ახალი ამბებიუცნაური

12 წლის ბრიტანელს სქესის შეცვლის უფლება მისცეს

სასამართლომ, 12 წლის ბრიტანელ სკოლის მოსწავლეს სქესის შეცვლის უფლება მისცა. მოზარდი, რომელიც ადრეული ასაკიდან გენდერული იდენტურობის დარღვევას განიცდის, ზაფხულის არდადეგებიდან, სკოლაში ახალი სახელით, კაბითა და კიკინებით მივიდა. უეცარმა მეტამორფოზამ სასწავლო დაწესებულებაში სკანდალი გამოიწვია, – იუწყება The Sun.

მშობელთა აზრით, სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეები ამგვარი ცვლილებისათვის ზედმიწევნით უნდა შეემზადებინა. რის ნაცვლადაც პედაგოგებმა ბავშვები სააქტო დარბაზში შეიყვანეს და განუცხადეს, რომ სქესშეცვლილ ბავშვს ამიერიდან სხვა სახელით უნდა მიმართონ და მოექცნენ როგორც გოგონას. მეტიც, მათ ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში დასჯითაც დაემუქრნენ.

მშობელთა ინფორმაციით, მსგავსი ამბის გაგებით, მოსწავლეთა უმრავლესობა შეშფოთებული და შეშინებული იყო.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close