არქივი

პირამიდები

9e3e1e4a2917

პირამიდა გიზეში, რომელიც მისი აღმშენებლის, ეგვიპტის ფარაონ ხეოფსის სახელს ატარებს (ქრისტეშობამდე დაახლოებით 2551-2528) დღემდე შემორჩენილი უძველესი ქმნილებაა.

რა არის მსოფლიოს პირველი საოცრება?
პირამიდა გიზეში, რომელიც მისი აღმშენებლის, ეგვიპტის ფარაონ ხეოფსის სახელს ატარებს (ქრისტეშობამდე დაახლოებით 2551-2528, დღემდე შემორჩენილი უძველესი ქმნილებაა. მას, გრანდიოზულობის გამო , “დიდ პირამიდასაც” უწოდებენ და მსოფლიოს საოცრებათა სიაში პირველ ადგილზეა.
ადამიანის მიერ ოდესმე აგებულ არქიტექტურულ ქმნილებათა შორის, ჩინეთის კედლოს შემდეგ, ხეოფსის პირამიდა ყველაზე დიდია. მისი სიმაღლე 145,46მ–ია, რაც დაახლოებით 50 სართულიანი ცათანბჯენის სიმაღლეს უტოლდება. ვიდრე XIXსს.–ში პარიზში არ ააგებდნენ ეიფელის კოშკს (300მ), ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი შენობა იყო მსოფლიოში. სივრცე, რომელიც მას უკავია, თავისუფლად დაიტევს მსოფლიოს 5 დიდ ტაძარს: წმ. პეტრეს ტაძარს რომში, წმ. პავლეს ტაძარს და ვესტმინტეროს სააბატოს ლონდონშიმ ტაძრებს ფლორენციასა და მილანში; ხოლო ხეოფსის პირამიდაზე დახარჯული სამშენებლო მასალა გერმანიაში ბოლო ათასწლეულში აგებულ ყველა ტაძრის მშენებლობას ეყოფოდა.
ახალგაზრდა ფარაონმა ხეოფსმა, მამის, სნოფრუს, გარდაცვალებისთანავე, ბრძანა პირამიდის აგება. მასაც, როგორც ყველა მის წინამორბედს, დაწყებული ფარაონ ჯოსერიდან, სურდა პირამიდაში დაკრძალულიყო. თანაც მისი პირამიდა ყველა მანამდე არსებულზე უფრო დიდი, ლამაზი და მდიდრული უნდა ყოფილიყო.
სანამ ნილოსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქვის სამტეხლოში, პირამიდის თოთქმის 2,5 მილიონი ბლოკი (თითოეული საშუალოდ 2,5 ტონა) მოიჭრებოდა, მთელი რიგი რთული მოსამზადებელი სამუშაოეები უნდა ჩატარებულიყო. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშენებლობისათვის შესაფერისი ადგილი უნდა მოენახათ შენობ, რომელიც 6400000 ტონას იწონიდა, მყარ გრუნტს საჭიროებდა, სხვაგვარად პირამიდას საკუთარი წონა მიწაში ჩაიტანდა. ასეთი ადგილი კაიროს სამხრეთით, გიზეს უდაბნო იყო. ეს გახლდათ კლდოვანი შვერილი მყარი გრუნტიღ, რომელიც ხეოფსის პირამიდის წონას გაუძლებდა. პირამიდა ააგო ფარაონის ნათესავმა, ხუროთმოძღვარმა ხემიუნმა.

52a67add60a7
თავდაპირველად გიზეს სამივე პირამიდა, რომლებიც ამ ფოტოზეა აღბეჭდილი (მარცხნიდან: ხეოფსის, ხეფრენისა და მიკერინის), მსოფლიოს საოფრებად ითვლებოდა. დღეს კი მსოფლიოს საოცრებათა შვიდეულში მხოლოდ ხეოფსის პირამიდა შედის

