მოკვლა სცადა არ დატოვებდა თითის ანაბეჭდებს მასზე. ასევე უცნაური იყო დატოვებული წერილი კობეინის პირად გრძნობებზე მუსიკასთან, როკ-ენ-როლთან და შემოქმედებასთან მიმართებაში. იგი წერილში წერდა თავის იმედგაცრუებეზე. ამ წერილში არცერთი სიტყვა და ფრაზა არა არის თვითმკვლელობაზე. იგი წერდა, რომ უნდოდა განმარტოება. ეს წერილი უფრო მიუთითებს იმაზე, რომ მას კიდევ უნდოდა მუსიკის დაწერა ვიდრე სიკვდილი. განსაკუთრებით ჟურნალისტებს თვალში მოხვდათ ერთი ფრაზა: ,, მე უკვე აღარ მაქვს არანაერი ხალისი, მაგრამ მახსოვს ერთი რამ ჯობს დავიწვა ვიდრე შევერიო’’. რომელიც მის რომანტიკულ ნატურას შეესაბამისებოდა. იგი თავის ცოლს მიმართავდა წერილში, რომ შვილის გამო ეცხოვრა რომლის სიცოცხლე უფრო ბედნიერი იქნებოდა მამამისის გარეშე. ამ წერილის ასლები გრანტმა გადაუგზავნა რამოდენიმე ექსპერტს, რომლებმაც აღმოაჩინეს რამოდენიმე შეუსაბამისობა. წერილის ბოლო ნაწილი უფრო ნათელია ვიდრე ძირითადი ტექსტი. თითქოს ის დაწერეს სხვა კალმით და სხვა ხელის დაწოლით. ექსპერტებმა ასევე იპოვეს 10-დან 20-მდე უზუსტობები. 13 აპრილს გრანტი გაფრინდა ლოს-ანჯელესში კორტნის
რწმუნებულთან როზმან ქეროლთან. მან აცნობა ტომს მეტად უცნაური რამ: როცა იგი აპირებდა სიეტლში გაფრენას კურტის მოსაძებნად, ლავმა დაურეკა და უთხრა შემდეგი რამ: ,,აუცილებლად მოინახულე სათბური’’. ორი დღის ძებნის განმავლობაში კარლსონი ერთხელაც არ შესულა სათბურში და არც გრანტს უთხრა ამის შესახებ. შემდგომში როცა მას დაუსვეს კითხვა ,,რატომ?” დილანმა უპასუხა, რომ ამ ერთ პატარა ჭუჭყიან ოთახში არავინ ეგულებოდა. გრანტმა შენიშნა, რომ ამ ფაქტს არავიზე ზემოქმედება არ მოუხდენია, რომ არა მთელი რიგი მოვლენების არასწორად განვითარება. ამას გრძნობდა ქეროლი და კობეინის დედაც. შემდგომში განვითარდა უფრო სუბიექტური ხასიათის მოვლენები. როდესაც გრანტმა ლავი დაკითხა შენიშნა რომ იგი ძალიან ნერვიულობდა. მან უთხრა გრანტს, რომ იგი აპირებდა კობეინის ხელისგან ფიტულის გაკეთებას. გრანტმა უთხრა რომ ამ ფიტულაზე თითის ანაბეჭდებიც უნდა ყოფილიყო ასახული. ლორტნი აღშფოთდა, მისი აზრით ეს იყო სუფთა პოლიციური პროვოკაცია. იგი ხშირად იჭერდა მას პატარ-პატარა ტყუილებში. 25 აპრილს ტომი რომელსაც უნდოდა რამოდენიმე საკითხში გარკვევა მივიდა პოლიციის განყოფილების მკვლელობის ქვეგანყოფილებაში. ამ განყოფილების თანამშრომლები გამოძახებული იყვნენ შემთხვევის ადგილზე კურტ კობეინის გარდაცვალების დღეს. მან სთხოვა პოლიციელებს ეჩვენებინათ მისთვის დანაშაულების ადგილზე გადაღებული ფოტო სურათები. სერჟანთმა რომელიც ამ საქმეს იძიებდა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის სურათები არ არსებობდა. თუმცა შემდგომში გამოქვეყნებულ გამოძიებების ანგარიშებში აღნიშნული იყო რომ ორი ფოტოაპარატით ხდებოდა სურათების გადაღება.გრანტი და მასთან ერთად სხვებიც არ ამტკიცებდნენ, რომ კორტნიმ მოისყიდა პოლიციელები. ახსნა განმარტება უფრო ადვილი სახით იქნა მოწოდებული. ანუ ქალაქის მცხოვრებლებს მობეზრდათ თავიანთი სახელოვანი თანამემამულე, მძიმე ნარკომანი რომელიც ელემენტარული ჰიგიენის წესებს არ იცავდა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა კურტს უწოდა: ,,ადამიანთა მოდგმის უსარგებლო ნაწილი’’. მათი უმეტესობა კი თვლიდა რომ კურტმა დაიმსახურა ასეთი სიკვდილი. ამიტომაც გამოძიება ზერელედ იყო ჩატარებული. თავს არავინ იწუნებდა და ასევე თვალს ხუჭავდნენ გამოძიების დროს აღმოჩენილ უზუსტობენზე. რაც შეენება კორტნი ლავს მასთან უფრო რთულად იყო საქმე.
