გასართობივიდეოებისაკითხავი

Hevisaurus – საბავშვო მეტალ ჯგუფი


Hevisaurus შექმნილია ლეგენდარული ბენდის Dio და Sonata Arctica ჯგუფის წევრების მიერ. მათი მთავარი მიზანი იყო ჩაეწერათ ჰევი მეტალი ბავშვებისთვის. მუსიკა თავისთავად ფინურია, ხოლო სიმღერის ტექსტები აღებულია პოპულარული საბავშვო მოთხრობებიდან

Hevisaurus არის ფინური საბავშვო პოვერ მეტალ ჯგუფია, რომლის წევრები დინოზავრის კოსტიუმებში არიან გამოწყობილნი. ჯგუფის შექმნა დაიწყო Thunderstone-ის დრამერმა მირკა რანტანენმა. მათი პირველი ალბომი Jurahevin kuninkaat (“Kings of Jurassic Metal”) იყო ფინეთის ალბომების ჩარტში 10 კვირის განმავლობაში, მაქსიმუმ მეხუთე ადგილზე. როცა რანტანენი დაესწრო საბავშვო მუსიკალურ კონცერტს თავის შვილთან ერთად, მან გადაწყვიტა შეექმნა როკ ჯგუფი ბავშვებისათვის. ჰევისაურუსის პირველი კონცერტი შედგა 2009 წლის სექტემბერში. დიდი ინტერესის გამოხატვის შემდეგ ჯგუფმა კონტრაქტი გააფორმა Sony BMG_თან და გამოვიდა მათი პირველი ალბომიც.

პირველ ალბომზე მუშაობდნენ ისეთი ცნობილი ჯგუფის ცნობილი წევრები, როგორებიც არიან: Mirka Rantanen (Thunderstone), Jens Johansson (Dio, Yngwie J. Malmsteen, Stratovarius), Henrik Klingenberg (Sonata Arctica), Mikko Kosonen (Maija Vilkkumaa), Nino Laurenne (Thunderstone) და Mikko Salovaara (Kiuas).

ჯგუფის წევრები არიან:
Herra Hevisaurus – ვოკალი
Milli Pilli – კლავიშები
Riffi Raffi – გიტარა
Muffi Puffi – ბასი
Komppi Momppi – დრამი

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close