როგორ აშენებდნენ ხეოფსის პირამიდას?
ჯერ შეადგინეს პრიამიდის საძირკვლის გეგმა. დაგეგმილი საძირკვლის გარშემო გრუნტი ქვებისა და ქვისისაგან წყალგაუმტარი მიწაყრილით მოასწორეს. საძირკვლის კვადრატში გაჭრეს პატარა, ერთიმეორის სწორხაზოვნად გადამკვეთი არხების ხშირი ქსელი, რომელიც ქემოდან უზარმაზარ ჭადრაკის დაფას წააგავდა. ამ არხებში წყალი გაუშვეს, კედლებზე წყლის ზღვრული დონე მონიშნეს და არხები დაცალეს. წყალს თან გაყვა სამშენებლო ნაგავიც. შემდეგ არხები ქვებით ამოავსეს და პირამიდის საძირკველიც მზად იყო. ამ სამუშაოებს დაახლოებით 40000 კაცმა 12 წელი მოანდომა. მად შორის იყვნენ: ხუროთმოძღვრები, ქვისმდლელები და სხვა ხელოსნები. ამის შემდეგ დაიწყო თავად პირამიდის მშენებლობა.
ბერძენი ისტორიკოსის ჰეროდოტეს (ქრისტეშობამდე Vს.) გადმოცემით, მშენებლობა, დაახლოებით 20 წელს გაგრძელებულა. ხეოფსის უზარმაზარი “მარადიული სახლის” მშენებლობაში მონაწილეობდა თითქმის 100 000 კაცი.
მუშების საკვებად შეძენილ თალგამს, ნიორსა და ხახვში დაახლოებით 16 000 ტალანტი დახარჯულა (ფულის მხვილი ერთეული ძველ საბერძნეთსა და წინა აზიაში. საბერძნეთსი ერტი ტალანტი უდრიდა 26,2კგ-ს. “სულიერი ნიჭიერები” მნიშვნელობით ეს სიტყვა პირველად ბიბლიაში გვხვდება – რედ.) დღეს ეს თანხა დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ მუშათა რაოდენობა გაზვიადებულია. ამდენი ადამიანი სამშენებლო მოედანზე ვერ დაეგეოდაო. გეგმაზომიერი მუშაობისას 80 000 მუშაც კი ხელს შეუშლიდა ერთმანეთს.

888780402f3a
მედუმის პირამიდის აგებისას საშინელი კატასტროფა მოხდა: იმის გამო, რომ ფერდობი ძალიან ფრიალო იყო, ქვები მოცურდა და სავარაუდოდ, უამრავი მუშა იმსხვერპლა. ნაგებობა დაუმთავრებელი დატოვეს.

პირამიდების მშენებლობის ეპოქაში ეგვიპტე მდიდარი ქვეყანა იყო. წლიდან წლამდე ივნისის ბოლოდან ნოემბრამდე ნილოსი ნაპირებიდან გადმოდიოდა და მიმდებარე სავარგულებს შლამის სქელი ფენით ფარავდა, რაც ხრიოკ-უდაბნოს ნაყოფიერ სახნავ-სადეს მიწად აქცევდა. მოსავლიან წლებში მარცვლეულის, წილისა და ბოსტნეულის სამ მოსავალს იწევდნენ.
ასე რომ, ივსნისიდან ნოემბრამდე ეგვიპტელ გლეხებს არ შეეძლოთ თავიანთ ყანებში მუშაობა. ამიტომ ისინი ივნისის შუა რიცხვებში სიამოვნებით ეწერებოდნენ პირამიდებზე მუშაობის მსურბელთა რიგებში.

9965598ba05a
ნილოსი დიდი ეგვიპტური კულტურის საფუძველია. 6.671კმ სიგრძის უზარმაზარი მდინარე სათავეს რუვენცორის მთიანეთი (ნუბია) იღებს და ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. მის გარეშე ეგვიპგე საჰარასავით უნაყოფო უდაბნო იქნებოდ. მისი მინერალებით მდიდარი შლამი მშვენიერი სასუკია, რომლის წყალობითაც ეგვიპტელები წელიწადში რამდენიმე მოსავალს იღებდნენ. იმავდროულად, ნილოსი უმნიშვნელობანეს სანაოსნო გზას წარმოადგენს. სწორედ ნილოსით გადაჰქონდათ ტონიანი ქვებით დატვირთული ნავები თუ ბორნები. ნილოსი ძველ ეგვიპტელებს გაღმერთებული ჰყავდათ და თაყვანს სცემდნენ ღვთაება ჰაპის სახელით. ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ეგვიპტეს “ნილოსის საჩუქარს” უწოდებდა.

