მსოფლიოს 15 უმაღლესი მწვერვალი


ჰიმალაის მთათა სისტემა ერთერთ ყველაზე ახლაგაზრდად ითვლება დედამიწაზე (50 მილიონი წელიწადი). აქ მკვიდრობენ დედამიწის ყველაზე მაღალი მთები. ნეპალიში სიტყვა “ჰიმალ” ნიშნავს თოვლით დაფარულ მთას. მთათა სისტემა გადაჭიმულია 6 ქვეყანას შორის: ინდოეთი, ბჰუტანი, ჩინეთი, ავღანეთი, ნეპალი და პაკისტანი. არააქვს მნიშვნელობა რომელ ქვეყანაში მოგზაურობთ. დარწმუნებული იყავით რომ ყველგან აღფრთოვანებული დარჩებით ამ მთებით.

ეს მთები საუკუნეების განმავლობაში, ბუნებრივი ბარიერი გახლდათ სხვადასხვა კულტურის მქონე ხალხთა შორის. ამასთან ერთად ამ მთებს დიდი გავლენა ჰქონდათ სამხრეთ აზიურ ფილოსოფიასა და რწმენაზე. ძალიან ბევრი მწვერვლი მოხსენიებულია როგორც ინდუიზმიში ასევე ბუდიზმში და ძალიან ბევრი ხალხური ზღაპარი არსებობს მათ შესახებ.

1. ევერესტი

ევერესტი მსოფლიოს უმაღლესი მთაა. სახელი დაერქვა გეოგრაფ ჯორჯ ევერესტის პატივსაცემად, ის სწავლობდა ინდოეთს IX საუკუნეში. მთა მდებარეობს ნეპალისა და ტიბეტის საზღვარზე და მისი სიმაღლე 8,850 მეტრია. ევერესტი საკრალური ოცნებაა ყველა მთასვლელისთვის. მიუხედავად დიდი ხარჯებისა და საშიშროებისა, ყოველ წელს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ევერესტის დაპყრობას.

2. K2

მწვერვალი მდებარეობს პაკისტანის ტერიტორიაზე და მისი სიმაღლე 8,611 მეტრია. ის სიმაღლით მეორეა მსოფლიოში. ხალხი მას “ველურ მთას” უწოდებს, იმიტომ რომ მასზე ასვლა ძალიან ძნელია. სიკვდილიანობის სტატისტიკა შემაშფოთებელია – ყოველი 4 ადამიანიდან რომელმაც სცადა მთის დაპყრობა 1 დაიღუპა.

3. კანგჩეჯუნგა

ნეპალურად “კანგჩეჯუნგა” ნიშნავს “თოვლის 5 განძს” ეს იმიტომ რომ მთას აქვს 5 მწვერვალი რომელიც სიმბოლოა ღმერთის 5 საკუთრებისა – ოქროს, ვერცხლის, მარგალიტის, მარცვლეულის და წმინდა წიგნების. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 8,586 მეტრი.

4. Lhotse

მისი სიმაღლე 8,516 მეტრია. ეს სახელი ტიბეტურია და ქართულად ითარგმნება როგორც სამხრეთ მწვერვალი. მთის სამხრეთ ნაწილი ძალიან ციცაბოა რის გამოც მასზე ასვლას მხოლოდ ჩრდილო-დასავლეთიდან ახერხებენ

5. მაკალუ

ასევე ცნობილი როგორც “უდიდესი შავი მთა”. სიმაღლით 8,462 მეტრია. ერთ-ერთი ყველაზე ძნელად დასაპყრობი მთაა მსოფლიოში, სიკვდილიანობის მაღალი დონით.

6. ჩო ოიუ

მისი ტიბეტური სახელი ქართულად “ფირუზის ქალღმერთს” ნიშნავს. სიმაღლით მსოფლიოში მეექვსეა 8,201 მეტრით. მასზე ასვლა შედარებით ადვილია და შესაბამისად გაცილებით მეტი ხალხის ყურადღებას იპყრობს

7. დჰაულაგირი

ითარგმნება როგორც “თეთრი მთა”. მისი სიმაღლე 8,167 მეტრია.

8. მანასლუ

“სულების მთა” ნამდვილად აარაა ყველასთვის ცნობილი მთა, მაგრამ ერთერთი ყველაზე საშიშია. 800 მეტრ სიმაღლეზე სიკვდილიანობის სტატისტიკით მეოთხე ადგილზეა. მთის სიმაღლე კი 8,156 მეტრია

9. ნანგა პარბატ

ნანგა პარბატ, ასევე ცნობილი როგორც “შიშველი მთა”, იყო ყველაზე ფატალური XX საუკუნის პირველ ნახევარში. მთის სიმაღლე 9,126 მეტრია, და ნამდვილად შესანიშნავ სანახაობას წარმოადგენს. მისი სამხრეთ მხარე უდიდესია მსოფლიოში და სიგრძით 4 კილომეტრზე მეტია.

10. ანნაპურნა

“მოსავლის ღვთაება”. მთის სიმაღლე გახლავთ 8,091 მეტრი და მისი მწვერვალები მსოფლიოს ყველაზე საშიშთა შორის იწონებენ თავს.

11.გაშერბრუმ I

ქართულად “ლამაზ მთას” ნიშნავს. 8,080 მეტრის სიმაღლისაა. აქ სიკვდილიანობის ძალიან დაბალი დონეა და ამის გამო ბევრი მთასვლელისთვისაა მიმზიდველი.

12. საზღვრის მწვერვალი

ეს მთა K2-დან 5 მილში მდებარეობს. თავიდან K3 დაარქვეს მაგრამ შემდეგ შეცვალეს და საზღვრის მწვერვალი უწოდეს რადგან თითქმის ერთი მილის სიგრძისაა. მისი სიმაღლე 8.051 მეტრია და შედარებით ნაკლებად ფატალურია სიკვდილიანობის 7%-იანი მაჩვენებლით

13. გაშერბრუმ II

ის ნაწილია გაშერბრუმების 5 მწვერვალისა. მსოფლიოში მეცამეტეა 8000 მეტრის სიმაღლით.

14.შიშაპანგმა

ქართულად “მინდვრების ფაფარს” ნიშნავს. სიმაღლით 8,013 მეტრია. ერთერთი უადვილესად დასაპყრობი მთების რიცხვში შედის.

15. Gyachung Kang

ჩო იუ-სა და ევერესტს შორის მდებარეობს და 7,952 მეტრის სიმაღლისაა.

წყარო: web.newsmacne.com


ავტორი: skynet

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2013 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC