TECH & მეცნიერებამარკეტინგი

რეკლამა ქართულად და უცხოურად

had2k
ძლიერ ვარ შეწუხებული იმ ფაქტით, რომ თანამედროვე ქართული რეკლამების უმეტესობა ნაგავია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. განსაკუთრებით გამიცრუვდა იმედები ამის გამოსწორებისა, მას შემდეგ, რაც საკომუნიკაციო სივრცეში შემოვიდა ბანი და ტელევიზორში გამოჩნდა ბანის უგემოვნო და უღიმღამო რეკლამები, ამ რეკლამებს არ ჩამოუვარდება “ბარნის” რეკლამა, რომელსაც საუნდტრეკად აქვს ყველაზე უშნოდ შესრულებული სიმღერა. ამას კიდევ ემატება კბილის პასტების, ტუალეტის ქაღალდების, პამპერსების, სარეცხი საშუალებების და სხვა მსგავსი პროდუქციის სულელური და უინტერესო რეკლამები, რომლებსაც არ ჩამოუვარდებათ თავიანთი იდიოტურობით სხვადასხვა მედიკამენტების რეკლამები. ჩამოგითვლით იმ მიზეზებს, რომელთა გამოც საქართველოში რეკლამა იწვევს ზიზღს

1. რეკლამები მეორდება ძალიან ხშირად, რაც იწვევს ინტერესის დაკარგვას მის მიმართ და აღარ გვინდება მათი ხელახლა ნახვა.
2. რეკლამების უმეტეს ნაწილს მოიცავს უღიმღამო სარეცხი საშუალებების, პამპერსების და სხვათა რეკლამები.
3. რეკლამებში დავიწყებულია მთავარი რამ: გენიალურობა სიმარტივეშია.
4. რეკლამები გაჟღენთილია დიდი რაოდენობის უინტერესო ტექსტებით.
5. რეკლამებს აკლიათ კრეატიულობა და ხალისი.
6. რეკლამის სცენარისტებს აქვთ შეზღუდული ფანტაზიის უნარი.
და ა.შ უსასრულობამდე, ამით მინდა გითხრათ ის, რომ ხალხი რომელიც რეკლამას იღებს ცდილობს გადაიღოს უბრალოდ რეკლამა, იმ დროს, როდესაც ისინი უნდა ცდილობდნენ შექმნან შედევრი. არამგონია მათ ამაში ტექნიკური მხარეები უშლიდნენ ხელს, ეს ხომ ასე მარტივი ასახსნელია: ფანტაზიის ნაკლებობა.

ნუ მოიწყენთ, ბოლოსდაბოლოს საქართველოში ვცხოვრობთ, ანუ ძალიან ჭკვიანი ერი გვყავს. შესაბამისად გამოჩნდებიან კრეატიული აზროვნების მქონე ადამიანებიც და შეეცდებიან შექმნან კარგი კი არა ძალიან კარგი რეკლამა, ამისთვის კი მათ უნდა იცოდნენ თუ რა არის საჭირო, რომ რეკლამა იყოს ძალიან კარგი:

1. საჭიროა ფანტაზია, ფანტაზია და კიდევ ერთხელ ფანტაზია, გავიხსნათ ბოლომდე და დავივიწყოთ ყოველგვარი ჩარჩოები, ბოლოსდაბოლოს ჩვენ ხომ ძალიან კარგი რეკლამის შექმნა გვინდა. (შეიძლება ტვინი გაგიბურღეთ ფანტაზიით, მაგრამ ეს მართლაც მთავარი ატრიბუტია რეკლამისა, ჩემი ახირება არ გეგონოთ.)
2. აპარატურა (საჭიროა კარგი აპარატურა, რადგან გენიალურ იდეას შესაბამისად სჭირდება მოქმედებაში მოყვანა, რადგანი იგი უბრალოდ იდეად არ დარჩეს.)
3. ისევ გავიმეორებ გენიალურობა სიმარტივეშია ანუ არ არის საჭირო 10 წუთიანი ფლოსოფიური ნაშრომი შექმნა უკეთესი იქნება თუ დიდ იდეას მცირე დროში მარტივად ახსნი და დაატევ.
4. მაყურებლის ხედვა (რეკლამის შექმნისას უნდა წარმოიდგინო საკუთარი თავი მაყურებლის ადგილას და ისე შეაფასო შენი ნამუშევარი.)
5. ცდა ბედის მონახევრეაო (გააკეთე ის რაც ჯერ არავის გაუკეთებია და თავი არ დაიტვირთო იმაზე ფიქრით თუ როგორ მიიღებს ამას საზოგადოება.)
ესაა ის 5 ძირითადი პუნქტი, რომელიც ჩემი აზრით უნდა გაითვალისწინოს რეკლამის შემქმნელმა.

რა თქმა უნდა ამ დროისთვის რამდენიმე კომპანია წამოჭრილია წინ საკუთარი რეკლამებით, მართალია ისინ ჯერ ხუთივე პუნქტს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ მათგან რამოდენიმე ერთად აქვთ შეთავსებული. აიი ეს კომპანიებიც.

TBC Bank

GEOCELL

Bank of Georgia

ლიკანი

ჩემი აზრით ეს არის ის ოთხი კომპანია, რომლის სარეკლამო აგენტები ყველაზე კარგად ასრულებენ საკუთარ ვალდებულებებს, მაგრამ მათ არც სხვა რეკლამები ჩამორჩებათ.

რეკლამების გამოყოფილი ჟანრია სასაცილო რეკლამები, რომლებიც ძალიან კარგ ხასიათზე გვაყენებს, უცხოურ ტელე არხებზე ისინი მრავლადაა და დიდ ინტერესს წვევს

ესაა რეკლამების ის მცირე ჩამონათვალი, რომელიც მე შევარჩიე და მოვიძიე, მართალია უამრავი რეკლამა დარჩა ლინკს მიღმა, მაგრამ იმედია არ მიწყენთ, რადგან ძნელია ყველა მათგანის გახსენება და მოძიება. ამ დროისთვის ალბათ დაახლოებით მიხვდით თუ როგორი უნდა იყოს ძალიან კარგი რეკლამა, მაგრამ ამით ხომ არ მთავრდება რეკლამის ხარისხს საზღვრები, რა თქმა უნდა ძალიან კარგი რეკლამების შემდეგ იქნება იდეალური რეკლამები, მართალია მათი რაოდენობა მცირეა, მაგრამ ისინი მაინც ხშირად გვხვდებიან და რეკლამისას სხვა არხზე გადართვს მაგივრად რეკლამის გულმოდგინედ ყურებისკენ გვიბიძგებენ.

თურმე რა მარტივი ყოფილა იდეალური რეკლამის შექმნა მაგრამ გული მწყდება იმაზე, რომ საქართველოში არ გვყავს მისი შემქმნელი და იმედია მალე შექმნიან ისეთ რეკლამებს, რომლის დროსაც გაგვიკვირდება თუ როგორ შეიძლება თავში აზრად მსგავსი რამ მოგივიდეს.

და პოსტის ბოლოს დესერტად ჩემი აზრით საუკეთესო რეკლამების შემქმნელი ფოლკსვაგენისგან საოცარი რეკლამები…

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button