არქივი

NASA-ს ახალი მისია MAVEN გამოიკვლევს, როგორ იპარავს მზე მარსის ატმოსფეროს [+2 ვიდეო]

708ee76a00f2

წითელი პლანეტა იცლება, არა სისხლისგან მაგრამ აირებისგან. მისი ატმოსფერო ნელნელა ღარიბდება და ამაში მთავარი დამნაშავე ჩვენი მზეა. მზიური ქარები და მისი რადიაცია ძარცვავს მარსს და ამცირებს აირებს მის ატმოსფეროში.  თუ  მარსზე ოდესმე მართლა იყო რაიმე სახით სიცოცხლე ან და ახლაც ბაქტერიების სახით მაინცაა შემორჩენილი ახლანდელი სიტუაცია მათ განადგურებაზე მეტყველებს. გვატყობინებს NASA-ს ოფიციალური საიტი.

მარსის ზედაპირზე არსებული მდინარეების მშრალი კალაპოტებისა და სხვადასხვა მინერალების აღმოჩენა მეტყველებს იმაზე რომ იქ ოდესღაც წყალი თხევადი სახით არსებობდა. ეს გულისხმობს იმასაც რომ მარსის ატმოსფერო გაცილებით სქელი და გარემო საკმარისად თბილი იყო რომ თხევადი წყალი თავისუფლად შენარჩუნებულიყო. როგორღაც ეს ატმოსფერო ნელნელა გათხელდა და კოსმოსში გაიფანტა.  როგორც ჩანს მარსის ზედაპირი უკვე მილიარდობით წელია ძალზედ თხელი ატმოსფეროთია დაფარული. ნებისმიერი სახსის თხევადი წყალი კი მაშინვე ორთქლდება როგორ კი მზის ინფრა-წითელი რადიაციის არეალში მოხვდება და კოსმოსში იფანტება.

ასეთი გაუსაძლისი პირობები ნამდვილად დასასრულია სიცოცხლის ისეთი ფორმებისთვის რომლებიც ადამიანებისთვისაა ცნობილი. თუმცა შეიძლება  სიცოცხლის სხვადასხვა ფორმები მიწისქვეშ განაგრძობენ ცხოვრებას იქ სადაც დიდად მოსალოდნელია რომ თხევადი წყალი ჯერ კიდევ არსებობს და რადიაცია ვერ აღწევს.

ამ ყველაფერში მთავარი დამნაშავე მზეა. მზიური რადიაციული ქარები მთელს კოსმოსში ქრის სხვადასხვა მიმართულებით და ყველა პლანეტას ეხება ჩვენს სისტემაში. დედამიწაც ხშირად ხვდება ასეთი ქარების არეალში. ეს არის ელექტრულად დამუხტული თხელი დინება რომელიც კოსმოსში ვრცელდება მზის ზედაპირიდან.  რა იცავს დედამიწის ატმოსფეროს მარსის მაგვარი დაცლისგან? ჩვენი პლანეტის გლობალური მაგნიტური ველი განიზიდავს რადიაციული ქარების დიდ ნაწილს. შედეგად რადიაციული ქარები მაგნიტური ველის გარეთ განაგრძობენ დინებას და ჩვენს ატმოსფეროსთან შეხება აღარ აქვთ.  მზიური ქარი გახლავთ ელექტრულად დამუხტული ნაწილაკების, იონებისა და ელექტრონების დინება და ამიტომ მათ დედამიწის მაგნიტურ ველში შეღწევისას წინააღმდეგობები ხვდებათ.