ვინ აშენებდა პირამიდებს?
მსურველი უამრავი იყო. ეს იყო ნებაყოფლობითი და არა იძულებითი შრომა. საამისოდ ორი მიზეზი არსებობდა: ჯერ ერთი, ადამიანი, სანამ პირამიდაზე მუშაობდა, თავშესაფარს, ტანსაცმელს, საკვებსა, და მცირეოდენ ფულად ანაზღაურებას იღებდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ნილოსი თავის კალაპოტს დაუბრუნდებოდა, გლეხებიც თავიანტ სოფლებში ბრუნდებოდნენ. მეორეც, ფარაონი ეგვიპტელთათვის მხოლოდ მეფე როდი იყო; იგი ღმერთად მიაჩნდათ, ამიტომაც ყოველი ეგვიპტელისათვის საპატიო საქმედ ითვლებოდა ფარაონის განსასვენებლის მშენებლობაში მონაწილეობა. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც წვლილი შეჰქონდა ამ საქმეში, თავის თავს ფარაონ-ღმერთის უკვდასებასთან ნაზიარებად მიიჩნევდა. ივნისის ბოლოს გიზესკენ გლეხთა უზარმაზარი ნაკადი მიედინებოდა. იქ მათ სპეციალურად მუშახელისთვის აგებულ ფიცრულ შენობებში 8 კაციან ჯგუფებად აბინავებდნენ.
მუშები ბორნებით გადადიოდნენ ნილოსის მეორე ნაპირზე და მიემართებოდნენ ქვის სამტეხლოებისკენ, სადაც ჩაქუჩის, სატეხის, ხერხისა და ბურღის გამოყენებით ქვებს ამტვრევდნენ და საჭიროებისამებრ 85სმ–დან 1,45მ–მდე სიდიდის ბლოკებს ამზადებდნენ. თითოეული ჯგუფი “თავის” ბლოკს თოკებისა და ბერკეტების დახმარებით ხის საგორავზე ათავსებდა და ხეფენილზე, რომელიც ნილოსამდე იყო დაგებული, მიათრევდა. იალქნიან ბარკასებს მეორე ნაპირზე გადაჰყავდა მუშები და გადაჰქონდა 2,5 ტონამდე სიმძიმის ბლოკები. ქვებს სამშენებლო მოედნამდე კვლავ ხეფენილზე მიათრევდნენ, რადგან მაშინ ამწევი მექანიზმები არ ჰქონდათ. იწყებოდა სამუშაოს ყველაზე რთული ნაწილი: სპირალის ფორმის აღმავალ სატვირთო ბაქანზე (რომელსაც ნილოსის შლამისგან დამზადებული აგურებით აკეთებდნენ) ბლოკი თოკებითა და ბერკეტებით აჰქონდათ საჭირო სიმაღლემდე, სადაც მუშათა ჯგუფი ხუროთმოძღვრის მიერ მითითებულ ადგილას შესაშური სიზუსტით ათავსებდა. რაც უფრო მაღლდებოდა პირამიდა, შესაბამისად, პატარავდებოდა ზედა სამშენებლო მოედანი და რთულდებოდა სამუშაო. პირამიდას აგებდნენ დუღაბის გარეშე!

54b785a6a089
ქრისტეშობამდე დაახლოებით 2600წელს აგებული პირამიდა საკარაში შემდგომი პერიოდის დიდი პირამიდების წინამორბედი იყო. იგი ფარაონი ჯოსერისთვის 26 წელს შენდებოდა.

