არქივი

ასტეროიდები – წარმოშობა, მოძრაობა, აღმოჩენები! [+ ვიდეო]

ასტეროიდები გახლავთ პლანეტარული სხეულები რომლებნიც ბრუნავევ მზის გარშემო… განაგრძეთ…

ასტეროიდები

ასტეროიდები გახლავთ პლანეტარული სხეულები რომლებნიც ბრუნავევ მზის გარშემო. ასტეროიდებს ასევე ეძახიან მინორ პლანეტებს ან პლანეტოიდებს(პატარა პლანეტებს). მათგან უმეტესობა თავმოყრილია სარტყელში მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის. ეს სარყელი მოიცავს 100 კილომეტრსი დიამეტრის მქონე 200მდე ასტეროიდს. მეცნიერებმა გამოთვალეს რომ აქ დაახლოებით 750,000 ასტეროიდია რომელთა დიამეტრის ზომა 1 კილომეტრზე მეტია. გაცილებით პატარა ასტეროიდები კი მილიონობითაა. ასტეროიდის ზედაპირის საშუალეო ტემპერატურა -73 გრადუსია ცელსიუსით.

ასტრონომებმა ზუსტად არ იციან როგორ წარმოიშვნენ ასტეროიდები. ერთერთი წამყვანი თეორიის თანახმად, ცნობილ ასტეროიდთა უმეტესობა შედარებით პატარა ობიექტების ნამსხვრევებია. ეს ის ნარჩენებია რომლების პლანეტათა ფორმირების შემდეგ დარჩნენ. სხვა ასეთი ობიექტები გროვდებოდნენ და ერთად წარმოქმნიდნენ პლანეტებსა თუ მათ სატელიტებს.

ზომები

ასტეროიდების ზომები საკმაოდ განსხვავებულია. უდიდესი ასტეროიდი რომელიც აღმოუჩენიათ გახლავთ Ceres-ი. ის 1801 წელს აღმოაჩინეს და მისი დიამეტრი 933 კილომეტრია. ფიქრობენ რომ ამ ასტეროიდის მასა სხვა ცნობილი ასტეროიდების მთლიანი მასის მესამედია. ყველაზე მცირე ზომის აღმოაჩინეს 1991 წელს და დაარქვეს 1991 BA, მისი სიგრძე მხოლოდ 6 მეტრია.

შემადგენლობა

ასტეროიდებიდან არეკლილი სინათლის შესწავლით გაარკვიეს ასტეროიდების შემადგენლობა. მეცნიერებმა ასტეროიდები ორ ჯგუფად დაყვეს. ასტეროიდების ერთი ჯგუფი დომინირებს ზემოთხსენებული სარტყელის გარე ნაწილში. ეს ასტეროიდები მდიდარია ნახშირბადით. მათი შემადგენლობა არ შეცვლილა მას შემდეგ რაც მზის სისტემა ჩამოყალიბდა. მეორე ჯგუფის ასტეროიდები ამ სარტყელის შიდა ნაწილში მდებარეობენ და მდიდარია მინერალებით. ეს ასტეროიდები წარმოიქმნენ გამდნარი მასალისგან.

ასტეროიდების გაზომვა

cqgoh

1990 წლამდე ასტონომებს ატეროიდების გაზომვა მხოლოდ 3 მეთოდით შეეძლოთ. პირველი მეთოდი გახლდათ ტელესკოპების გამოყენება იმ მანძილის დასადგენად თუ რამდენად იყვნენ დაშორებულნი მზიდან, მზის სხივების არეკვლის ოდენობა და გაცემული სითბოს ოდენობა. არეკლილი მზის სხივების ოდენობა ან სითბო რომელიც აღწევს დედამიწაზე დამოკიდებულია ასტეროიდის ზომაზე და იმაზე თუ რამდენადაა ის მზიდან დაშორებული.

მეორე მეთოდი გახლდათ ტელესკოპის გამოყენება, ასტრონომები აკვირდებოდნენ ასტეროიდის სილუეტს მაშინ როცა ის რომელიმე ვარსკვლავს მოეფარებოდა.

მესამე მეთოდი გულისხმობს რადიო ტელესკოპების გამოყენებას ასტეროიდის სურათის მისაღებად.

1991 წლიდან ასტრონომებმა დაიწყეს მეოთხე მეთოდის გამოყენებაც. ისინი უფრო ახლოდან აკვირდებოდნენ ასტეროიდებს კოსმოსური საკვლევი-სადგურების დახმარებით. იმ წელს აშშ-ს კოსმოსურმა სადგურმა „გალილეომ“ გადაიღო ასტეროიდის პირველი დეტარული ფოტო. ასტეროიდის სახელი იყო „გასპრა“ და მისი ფორმა კი არასიმეტრიული.

ორბიტები

ასტეროიდთა უმეტესობა ბრუნავს ელიფსზე ასტეროიდების სარტყელში. ასტეროიდების ჯგუფს რომელიც ერთ ორბიტაზე ბრუნავს „ჰირაიამას“ ოჯახი ჰქვია. ეს  სახელი იაპონელი ასტრონომის კიიოცუგუ ჰირაიამას პატივსაცემად დაარქვეს, იმიტომ რომ მან აღმოაჩინა პირველად ასეთი ჯგუფები.

ბევრი ასტეროიდი მოძრაობს ისეთ ორბიტაზე რომელიც სარტყელის გარეთაა. მაგალითად გარკვეული ასტეროიდები რომელთაც ტროელებს ეძახიან მოძრაობს იგივე ორბიტაზე რაზეც იუპიტერი მოძრაობს. ასტეროიდების სამი ჯგუფი – ათენები, ამორები და აპოლოები მოძრაობენ მზის სისტემის შიდა ორბიტაზე და ცნობილია როგორც დედამიწასთან ახლოს მოყფნი.

w1sia

ასტეროიდთა დაჯახებები

ბევრი მეცნიერი ფიქრობს რომ ასტეროიდები დაეჯახნენ დედამიწას 65 მილიონი წლის წინ და გამოიწვიეს გარემოს უდიდესი ცვლილებები, სწორედ ეს ფაქტი გახდა დინოზავრების გადაშენების მიზეზი.

1908 წელს რაღაც ობიექტი აფეთქდა ტუნგუსკას მდინარის მიდამოებში სიბერიას თავზე 10 კილომეტრით მაღლა ცაში.  ეს ობიექტი შესაძლებელია ყოფილიყო ასტეროიდი მაგრამ ზუსტად არაა გარკვეული. თუმცა აფეთქება 80 კილომეტრის სიგრძეზე დაწვა ტყეები და გარემო.

იუპიტერისა და სხვადასხვა პლანეტების გრავიტაციული ძალა იწვევს ასტეროიდების ორბიტის ნელ ცვლილბას. ორბიტების ცვლილება იწვევს მათ შეჯახებას და სეჯახების შედეგად წარმოიქმნება შედარებით მცირე ზომის ასტეროიდები და მათი ნამსხვრევები. ზოგი პატარა გრაგმენტი ამ ნამსხვრევებისა აღწევს დედამიწის ზედაპირს მეტეორების სახით.

ვიდეო!

ვიდეო აღწერს ასტეროიდთა აღმოჩენებს 1980-დან 2010-წლამდე.

ვიდეოს რომ ჩართავთ, დააკვირდით მარცხენა ქვედა კუთხეში. გამოისახება წლები და ასტეროიდების რაოდენობა.

ვიდეო ილუსტრაციულადაც ძალიან კარგად აღწერს ასტეროიდების აღმოჩენას 1980-დან დღემდე.

წყარო: http://newsmacne.com


მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button