მასზე ეჭვი თავიდან არ იქნა მიტანილი, თუმცა მას ჰქონდა ამ მკვლელობის მოტივი და ამასთანავე არაერთი. კობეინის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კორტნი ელაპარაკა კეროლს მოსალოდნელი განქორწინების შესახებ და სთხოვა მისთვის მოეძებნა ადვოკატი. კეროლისთვის ცნობილი იყო, რომ კურტი აპირებდა ანდერძიდან კორტნის ამოშლას. ასე რომ კანონით ქმრის 30 მილიონიანი ქონებიდან მას რჩებოდა არაუმეტეს 1 მილიონისა პლიუს თავისი ქალიშვილის შენახვის ხარჯებ ცნობილია ასევე ის თუ როგორ სთხოვდა იგი კურტს ლოლაპალუზუში დაგეგმილი კონცერის ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ კობეინს კორტნი უყვარდა მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო. გარდა ამისა კორტნიმ მემკვიდრეობით მიიღო კობეინის დიდება. მეუღლის სიკვდილის შემდეგ ინტერესი მისი ჯგუფის მიმართ ერთიორად გაიზარდა. მას ქვრივის სტატუსმა შესძინა სხვა ხალხის თვალში გმირისა და მსხვერპლის იმიჯი. გაჩნდა ასევე კიდევ ერთი ფაქტი: ვიღაც როკერი და ალკოჰოლიკი ამტკიცებდა, რომ რამდენიმე დღით ადრე კობეინის სიკვდილამდე, ლავმა მას 50 000 დოლარი შესთავაზა კურტის მკვლელობისთვის. მან განაცხადა, რომ მათ ასეთი დიალოგი ჰქონდათ:
,,-ჩემი ქმარი ბოლო დროს გახდა აუტანელი და მე მინდა, რომ შენ მას გაუსწორდე
-სერიოზულად?
-კი მე ამას სერიოზულად გეუბნები. მაგრამ ყველაფერი ისე უნდა იყოს რომ ვითომ კურტმა თავი მოიკლა…’’
1996 წელს ჰიუკი შეამოწმეს სიცრუის დეტექტორზე და მან ის წარმატებით გაიარა. ერთი წლის შემდეგ კი იგი მოკლეს საიდუმლო ვითარებაში.
არის კიდევ მე-2 ვერსიაც: სიკვდილის შემდეგ ლავ ჰენკ ჰარისონმა (კორტნი ლავის მამა) რომელიც ავტორი იყო ჯგუფი ,,Granteful Dead”–ის ბიოგრაფიული წიგნის განაცხადა, რომ მისმა ქალიშვილმა მოკლა კურტ კობეინი. მან ასევე ილაპარაკა კორტნის შესახებ და დასძინა ისიც რომ იგი ამაზრზენი პიროვნება იყო. ის ამას ისე
დამცინავად იძახდა, რომ ჟურნალისტებს შეეცოდათ ლავი ასეთი მამის ხელში. კობეინის გარდაცვალების შემდეგ კორტნი არალოგიკურად იქცეოდა. იგი სიტყვებს ერთმანეთში ურევდა და ითხოვდა გრანტისგან რაღაც საიდუმლოების შენახვას. ასევე იგი ყვებოდა კურტთან ცხოვრების დეტალებს და აღნიშნავდა თუ როგორი ძნელი იყო მასთან ცხოვრება. ამის დასამტკიცებლად იგი ყვებოდა სხვადასხვა ინციდენტებზე. ერთი თვით ადრე სიკვდილამდე კურტი ალკოჰოლით მოწამლის გამო მოხვდა სავაადმყოფოში. იგი იპოვა ლავმა და გამოუძახა სასწრაფო დახმარებას. ეს ხდებოდა დილით როდესაც მან შემთხვევით გაიღვიძა. თუმცა კორესპონდენტების სურათებზე კარგად ჩანს მისი მაკიაჟი, რაც ძალიან უცნაურია ახალგაღვიძებული ადამიანისთვის.