რა იყო ყველაზე საშიში სამუშაო?
ყველაზე საშიში სამუშაო 9 მ სიმაღლის ბოლო ბლოკის, “პირამიდიონის”, ბაქნის ბოლომდე ათრევა და თავის ადგილზე ჩასმა იყო; ამ სამუშაოს დროს მრავალი ადამიანი დაიღუპა. 20 წლის შემდეგ მზად იყო პირამიდის ძირითადი ნაწილი – 128 ფენიანი ნაგებობა. იმ დროისათვის პირამიდა თითქმის ისე გამოიყურებოდა, როგორც დღეს. ეს იყო საფეხურებიანი მთა. საფეხურებს ქვებით ისე ამოავსებდნენ რომ პირამიდას უხეში და სწორი ზედაპირი ჰქონოდა. ბოლოს მას თვალისმომჭრელი სითეთრის კირქვის პერანგში სვამდნენ. კირქვის სამწახნაკოვანი ფილები ერთმანეტზე გასაოცარი სიზუსტით იყო მორიგებული. ფილების ზედაპირი სარკესავით პრიალებდა.  თვითმხილველნი ირწმუნებოდნენ, რომ მზისა და მთვარის შუქზე ხეოფსის განსასვენებელი ისე ბრწყინავდა, თითქოს უზარმაზარი კრისტალი შიგნიდან გაუნათებიათო. ხეოფსის პირამიდა მხოლოდ ქვის მთა როდია. აქ ყველაფერი გააზრებულია: დაწყებული ადგილიდან, დამთავრებული ასტრალური სიმბოლიკით, რომლის შესაბამისადაც პირამიდა კოსმიურ ორბიტაში უნდა ჩაწერილიყო.  ჩრდილო მხარეს დატანებული ვიწერო შესასვლელით ჩადიხართ მიწისქვეშა სენაკში;  სენაკი  ორიენტირებულია გველეშაპის თანავარსკვლავედის ალფა ვარსკვლავზე, რომელიც პირამიდების მშენებლობისას სამყაროს პოლუსად იყო მიჩნეული. ალფა ვარსკვლავი ჩრდილო პოლუსის წერტილში მდებარეობს. ეს ფაქტი მეცნიერებმა მხოლოდ მრავალი ათასი წლის შემდეგ აღმოაჩინეს! პირამიდის ზომები შეესაბამებოდა შიდა სივრცეს, რომელიც მოიცავდა ნაგებობათა რთულ სისტემას, ვიცრო, შესასვლელი დერეფანი ციცაბოდ ეშევებოდა ბაქანზე, საიდანაც საწინააღმდეგო მხარეებისკენ ორი დერეფანი მიემართება: ერთი ჩადის მიწისქვეშა სენაკში, მეორე 33მ სიმაღლეზე ადის და ორ დერეფნად იყოფა: 50მ სიგრზის დიდი დერეფანი მიემართება სამარხი სენაკისკენ, რომელიც პირამიდის გულს წარმოადგენს. მისი 10,50მ სიგრძის, 5.30მ სიგანისა და 5,80მ სიმაღლის კედლები გრანიტიღაა მოპირკეთებული. მასში დგას გრანიტის დიდი ცარიელიი სარკოფაგი. სახურავი დაკარგულია, ასევე მუმიაც. ფარაონის განსასვენებელს ორი წვრილი საჰაერო ჰქონდა დატანებული. ეგვიპტელთა აზრით, მათი მეშვეობით ფარაონი ცად ამაღლდებოდა.

51fba7afdbe6
ხეოფსის პირამიდაში შესასვლელი, რომელიც თავდაპირველად ამოქოლილი იყო და ფარაონის სამარხი უხეშად გამოთლილი ფრანიტის სარკოფაგით. რადგან სამარხში არც სურათები და არც წარწერებია, ვარაუდობენ, რომ ხეოფსი აქ არ დაუკრძალავთ.

