არქივი

ახალი წლის დღესასწაულის ტრადიციები საქართველოში

86217d2b9c81

ახალი წლის თარიღს საქართველოში ხშირად ცვლიდნენ. მეშვიდე საუკუნემდე ახალ წელს აგვისტოში აღნიშნავდნენ, მეშვიდე საუკუნიდან მეცხრე საუკუნის დამდეგამდე – სექტემბერში, შემდგომ კი ახალი წელი მარტში გადაიტანეს.
მარტში ახალი წლის აღნიშვნა გამართლებულიც იყო. რაღა მაინც და მაინც შუა ზამთარში? წელიწადი ხომ გაზაფხულით იწყება?! რაც შეეხება შობას, ამ დღესასწაულს ჩვენში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რაზეც დეკემბრის ქართული სახელწოდება – ქრისტეშობისთვეც მეტყველებს.

67d0badce2b9

მეკვლეს ფენომენი

ზოგადად ახალი წელი კარგი საშუალებაა “ძველის დასავიწყებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად” პირობითი ზღვარი რომ გაავლო. ამიტომ ყველა ცდილობს, ახალი წლის დღეებში ცუდზე ნაკლები იფიქროს და კამპანიისთვის ისეთი ადამიანები შეარჩიოს, ვისთანაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.

გარდა ამისა ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი დღესასწაულია და მისი მთავარი ხიბლიც ისაა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახში აღინიშნება. ტრადიციულად, ამ დღესასწაულის შინაარსიც სწორედ რამდენიმე სუფრის შემოვლასა და ახლობელი ოჯახების მილოცვა-დალოცვაში მდგომარეობს, რაც გარკვეული წესრიგის დამყარებას მოითხოვს.

წესრიგი კი მარტივად მყარდება, ტრადიციების მიმდევარი ადამიანები ღამის 12 საათს საკუთარ ჭერქვეშ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ხვდებიან, რის შემდეგაც წინასწარ შეთანხმებული მიმოსვლა იწყება. თუმცა მანამდე მეკვლეობის მნიშვნელოვანი რიტუალია ჩასატარებელი.

მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. სტუმრის მიღება, ტრადიციულად, ოჯახის ღირსებად ითვლება და ქართველ კაცსაც უჩნდება პრეტენზია – ეს ღირსება ახალ წლის პირველ წუთებშივე დაიცვას. მეკვლე, პირველ ყოვლისა, სტუმარს ნიშნავს და ოჯახის წევრის გარეთ გასეირნება და უკან შემობრუნება მეკვლეობად არ ითვლება.

ელგუჯა იოსელიანი, ეთნოგრაფი: “თვითონ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს. თუმცა კვალიც არის და კვალიც, და ეს კვალი, პირველ რიგში, “ფეხზეა” დამოკიდებული.

ქართველი კაცი, უცხო ოჯახში რომ შედის, კეთილი იყოს ჩემი ფეხიო -ამბობს. უცხო ფეხის შემოდგმას ოჯახში სიმბოლური დატვირთვა აქვს და “კეთილი და ბოროტი” ფეხის ცრუ რწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეს, საახალწლო სტუმარს არა რაღაც “სასურველი”, არამედ აუცილებელი სტატუსი ენიჭება. ამისთვის კი ეს საკითხი წინასწარ უნდა მოაგვარო.

საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩედნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. მაგრამ ისეთებიც არიან, ცხოვრებაში კაცისთვის არაფერი რომ არ უწყენინებიათ, მაგრამ მათი სტუმრობა თუ უბრალო დანახვა ვიღაც-ვიღაცეებს ცუდად აქვთ დაცდილი. მეკვლედ, რა თქნა უნდა, ასეთ ადამიანს არ დაპატიჟებ.

“შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა”, ასეთია მეკვლის დალოცვა.

სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შენონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ “ყოჩ ვაზთან” დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე მთესველივით ფანტავდა”.

55a26959a8b5

ახალი წელი სამეფო კარზე

საქართველოს სამეფო კარის საახალწლო ეტიკეტი გამორჩეული იყო: მეფის საზეიმო შემოსვლა, მეკვლე, მილოცვები..

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, მეჯინიბეთუხუცესი მეფეს სამ ცხენს მიართმევდა, ორი სამეფო ცხენი იყო, ერთი კი – ჯაგლაგი. ჯაგლაგს კლავდნენ და ხორცს სანადიროდ შეგულებულ ადგილას ყრიდნენ, რათა სუნით ნადირი მიეტყუებინათ.

ცისკრის ლოცვის წინ, სამეფო ოჯახში ჭყონდიდელი ჯვრითა და ხატით შემოდიოდა და ის უკვლევდა. ცისკრის ლოცვის შემდეგ კი, ნადირობა იმართებოდა. ამ დღეს ნადირისთვის არ უნდა აეცდინათ და ვისაც მიზანი უმტყუვნებდა, იმას წელი ცუდად წაუვიდოდა.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button