გასართობისაკითხავისასარგებლო

იცით თუ არა რომ…

იცით თუ არა რომ….

1. მსოფლიოში 1000 წელზე მეტი ხნის კომპანიები არსებობს… ასეთია მაგალითად,
მსოფლიოს უძველესი სასტუმრო “ჰოშია”. ის 718 წელს დაარსდა. რესტორანი
“შტიფტსკელერ სტრიტ პეტერი” დოკუმენტებში 803 წლიდან მოიხსენიება.
დაახლოებით მეათე საუკუნეში ჩამოყალიბდა ფრანგული “შატო”, რომელიც
დღემდე აწარმოებს ძვირფასი მარკის ღვინოებს.

2. სამხრეთ პოლუსი ჩრდილოეთისაზე უფრო ცივია. ამ ორ ადგილს შორის
ტემპერატურის სხვაობა 20 გრადუსს შეადგენს. ეს იმის ბრალია, რომ,
ჩრდილოეთ პოლუსი, არქტიკა, ყინულებით დაფარული ოკეანე გახლავთ.
წყალი იქ სითბოს შემნახველის, რეზერვუარის როლს ასრულებს, ხოლო
ანტარქტიდა კი გაყინული ხმელეთია, რომელიც სიცივეს უფრო უკეთ ინახავს.

3. შავი ზღვა პლანეტაზე არსებული შხამიანი ნაერთის, გოგირდწყალბადის
ყველაზე დიდი საცავია. ეს ნივთიერება წყლის ზედაპირიდან 200 მეტრის
სიღრმეში არის დაგროვილი და შესაბამისად წყლის ამ ფენაში გოგირდის
ბაქტერიების გარდა არც ერთი სულიერი არ ცხოვრობს.

4. კანარის კუნძულებს სახელი ძაღლების პატივსაცემად დაერქვა. რომაელები
არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს “INSULA CANARIA”, ანუ “ძაღლების
კუნძულს უწოდებდნენ, რადგანაც იქ უამრავი გარეული თუ შინაური ძაღლი
იყო.

5. ზოგიერთი თევზი იგივე სიჩქარით ცურავს, როგორითაც გეპარდი, დედამიწის
ყველაზე ჩქარი ცხოველი, დარბის. წყალში ასეთი სიჩქარის განვითარება საკმაოდ
ძნელია. მეცნიერების დაკვირვებით წყნარი ოკეანის ხმალთევზამ 3 წამში 91 მეტრი
დაფარა, ეს კი 109 კმ/სთ-ს უდრის.

6. ტაილანდის დედაქალაქის ოფიციალური სახელია: “კრუნგტეპ მახანაკონ ამორნ
რატტანაკოსინ მახინტარა იუდტაია მახადილოკ პოპ ნოპარატ პატჩატანი ბურირომ
უდომრატჩნევეს მახასატარნ ამორნ პიმარნ ავალტარნცატიტ საკატატია ვისანუკრამ
პრასიტი”. ტაის ენაზე ეს სახელი მხოლოდ ერთი სიტყვით იწერება, რომელშიც 152
ასოა. ბანგკოკს მას მხოლოდ უცხოელები უწოდებენ. თავად დედაქალაქის სახელი,
შემოკლებით კრუნგტეპი, კი შემდეგნაირად ჟღერს: ანგელოზების ქალაქი, ციური
მარგალიტების უზარმაზარი საგანძური, უდიდესი და მიუწვდომელი მიწა, ყველაზე
მთავარი და გამორჩეული სამეფო, თვალუწვდენელი და აღმაფრთოვანებელი დედაქალაქი
რომელიც ცხრა კეთილშობილი თვითნაბადი მინერალით არის შემოფარგლული, სამოთხის
საცხოვრებლის მსგავსი სამეფო დარბაზებითაა გამორჩეული, ღმერთისა და რეინკარნირებული
სულების ადგილსამყოფელია”. (:D:D:D)

წყარო: ჟურნალი “კარუსელი”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close