როგორ კრძალავდნენ ფარაონს?
გარდაცვალების შემდეგ მბრძანებლის ცხედროს მუმიფიზირება ხდებოდა. ეგვიპტელების რწმენით, ფარაონი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა იმქვეყნად ცხოვრების გაგრძელებას, თუხი მისი სხეული არ გაიხრწნებოდა, რადგან სწამდათ სულის მარადიულობისა. ცხედარს ტვინსა და შიგნეულს აცლიდნენ, რაც საკმაოდ შრომატევასი პროცედურა იყო. შემდეგ ნატრიუმის ხსნარში დებდნენ, იყენებდნენ მუმიოს, სურნელოვან ზეთებს და კიდევ რაღაცას, რაც დღემდე უცნობია. ბოლოს ტილოს სახვევებში ახვევდნენ. ეს პროცესი წმინდა წერილების კითხვისა და საღვთო მსახურების თანხლებით მიმდინარეობდა. 70დღის შემდეგ მუმიას პირამიდაში ათავსებდნენ. შიგნეული ინახებოდა მჭიდროდ დახურულ ჰაერგაუმტარ ჭურჭლებში ე.წ. “კანოპებში”, რომლებსაც სარკოფაგის გვერდით დგამდნენ. როგორც კი ფარაონის სხეულს პირამიდაში ბოლო ნავსაყუდელს მიუჩენდნენ, გარდაცვლილის “კა” ტოვებდა სამარხს. ძველ ეგვიპტელთა რწმენით “კა”, – მეორე “მე”,-ადამიანის სული, მისი ორეული იყო, რომელიც გარდაცვალებისთანავე ეყრებოდა სხეულს და თავისუფლად მოძრაობდა სააქაოსა და საიქიოს შორის. “კა” გადადიოდა სამარხიდან და მოექცეოდა პირამიდის მწვერვალზე, სადაც ვერც ერტი მოკვდვარი ვერ შეძლებდა მის გლუვ ზედაპირზე ასვლას. იქ “კას” ხვდებოდა ყველა ფარაონის მამა, მზის ღმერთი “რა”, რომელსაც გარდაცვლილი მეფის სული თავის ეტლში აჰყავდა. ასე იწყებოდა მისი მოგზაურობა მარადისობაში. ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ დიდი პირამიდა არ არის ფარაონ ხეოფსის განსასვენებელი. ამ ფაქტს ორი გარემოებით ხსნიან: მაშინდელი ჩვეულების საპირისბიროდ, მეფის განსასვეენებლის კდელები სრულიად სადაა, ყოველგვარი მოხატულობისა და ორნამენტის გარეშე. სარკოფაგიც უხეშადაა დამუშავებული, სახურავიც კი არა აქვს. 3000 წლის განმავლობაშI დიდ პირამიდაში შეღწევა ვერავინ შეძლო. მას იცავდა არა მარტო საგულდაგულოდ ამოქოლილი შესასვლელები, არამედ რწმენაც, რომ მეფეთა სამარხებს სულები დარაჯობენ და ნებისმიერ ადამიანს, რომელიც პირამიდაში შეღწევას შეეცდებოდა, უთუოდ მოკლავდნენ.

4c92dcbc20a1
დიდი სფინქსი – 20მ სიმაღლის ქანდაკება ხეფრენის თავიტა და ლომის ტანით. ხეფრენის ვაჟის, მიკერინის, სამარხი მხოლოდ 70მ სიმაღლისაა. ეგვიპტეში გაბნეულია უამრავი მცირე ზომის პირამიდა. ისინი იმდენადაა გაპარტახებული, რომ მათი წარმომავლობის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია

ვინ იყო პირამიდის პირველი მძარცველი?
პირამიდების მძარცველები გაცილებით გვიან გამოჩნდნენ ასპარეზზე. მათ შორის პირველი ხალიფა აბლ ალაჰ ალ მამუნი (ქრისტეშობიდან 813-833) იყო, ხალიფა ჰარუნ ალ რაშიდის ძე. მან პირამიდის გულამდე, მეფის სენაკამდე, გვირავი იმ იმედით გაათხრევინა, რომ იქ, სხვა ფარაონთა განსასვენებლების მსგავსად, დიდ საგანძურს იპოვიდა; თუმცა ვერაფერი ნახა, გარდა იატაკზე და კედლებზე დაახლოებიტ 28სმ სისქის ღამურას სკორეს ფენისა. ასე, რომ, ხეოფსის პირამიდის მიმართ მძარცველებმა ყოველგვარი ინტერესი დაკარგეს.
თუმცა, მან სხვა ჯურის მძარცველების ყურადღება მიიპყრო. 1158 წელს არაბებმა კაიროს ერთი ნაწილი გადაწვეს და დაანგრიეს, ქრისტიან ჯვაროსნებს რომ არ ჩავარდნოდათ ხელში. მოგვიანებით, როცა ეგვიპტელებმა ქალაქის აღდგენა დაიწყეს, ახალი სახლების ასაშენებლად პირამიდას თეთრი კირქვის ფილები შემოაცალეს. მრავალი მეჩეთის კედლებში დღემდე შემორჩა ეს ფილები მცირე რაოდენობით. მძარცველებს მხოლოდ პრიამიდის საფეხურებიანი გული გადაურჩა, რომელიც დღემდე აოცებს ტურისტებს.
საშენ მასალებზე ნადირობას ვერც პირამიდის მწვერვალი “პირამიდიონი” აცდა. ამიტომაც დღეს პირამიდის სიმაღლე, ნაცვლად 146,6მ-ისა, 137,20მ-ია; პირამიდის მწვერვალზე კი დაახლოებით 10მX10მ სიდიდის კვადრატული ბაქანი გაჩნდა.

7b3ce31a2cc4
მეჩეთი კაიროს ძველ უბანში. მსგავსი ნაგებობებისთვის იყენებდნენ თეთრი კირქვის ფილებს, რომლებითაც პირამიდები იყო მოპირკეთებული.

როგორ გამოიყურებოდა პირამიდების კომპლექსი?
ქრისტეშობამდე 2630-1640წწ.-ში ეგვიპტელი ფარაონები თავიანთ განსასვენებლებს პირამიდების ფორმით აშენებდნენ. თუმცა ხეოფსის მემკვიდრის ხეფრენის პირამიდა უკანასკნელი გრანდიოზული ნაგებობა იყო გიზეში. მისი მემკვიდრეებოს პირამიდების სიმაღლე 70მ-ს არ აღემატებოდა. მოგვიანებით კი, დაუბრუნდნენ მასტაბის ფორმის სამარხებს. მასტაბა, თავის დროზე, პირამიდას დაედო საბუძვლად. ეს სიტყვა არაბულია და მერხს ნიშნავს; ეს იყო პრიზმის ფორმის აკლდამა სწორკუთხა საძირკვლითა და ოდნავ დახრილი კედლებით. პირამიდები ვრცელი ანსამბლის მხოლოდ ნაწილია. მას უშუალოდ უერთდებოდა სულის მოსახსენებელი ტაძარი (გარეთა კარიბჭიტა და სვეტებით გარშემორთყმული ექოთი და შიდა, ფარაონის ქანდაკებისათვის განკუთვნილი, ნიშებითა და საწყობებით), სადაც ფარაონისთვის იმქვეყნად საჭირო საგნების მარაგი ინახებოდა. ქურუმებს ყოველდღე მოჰქონდათ შესაწირი ტაძარში, რათა ფარაონს მარადისობაში უზრუნბელად ეცხოვრა. ტაძრის გვერდით მდიდრულად აღჭურვილი ორჩხომელი (მოზრდილი ნავი) იდგა, რომელიც ფარაონის მოგზაურობას უზრუნველყოფდა. სულის მოსახსენებელი ტაძარი გრძელი, ქვაფენილიანი და გადახურული გზით ნილოსის პირას მდებარე მეორე თაძარს უკავშირდებოდა. ამ ტაძარში ნავებით გადაასვენებდნენ ფარაონის ცხედარს და გადაჰყავდათ ხალხი, რომელიც ფარაონს მიაცილებდა. აქ ფარაონის ცხედარს მუმიფიცირებას უკეთებდნენ და შემდეგ პირამიდაში გადაასვენებდნენ. პირამიდის გარშემო განლაგებული იყო დედოფალთა შედარებით მცირე ზომის პირამიდები და მოკრძალებული სამარხები, რომლებიც ფარაონის ნათესავების, ქურუმებისა და კარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი, რათა ისინი მბრძანებელს საიქიოშიც მომსახურებოდნენ. ამ ნაგებობათა უმრავლესობა აღიგავა პირისაგან მიწისა. მათგან უმეტესობა ათასწლეულების წინ დაანგრიეს და სამშენებლო მასალად გამოიყენეს. მათ შორის მხოლოდ ერთმა ნაწილმა გაიძლო 4000 წლიანი ისტორიის ქარტეხილებს.

ამხელა ინფორმაცია პირამიდებზე ქართულ ინტერნეტ-სივცეში არსად დევს, ასე რომ შემიფასეთ ნამუშევარი კომენტარის სახით ;)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button