„მარსს არ შეუძ ია დაიცვას საკუთარი თავი რადიაციული ქარებისგან, იმიტომ რომ მას აღარ გააჩნია ბუნებრივი ფარი. მისი მაგნიტური ველი მკვდარია.“ ამბობს ბრუს ჯაკოსკი კოლორადოს უნივერსიტეტიდან. ჯაკოსკი გახლავთ მთავარი მკვლევარი ნასას MAVEN მისიისა. ეს მისია იკვლევს მარსის ატმოსფეროს დაკარგვის მიზეზებს.   MAVEN (Mars Atmosphere and Volatile Evolution Mission) ანუ მარსის ატმოსფეროსა და აქროლების ევოლუციის მისია NASA-მ 2008 წლის 15 სექტემბერს წამოიწყო.

მარსმა დაკარგა თავისი მაგნიტური ველი ჯერ კიდვე მილიარდობით წლის წინ. როდესაც ეს მოხდა მარსის ატმოსფეროზე დიდი გავლენა იქონია მზის რადიაციამ და მისი ატმოსფერო მთელს კოსმოსში გაიფანტა. წიაღისეული მგანიტური ველი შემორჩენილია ალაგ-ალაგ თუმცა ვერ წარმოქმნია საკმარის დამცავ ფარს რომ დაიცვან ატმოსფერო.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ რადიაციული ქარებს შედარებით ირიბი გავლენა აქვთ ატმოსფეროზე. ერთ-ერთი ასეთია დაუმუხტავი ატომების დამუხტვა. მზიდან მომდინარე ქარები როგორც გითხარით დამუხტულ იონების დინებაა. მზის გავლენით მარსის ატმოსფეროში არსებული დაუმუხტავი ატომები იმუხტებიან და გადაიქცევიან დამუხტულ ნაწილაკებად(იონებად) ამის შემდეგ კი რადიაციულ ქარს უერთდებიან და იფანტებიან პლანეტათაშორის ქარებთან ერთად. მარსის ატმოსფეროს განადგურება სხვა ბუნებრივ დამნაშავეებსაც შეიძლება მიეწეროს. მარსზე არსებობს 20 უძველესი კრატერი თითოს სიღრმე 965 კილომეტრზე მეტია. ეს დაახლოებით ისეთი შემოტევის კვალია მთვარის ხელა ასტეროიდები რომ დასცემოდა მარსს.  ასეთი სიმძლავრის დაბომბვას შეეძლო გაეფანტა მარსის ატმოსფერო კოსმოსში. ფატია რომ ამ დაბომბვის მერე მარსზე ამოქმედდნე ისეთი ვუკანები როგორიცაა Olimpus Mon. ამის შემდეგ კი ის აირები რაც მარსის წიაღში იყო დიდად შესაძლებელია რომ ამოიფრქვა და ისევ შეავსო ატმოსფერო თუმცა მაინც რატომ არის ახლა გაფანტული ეს აირები ჯერ კიდევ კვლევის საგანია. შესაძლებელია ატმოსფეროს დაკარგვა გამოწვეული ყოფილიყო როგორც ასტეროიდების ისე ქარების ერთდროული შეტევისგან. შესაბამისად მაგნიტური ველების გაქრობის შემდეგ ვერც წიაღისეულიდან ამოფრქვეული აირები შეძლებდნენ ატმოსფეროს ფორმირებას. მისია MAVEN გულისხმობს მარსზე სატელიტის გაგზავნას და მარსის ატმოსფერული რღვევის მეტი დაკვირვებით შესწავლას. მისი გაშვება იგეგმება 2013 წლის 18 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე. ის მარსზე ჩავა 16 სექტემბერს 2014 წელს. ის გამოითვლის რამდენი წყალბადი და წყალია დაკარგული მარსის ზედაპირიდან ასევე გამოითვლის სხვადასხვა მინერალებისა და ელემენტების რაოდენობას.

MAVEN გახლავთ NASA-ს მარსის  სკაუტ პროგრამის ნაწილი, ის დაარსდა ვაშინგტონში NASA-ს შტაბბინაში. ის ემსახურება დიდი კოსმიური ქსელის შექმნას რომელიც შეაგროვებს სხვადასხვაგვარ ინფორმაციას მარსზე და არამარტო.

წყარო: www.newsmacne.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button