ყველაფერი სიმსივნის შესახებ

kibo
ყველაფერი სიმსივნის შესახებ მემგონი საინტერესოა :)

რა არის კიბო

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ, რომლებიც ატიპური უჯრედების გაუკონტროლებული ზრდითა და გამრავლებით ხასიათდებაიან. ორგანიზმის ზრდასთან ერთად უჯრედების რაოდენობა იზრდება და ეს პროცესი მკაცრად კონტროლირდება. ზოგიერთი უჯრედი, მასში წარმოქმნილი ცვლილებების გამო აღარ ექვემდებარება ასეთ კონტროლს და უსასრულოდ მრავლდება.

ავთვისებიანი სიმსივნე

ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო) – ამ სახის სიმსივნეს შეუძლია შეიჭრას, დააზიანოს და დაარღვიოს ახლომდებარე ქსოვილები და გავრცელდეს სხეულის სხვა ორგანოებზე.
კეთილთვისებიანი სიმსივნე

კეთილთვისებიანი სიმსივნე – ასეთი სიმსივნე იშვიათად თუ წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებას და იგი არ ვრცელდება სხეულის დანარჩენ ნაწილებზე. კეთილთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მოცილება შესაძლებელია და ჩვეულებრივ მისი ხელახლა წარმოშობის რისკი დაბალია.
დახასიათება

სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომ ელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია), და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).

წარმოშობა

სიმსივნის ქსოვილოვანი წარმოშობა და ხასიათი ასახულია მათ სახელწოდბებში – ქსოვილის სახელს, რომლისგანაც ვითარდება სიმსივნე ემატება დაბოლოება “ომა”. მაგალითად, ფიბრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე. განვითარებულია შემაერთებელი ქსოვილისაგან; მიომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე განვითარებულია კუნთოვანი ქსოვილისაგან. ზოგიერთი სიმსივნე განსაკუთრებულ სახელს ატარებს, მაგალითად, ეპითელიუმური ქსოვილისაგან განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს კარცინომა ეწოდება. (ბერძნულად καρκίνος – კიბო) ხოლო შემაერთებელი ქსოვილისაგან განვითარებულს – სარკომა. ზოგ ქვეყანაში ყველა ავთვისებიანი სიმსივნე კიბოს (კანცერის) სახელწოდებითაა ცნობილი.
თანამედროვე ტექნოლოგიები

თანამედროვე ტექნოლოგიებით შესაძლებელია სხეულში არსებული სიმსივნე გაკვეთის გარეშე ინახოს.
სიმპტომები

კიბოს სიმპტომატიკა დამოკიდებულია სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობაზე, მისი ზრდის ხარისხსა და მეტასტაზების არსებობაზე.
მეტასტაზი

მეტასტაზი ბერძ. metastasis გადანაცვლება. მეტასტაზირება -სისხლის ან ლიმფის ნაკადით სიმსივნური უჯრედების გადატანა, რაც იწვევს დაავადების კერებს ახალ ადგილებში (მეორადი კერა).
მკურნალობა

კიბოს უმეტესობა ინკურნება თუ იგი ადრეულ სტადიაზე იქნება აღმოჩენილი და შესაბამისად ვუმკურნალებთ. კიბოს თერაპია შეიძლება შემდეგი მეთოდებით: ქირურგია, ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია. ის მეთოდების შერჩევისას მხედველობაში მიიღება სიმსივნის ლოკალიზაცია, ხასიათი (შენება), სტადია და მრავალი სხვა ფაქტორი. მაგალითად, კუჭისა და ნაწლავების კიბოს დროს უპირატესი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს; კანის, ტუჩის, საშვილოსნოს ყელის კიბოს დროს სხივურ მეთოდს; ლევკოზის, ქორიონეპითელოზის დროს – ქიმიოთერაპიულ მეთოდს; სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს სამივე ამ მეთოდის კომბინაციას და ასე შემდეგ.

მეცნიერებმა კიბოს უჯრედების გენეტიკური კოდი გაშიფრეს

გენეტიკოსთა მტკიცებით, მათ შეძლეს ორი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადების – კანისა და ფილტვების კიბოს უჯრედების კოდის სრულად გაშიფრვა. ფონდის ”Wellcome Trust” წარმომადგენლის თქმით, ამ აღმოჩენამ შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს კიბოს დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობაში. იგი შესაძლებელს გახდის, სისხლის ანალიზის შედეგების მიხედვით არა მხოლოდ განსაზღვროს ადრეულ სტადიაში სიმსივნის არსებობა, არამედ ხელს შეუწყობს ახალი, უფრო ეფექტური მედიკამენტების შემუშავებას.გარდა ამისა, მათივე თქმით, შესაძლებელი გახდება ასევე სისხლის ანალიზის მეთოდიკის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანმრთელ ადამიანებში კიბოსადმი გენეტიკური მიდრეკილების გამოვლენას.

სიმსივნის დიაგნოსტიკა

სიმსივნის დიაგნოსტიკისათვის მიმართავენ ავადმყოფის კლინიკურ-ინსტრუმენტულ გამოკვლევას, კერძოდ, რენტგენოლოგიურს, რადიოიზოტოპულს, თერმოგრაფიულს, ენდოსკოპიურს, ციტოლოგიურს, მორფოლოგურს, ბიოქიმიურს და იმუნოლოგიურ მეთოდებს. სიმსივნის ხასიათის დასადგენად (ვერიფიკაცია) გადამწყვეტია ბიოფსია და ბიუფსიური მასალის მორფოლოგიური გამოკვლევა. სიმსივნის ხასიათთან ერთად აუცილებელია დაავადების სტადიის დადგენაც, რადგან მკურნალობის ტაქტიკა და მეთოდები სხვადასხვა სტადიის დროს – სხვადასხვაგვარია. ეფექტური მკურნალობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიმსივნის ამოცნობას მის ადრეულ სტადიაში, როდესაც პროცესი ტკივილისა და გამოკვეთილი კლინიკური სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და ავადმყოფები როგორც წესი ექიმს არ მიმართავენ. ამიტომ ადრეულ სტადიაში სიმსივნის დადგენას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელი მოსახლეობის პერიოდულ პროფილაქტიკურ გასინჯვას, რაც მიზნად ისახავს არამარტო სიმსივნის ადრეულ დიაგნოსტიკას, არამედ კიბოსწინარე დაავადებების გამოვლენას და მკურნალობას.

წყარო: ვიკიპედია, ambebi.ge


ავტორი: SkyBreaker

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC