საკითხავისასარგებლოუცნაური

შეშლილი მონარქები!

რომის იმპერატორ გაიას (2-41 ჩვ.წ.აღ-მდე) მეტსახელი კალიგულა სამხედრო ფეხსაცმელების, კალიგების სიყვარულის გამო შეარქვეს. ტახტზე ასვლიდან რამდენიმე თვეში კალიგულა ფსიქიურად დაავადდა და აზროვნებისა და განსჯის უნარი ფაქტობრივად დაკარგა. ის აბსოლუტური შეშლილი იყო და ასეც იქცეოდა.მას ეგონა ,რომ ცოცხალი ღმერთი და ყოვლისშემძლე გახლდათ. არავის უჯერებდა, თავისი სურვილისამებრ სახელმწიფო ჩინოვნიკად დანიშნა საყვარელი ცხენი იციტატი.თანაც,ბრძანა რომ მისთვის მარმარილოს საჯინიბო და სპილოს ძვლის ბაგა გაეკეთებინათ.კალიგულას რამდენიმე ცოლი ჰყავდა,რომლებიც თვალის დახამხამებაში სწყინდებოდა.ვნებას ვერ იკლავდა.ის ინტიმურ კავშირს საკუთარ დასთანაც კი ამყარებდა.იმპერატორს გამუდმებით ეშინოდა რომ მის წინააღმდეგ ვიღაც შეთქმულებას აწყობდა,ამ ავადმყოფური ეჭვიანობის გამო,მან უამრავი ადამიანი ტყუილუბრალოდ სიკვდილით დასაჯა.ბოლოს სენატორებსა და საკუთარ მცველებსაც მოსწყინდათ მისი გამოხტომები,კალიგულას შეთქმულება მოუწყეს და მოკლეს.!

ფრანგთა მეფე კარლ მეექვსე!

საფრანგეთის მეფე კარლ მეექვსე (1368-1422)სიგიჟის პერიოდული შეტევებით იტანჯებოდა.ერთ-ერთი ასეთი შეტევისას მეფეს ეგონა,რომ მას შუშის სხეული ჰქონდა და უმნიშვნელო შეხებითაც კი დაიმსხვრეოდა.პირველი შეტევა კარლ მეოთხეს 1392 წელს დაემართა,თუმცა უმკურნალეს და მალე განიკურნა.მოულოდნელად საფრანგეთის არმიის მთავარსარდალი მოკლეს მეფე რაზმთან ერთად მკვლელის მოსაძებნად გაემგზავრა.ისინი ტყე-ტყე დადიოდნენ და უცებ მეფის წინ უცნობი ადამიანი თითქოს მიწიდან ამოძვრა  და კარლ მეოთხეს უკან დაბრუნება სთხოვა.მეფე იმდენად იყო შეშინებული რომ მოელანდა თავს მესხმიანო,ხმალი იშიშვლა,უცნობს თავი წააცალა და თავისიანებიც ზედ მიაყოლა,ბოლოს გონება დაებინდა და ცხენიდან გადმოვარდა.კარლი ნელ-ნელა მაგრამ მაინც იკურნებოდა.მოულოდნელად ისევ ტრაგედია დაატყდა თავს.მეფეს სამი მეგობარი დამწვრობისგან დაეღუპა,თავად კარლ მეექვსე კი უცნობმა ქალმა გადაარჩინა. ამის შემდეგ მეფეს შეტევები დაეწყო ,ავადმყოფი მეფე ქვეყანას ვეღარ მართავდა,ხალხი შიმშილობდა და გარეშე მტრები საფრანგეთში თავისუფლად დათარეშობდნენ…

ციხეში გამომწყვდეულები

თურქეთის სულთანი,აქმედ პირველი (1590-1617)ციხეს ორიგინალურად იყენებდა.იგი იქ მათ ამწყვდევდა,ვისაც მისი სიკვდილის შემთხვევაში ტახტზე ასვლა შეეძლო.ამით ქვეყანაში შიდა ომებს თავიდან იცილებდა.უდანაშაულო ტუსაღები ხშირად ციხიდან შეშლილები გამოდიოდნენ.როდესაც ოსმან მეორე (1603-1622)დილეგიდან პირდაპირ ტახტზე აიყვანეს საშინელი ამბავი დატრიალდა.სულთანს მშვილდიდან მიზანში სროლა ძალიან უყვარდა.სამიზნედ კი…საკუთარ მებრძოლებსა და დაცვის წევრებს იყენებდა.იბრაჰიმ შეშლილად წოდებული ციხეში 22 წელი იჯდა,ბოლოს სულთანი გახდა,მან თავისი მმართველობის პერიოდში 280 ცოლი და ხარჭა ბოსფორში დაახრჩობინა.ერთ-ერთმა მისმა ცოლმა ტომარის გარღვევა მოახერხა და წყლიდან ამოვიდა.ამის შემდეგ სულთანის სისხლიანი საქმეების შესახებ მთელმა ქვეყანამ შეიტყო და ის ტახტიდან ჩამოაგდეს.

ბავარიის მეფე

როცა ლუდვიგ მეორე (1845-1886)ბავარიის მეფე გახდა,მას სიმპათიური და მომხიბვლელი მეფე უწოდეს.თუმცა ქვეშევრდომები ამჩნევდნენ რომ მათი მონარქი გამუდმებით გულჩათხრობილი და მდუმარე იყო.თანაც სულ მარტოობისაკენ ილტვოდა.ის რეალურ გარემოს მოსწყდა და თავის შექმნილი ილუზიებისა და ზღაპრების სამყაროში გადაეშვა.ლუდვიგის ავადმყოფურმა გატაცებამ არქიტექტურით,და კომპოზიტორი ვაგნერით,ბავარია გაკოტრების ზღვართან მიიყვანა.მისი მინისტრები მეფის წინააღმდეგ გამოვიდნენ,შეშლილად შერაცხეს და ბერგის ციხე-სიმაგრეში გამოკეტეს.1886 წლის 12 ივნისს მეფე თავის ექიმთან ერთად ეზოში საეირნოდ გავიდა,დათქმულ დროს ისინი შენობაში არ დაბრუნდნენ,მათ მოსაძებნად სპეციალური ჯგუფი გაგზავნეს .სულ მალე მათი გვამები ტბის ფსკერზე იპოვნეს.დღემდე უცნობია ეს თვითმკვლელობა იყო,უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა…

ხანძარი რომის იმპერიაში

რომის იმპერატორმა ნერონმა(37-68)დედის,ცოლის და სენატორების მოკვლის ბრძანება გასცა.ბევრი მკვლევარი მიიჩნევს რომ სწორედ ამ შეშლილმა იმპერატორმა გააჩინა გრანიოზული ხანძარი,რომელსაც რომის ნაგებობათა 2\3 შეეწირა.

შეშლილი დედოფალი

ესპანეთის ტახტის მემკვიდრე ხუანამ(1479-1555)თავისი გარდაცვლილი ქმრის ,ანუ მეფის დაკრძალვაზე სასტიკი უარი განაცხადა.ის შეშლილა შერაცხეს და 50 წლის მანდილზა,ციხიდან არ გამოუშვეს.ცნობისათვის:ხუანა შეშლილს ნიშნავს.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close