კულტურა

წიგნი vs ქინდლი

cf83df4fd39a
შეცვლის თუ არა ქინდლი წიგნს…

სრულდება თუ არა წიგნების ერა? რა არის ელექტრონული წიგნების წამკითხავი? შეცვლის თუ არა იგი წიგნებს? წინასწარმეტყველება ძალიან რთულია, მითუმეტეს უბრალო მოკვდავთათვის, თუმცა შევეცადოთ და გავცეთ თითოეულ კითხვას პასუხი…

ელექტრონული წიგნების წამკითხავი დღესდღეისობით ბევრი საშუალებაგამოჩნდა ბაზარზე, მათ შორის ყველაზე პოპულარულია “ქინდლი”, ვინაიდან იგი არის ძალიან პატარა და მსუბუქი, ამასთანავე საკმაოდ კომფორტული კითხვისას, რადგან წარმოადგენს ელექტრონულ ქაღადს და შესაბამისად არ ღლის თვალებს. როგორც ხედავთ გავარკვიეთ თუ რა არის ელექტრონული წიგნების წამკითხავი, ახლა დროა სხვა კითხვებზეც გადავიდეთ…

ჩაანაცვლებს თუ არა იგი წიგნებს? საქართველოში, უახლოეს მომავალში რამდენად ჩაანაცვლებს არ ვიცი, მაგრამ საზღვარგარეთ, წიგნების მოყვარულ ყოველ მეორე ადამიანს თუ არა, მესამეს მაინც აქვს, ეს ფაქტია…

4aaec2c1a105
ამერიკელმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ლისა ლუისმა საკმაოდ სახალისო წერილი გამოაქვეყნა ქინდლთან დაკავშირებით. იგი წერს, თუ როგორ ეღობება ქინდლი მას სიყვარულში. ერთხელ პარკში სეირნობისას, მე მომხიბვლელი ყმაწვილი შევნიშნეო -ყვება ლისა. მისმა ცეცხლოვანმა თვალებმა მომნუსხა და მიმიზიდა, მაგრამ კიდევ უფრო უმალ ის შევნიშნე, თუ რას კითხულობდა- ჩემი საყვარელი მწერლის, ფილიპ როთის “პარტნოის ამბავს”. ხოდა, ეს რომ დავინახე, მივედი და ვუთხარი, გამარჯობა, მეც ძალიან მიყვარს ფილიპ როთიო და ის მიხვდა, რომ ის იყო ის და მე, მე ვიყავი…
ეს ყველაფერი წარსულში იყო, ახლა კი სულ სხვა რაღაცებს აწყდება ლისა და ტყუილად სეირნობს პარკებსა და სკვერებში, თუ რატომ ახლავე გავიგებთ – ყველას “ქინდლები” უჭირავს ხელში და ეშმაკმა უწყის, რა ჯანდაბას კითხულობენო…
ქინდლის ფასის მიუხედავათ, რა ფასადაც დღეს საქართველოში ერთ წიგნს შევიძენთ იმავე ფასად ამაზონზე ორი წიგნი მოგვივა, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქინდლისთვის წიგნები ქართულად არაა ნათარგმნი.

ამიტომაც ჯობია წიგნები გადავშალოთ და ვიკითხოთ…

მსგავსი ამბები

Back to top button