არქივი

ამოიცანი ქალი საკვების მიხედვით

organic food woman

ფრჩხილის ფორმის, თმის ფერისა და სტრუქტურის, აღნაგობისა და სხეულის კიდევ უამრავ სხვადასხვა დეტალზე დაკვირვებით მცნიერები ადამიანის ტიპს ადგენენ ხოლმე. აღმოჩნდა, რომ ისინი პორტრეტებს თუ არა – ესკიზებს მაინც ადამიანის მენიუს მიხედვითაც ქმნიან და გვარწმუნებენ, რომ ჩვენი იდუმალების ამოცნობას შეძლებენ, თუ გავანდობთ რას ვჭამთ. აი, რას ფიქრობენ ისინი ქალებზე:

1. ნაღები, ნაყინი და შამპანური მგრძნობიარე და სენტიმენტალური ქალებისთვისაა. ბუნებით საკმაოდ გულღია პიროვნებები არიან, მაგრამ მეგობრების შეძენა უჭირთ. ეს იმიტომ ემართებათ, რომ ნამდვილი მეგობრობა გარკვეულწილად მსხვერპლსა და შეზღუდვებს მოითხოვს, მათ კი საკუთარი თავი ძალიან უყვართ.

2. მარინადებისა და ცხარე საკვების მოყვარული ქალები კარიერის შექმნაზე უფრო ოცნებობენ, ვიდრე ოჯახის. ძლიერი ნებისყოფითა და გამჭრიახობით გამოირჩევიან. კარგად ერკვევიან ადამიანებში. კარგად განვითარებული იუმორის დახმარებით ცხოვრების გზაზე დარტყმებს ადვილად იტანენ. ახალგაზრდობაში დიდ დროს ძლიერი პარტნიორების ძებნას უთმობენ, ბოლოს კი უწყინარ და გულკეთილ ბიძებზე თხოვდებიან.

3. წყალზე მომზადებული ფაფების, უმი ბოსტნეულის, ბალახეული ჩაის მოყვარულები ის პიროვნებები არიან, თავიანთ ჯანმრთელობას დიდი ყურადღებით რომ ეკიდებიან. წესრიგზე დაუსრულებლად ზრუნავენ: როგორც გარეთ, ასევე ორგანიზმში. პედანტებსა და დისციპლინირებულებს საკუთარი თავის რწმენა აკლიათ და ამიტომ მკითხვავების ზეგავლენის ქვეშ ადვილად მოექცევიან ხოლმე. თუ ბედი გაუღიმებთ და თავისნაირ მამაკაცს შეხვდებიან, მტკიცე ოჯახს ქმნიან.

4. ხორცი (განსაკუთრებით ცხვრის), სანელებლები, მაგარი ყავა და ბევრი გაზიანი სასმელი ინტელექტუალებსა და შრომისმოყვარე ქალებს უყვართ. თუმცა ისინი ნაკლებად ორგანიზებულები არიან და ე. წ. ვულკანის პრინციპით ცხოვრობენ: ბიძგები, ცეცხლოვანი ლავის ძლიერი ამოფრქვევა და დაცხრომა. ინტიმურ ურთიერთობებში გამომგონებლები არიან, ჩვეულებრივ ურთიერთობებში – ასატანები.

5. რძე, მაცარონი, ყველიუ, კარაქი, კვერცხი – მგრძნობიარისა და კონსერვაორის არჩევანია. ასეთი ქალები სახლსა და ახლობლებზე მიჯაჭვული ბიზნესით დაკავებული მამაკაცებისთვის, ასევე შორეულ რეისებში მომუშავე მძღოლებისთვის მშვენიერი თანამეცხედრეები არიან.

მათგან სანიმუშო დედები, აღმზრდელები, მასწავლებლები და დისასხლისები გამოდიან.

6. შავი შოკოლადი, კონიაკი, ნიგოზი და ყველაფერი მარილიანი – ზედმიწევნით სამართლიან და რომანტიკულ ნატურებს უყვართ.

7. კანფეტები, ნამცხვრები, ყველანაირი ტკბილეული, ხილი და ხილის წვენები -ჭორიკანა, ზედაპირული მოცინარი ქალების მენიუს შეადგენს. შაინტერესოდ თხრობა და სინამდვილის შელამაზება შეუძლიათ.

თავიანთი ნაკლი კარგად აქვთ გაცნობიერებული და მის გამოსწორებას ცდილობენ, თუმცა ყოველთვის არ გამოსდით.

* * *

აი, ასეთ კვლევებს წერენ და აქვეყნებენ ჩვენზე. გამორიცხული არ არის, ვიღაც, ვინც მსგავს მასალას გულმოდგინედ წაიკითხავს და შეისრუტავს, ჩვენი ფსიქოპორტრეტის დახატვასაც მისი დახმარებით მოინდომებს, შეცდება თუ არა, ამას უკვე ჩვენ არავინ გვეუბნება ხოლმე.

მსგავსი ამბები

Back to top button