საკითხავისასარგებლოსურათები

მსოფლიოს მრავალფეროვანი გემოვნება

გემოვნება ეს ის საკიხია, სადაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი არჩევანი გვაქვს და არც მის დამასაბუთებელ არგუმენტების სიმცირეს ვუჩივით. ამბობენ გემოვნებაზე ყველაზე მეტად დაობენო, თუმცა არსებობს საკითხები, რაშიც მსოფლიოს დიდი ნაწილის გემოვნება ერთმანეთს ემთვევა.

მაშ ასე, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული:

1. სახელი

მსოფლიოში ყველზე გავრცელებულ სახელად მუჰამედი ითვლება. საერთაშორისო სტატისტიკებზე დაყრდნობით ეს სხელი 150 მილიონზე მეტ ადამიანს ჰქვია.

P.S. სურათზე ერთ-ერთი მუჰამედია. მუჰამედ იანუსი – ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი. დააფუძნა და განავითარა მიკროკრედიტის კონცეფცია – მცირე სესხების გაცემა ღარიბ მეწარმეებზე.

2. საჭმელი

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტად პიცა უყვართ. :) ძალიან ბევრ ქვეყანაში ამ უგემრიელესი საკვებით დიდი სიამოვნებით გაგიმასპინძლდებიან. მით უმეტეს, რომ პიცის მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს…

3. არაალკოჰოლურ სასმელი.

წყალი! დიახ, მსოფლიოში(მეც) წყალი უყვართ ყველაზე მეტად. მას უკან დამსახურებულად ჩაი და ყავა მოყვებიან.

4. ალკოჰოლურ სასმელი.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და პოპულრული ალკოჰოლური სასმელი ლუდია. ბევრ ქვეყანაში ლუდის ხარშვის თავიანთი კულტურა აქვთ, ამიტომ თითოეული მათგანის გასინჯვაც არ იქნებოდა ურიგო.

5. სპორტი

რათქმაუნდა და უკომენტაროდ ფეხბურთი.

6. საიტი.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საიტი google რომაა დარწმუნებული ვარ ყველამ კარგათ იცით. მას Facebook მოყვება 590 000 000 მილიონი მომხმარებლითა და YouTube 490 000 000 იუსერით.

7. ქალი.

მსოფლიოში სხვადასხვა საძებო სისტემების გამოყენებით ყველაზე ბევრჯერ Lady Gaga “იძებნება”. ამიტომაც ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქალების ათეულის სათავეშია. მას უკან Madona, Kesha, Beyonce და Rihanna მოყვებიან.

8. ფილმი.

ყველა დროის საუკეთესო ფილმად ჯეიმს კამერონის “ტიტანიკი” ითვლება. ის ასევე ყველაზე მაღალ ბიუჯეტიან ფილმად არის აღიარებული. მის გადაღებებზე 200 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.

9. წიგნი.

მსოფლიოში ყველა დროის ბესტსელერი ჩარლზ დიკენსის წიგნია – A Tale of Two Cities. იგი 1859 წელს გამოიცა და 200 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.

10. საშობაო სიმღერა

რახან ახალი წელი და შობა გვიახლოვდება ესეც ჩავურთე. მსოფლიოში mp3-ის სახით გადმოწერის მხრივ ლიდერი მერაია ქერია სიმღერით “All I want for Christmas is you!” გამოგიტყდებით და ეს სიმღერა მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ არა ქალბატონი მერაიას შესრულებით, არამედ Dave Melillo -სი, ამიტომ მის ნამღერს შემოგთავაზებთ. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close