კულტურა

კანავარო: “კალაძე მეცოდება” :D

Cannavaro

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ფაბიო კანავარომ თანაგრძნობა გამოხატა კახა კალაძისადმი, რომლის ორმა ავტოგოლმა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ხუთ სექტემბერს თბილისში გამართულ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩის ბედი გადაწყვიტა და ამასთან, იტალიის ნაკრები მუნდიალის საგზურს მიუახლოვა. 

“კალაძე ძალიან მეცოდება. ფეხბურთელი თავს საშინლად გრძნობს, როდესაც მისი შეცდომების გამო გუნდი მარცხდება. თავად შეხვედრას რაც შეეხება, პირველ ტაიმს თუ არ ჩავთვლით, უფრო მეტად ჩვენ ვუტევდით და კრეატიულიც ჩვენს თამაშში მეტი იყო. ყოველივე ამის შედეგი გახლდათ გატანილი გოლები”, – კანავაროს ამ სიტყვებს Football Italia აქვეყნებს.

საქართველო-იტალიის გუშინდელი შეხვედრა ანგარიშით 0:2 დასრულდა. ამ გამარჯვების შედეგად, იტალიის ნაკრები მე-8 შესარჩევ ჯგუფს 7 თამაშიდან 17 ქულით ლიდერობს, ხოლო საქართველო 8 თამაშიდან 3 ქულით ბოლო, მე-6 ადგილზეა.

მსგავსი ამბები

Back to top button