ასევე კორტნიმ აჩვენა ყველას კურტის ჩანაწერი სადაც დოქტორ ბეიკერთან კურტი ამბობს: ,,მე უნდა ავირჩიო გზა სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის… მე მძულს ჩემი თავი და მინდა სიკვდილი’’. კორტნიმ ამ ჩანაწერს უწოდა სიკვდილის წინა ჩანაწერი. ბეიკერი იყო კურტის ნარკომანი და სავარაუდოა, რომ მან აუხსნა პაციენტს, რომ მისი შემდგომი ნარკოტიკების მოხმარება მიიყვანდა მას სიკვდილამდე და კურტმა რეაგირება მოახდინა ადეკვატურად-,,დაე იყოს ასე!’. კორტნი ამტკიცებდა, რომ იგი არაერთხელ ცდილობდა მის ჩამოშორებას ნარკოტიკებისაგან. ქმრის გარდაცვალებიდან 2 თვის შემდეგ ლავმა განაცხადა, რომ კობეინმა სიკვდილის წინ დაწერა ორი წერილი, მე-2 თითქოს კობეინმა ჩადო კონვერტში და შეუცურა ბალიშის ქვეშ თავის ცოლს. მაგრამ ტომ გრანტმა დაურეკა მას და უთხრა, რომ ნარკოტიკების ძებნის დროს მათ გადააქოთეს მთელი ლოგინი სადაც წერილის ნაცვლად ლეიბის ქვეშ ჰეროინი აღმოაჩინა. გრანტმა მოსთხოვა კორტნის ეჩვენებინა მისთვის ეს წერილი.
მან აცნობა ამ წერილიდან რამდენიმე ციტატა რომლიდანაც სხვადასხვა აზრის გამოტანა შეიძლებოდა. ეს წერილი პირველ წერილთან ერთად ძალიან საეჭვო თვითმკვლელობას ხატავდა. წარმოიშვებოდა სამართლიანი ეჭვები, რომ პირველი წერილი დაწერილი იყო მუსიკიდან წასვლის შესახებ ხოლო მე-2-ში ლავთან განშორების შესახებ. მე-2 წერილს ისე დიდხანს ინახავდა კორტნი, რომ მას არ სურდა ამის გახმაურება და ის ვინც ადანაშაულებდა ლავს, მიუთითებდნენ მის ფსიქოლოგიურ პორტრეტზე, მის ისტერიულ ნერვოსტენიკობაზე და ხარბ ხასიათზე.
ხალხი, რომელთაც სჯეროდათ ლავის დამნაშავეობის, ითხოვდნენ მის დასჯას სხვადასხვანაერად. ზოგი მის სიკვდილით დასჯას ითხოვდა, ზოგი კი შენდობას. ბევრი თვლიდა, რომ იგი ასევე პასუხისმგებელი იყო იმ ახალგაზრდების სიკვდილზე, რომლებმაც კურტის სიკვდილის შემდეგ თვითმკვლელობით დაამთავრეს სიცოცხლე, ასეთები კი 70-მდე ადამიანი იყო. ასევე პასუხს ითხოვდნენ იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც ამ ამბებს აშუქებდნან.
თუმცა თუ შევხედავთ უფრო ფხიზელი და ობიექტური თვალით- კორტნის თავს დაესხნენ როგორც მორიგ ალქაჯს. თუმცა გარდა მიახლოვებითი, ბუნდოვანი ეჭვებისა პირდაპირი სამხილი კორტნის წინააღმდეგ არ არსებობდა. ,,ყველა ისტერიით შეპყრობილი ადამიანი მკვლელი არ არის. როგორც ყველა მდიდარი ადამიანის ცოლები მკვლელები არ არიან’’_ასე ამართლებნენ კორტნის.
ხოლო რაც შეეხება იმას, მოკლეს თუ თავი მოოკლა კურტმა, ეს საკმაოდ რთული დასადგენია. გამოძიება ჩატარდა ფარულად. თვით კორტნი კი ითხოვდა ყველა პროცედურის შეწყვეტას და თან დიდი დრო გავიდა და აღარავის აინტერესებს იმ დროინდელი წვრილმანები. იმას, რომ კურტ კობეინმა თავი მოიკლა მთელი გამოძიების დროს აღმოჩენილი უზუსტობელი ეწინააღმდეგება. ამ საქმით არავინ იყო დაინტერესებული და მეტიც ერთი სული ჰქონდათ როდის შევიდოდა ჩრდილში ამ საქმის მასალები.
სავარაუდო მოსაზრება კი შემდეგში მდგომარეობს: კორტნი ლავმა კურტის ანდერძიდან ამოღების შემდეგ გადაწყვიტა თავის ქმარზე შურისძიება. მან ელტონ ჰიუკს შესთავაზა 50 000 დოლარი ქმრის მკვლელობისთვის. მაგრამ მისგან მტკიცე უარი მიიღო. შემდეგში კორტნიმ მოძებნა ისეთი ადამიანი რომელიც ამას შეძლებდა. სავარაუდოდ ამ ადამიანის მიერ არის დაწერილი წერილის ნაწილი და მოკლული ელტონ ჰიუკი.
სიკვდილის შემდეგ კურტის სხეული დაწვეს და ქალაქ აბერდინში (სადაც მან მთელი ბავშობა გაატარა) გაიხსნა მისი მემორიალი.
მას შემდეგ 12 წელი გავიდა, ყველამ მიივიწყა ეს ამბავი და ოფიციალურ ვერსიას დაეყრდნენ ყველა ის ვისაც რამე მაინც სმენია კურტ კობეინის შესახებ.

წყარო: http://missylonen.wordpress.com/2009/12/19/54/

იმედია არ შეგეზარათ როკის მსმენელებს ამ პოსტის წაკითხვა და მიხვდით რომ დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close