ახალი ამბებილაშქრობებისასარგებლო

უცნაურელების 2010 წლის ბოლო შეკრება :)

მოგესალმებით ყველას :) მაქვს პატივი გამცნოთ, რომ ამა წლის 18 დეკემბერს დაგეგმილია უცნაურელების მორიგი შეკრება. შესაბამისად ეს იქნება 2010 წლის ბოლო შეკრება და ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ, უნდა წამოხვიდეთ :) 

ამჟამინდელი შეკრება ეძღვნება მთლიანად ლუდს, უფრო სწორად ბეევრ ლუდს და ჯანსაღ მუსიკას :) მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო, 2010 წლის 18 დეკემბერს, შაბათს, საღამოს 6:30 წუთზე ვიკრიბებით მსურველები პაბში “ნალი”. ბევრმა ალბათ იცით ამ პაბის შესახებ, ვინც არ იცით გეტყვით, რომ ამ “ზავიძენიის” სრული სახელია “ირლანდიური პაბი ნალი” სიმართლე, რომ გითხრათ ირლანდიური არაფერი აქვს ამ პაბს გარდა ინტერიერისა, რომელიც გაფორმებულია ირლანდიური კოშკებით :D თუმცა ჩემის აზრით არის ერთ-ერთი საუკეთესო პაბი თბილისში და საკმაოდ კარგ დროსაც გავატარებთ. მთავარია, რომ ამ პაბში უკრავს ძალიან კარგი ახალგაზრდული ჯგუფი, რომლებიც სულ რაღაც 1 კვირაა მოღვაწეობენ და ძალიან პერსპექტიულები ჩანან (სახელი აღარ მახსოვს, მთვრალი ვიყავი :D). რეპერტუარს რაც შეეხება, იქნება ჯასტინ ბიბერის საცეკვაოები, ალა პუგაჩოვას მონატრებულები და რა თქმა უნდა ბრიტნიც იქნება ჩამოტარებით :D

პირველ ეტაპზე, ჩვენ უნდა გავიგოთ რეალურად ვინ მოდის და რამდენი ვიქნებით პარასკევამდე. ანუ 5-შაბათს საღამოს არის “deadline-ი” და ამ დრომდე უნდა გადაწყვიტოთ მოდიხართ თუ არა :)

წამომსვლელთა საყურადღებოდ:

გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ პაბში ეგრეთ წოდებული “გერმანული ანგარიშით“, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველას ექნება გახსნილი პირადი ანგარიში და რასაც შეუკვეთავთ და მიირთმევთ იმისას გადაიხდით თქვენ თვითონ. სავარაუდოდ ჩემი გამოთვლებით კაცს 20-25 + ლარი ეყოფა. გადმოწერეთ ეს არქივი, სადაც იპოვით ნალის მენიუს და შეგიძლიათ გადახედოთ ფასებს, შემდეგ თქვენი მოთხოვნილებების და მიხედვით გადაწყვეტთ, რამდენი წამოიღოთ ფული.

რაც მთავარია, ამ გვერდის მეშვეობით გამოგვიგზავნეთ წამომსვლელების სახელები, გვარები და ტელეფონის ნომრები. მაგალითად თქვენი და თქვენი მეგობრის სახელები და ტელეფონის ნომრები. (ეს ეხება ყველას, ვიზეც ვიცი, რომ მოდის, იმათაც გამოუშვით). რა თქმა უნდა ვინც გამოგზავნის წერილს, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს ადამიანი მოდის 100 %-ით. (რა თქმა უნდა, თუ რამე ფორსმაჟორი არ დაგემართათ :D)

ამის შემდეგ უკვე მოხვალთ პაბში შაბათს 18 დეკემბერს საღამოს 18:30  წუთზე:)

Update 1: თუ რამე შეიცვლება, დაიწერება ამ ადგილას განახლების სახით, ამიტომ თვალი ადევნეთ ამ პოსტს.

ვინც არ იცის, ეს პაბი მდებარეობს ქიაჩელის ქუჩაზე №4/1-ში. (ყოფილი პეროვსკაიას და ქიაჩელის გასაყარზე) შეგიძლიათ იხილოთ რუკაზე:


ესეც ლუდის კარგი რეკლამა :D

ესეც რამდენიმე სურათი გასართობად :)

Irish Drinking Song by Wooden Monkey

loading...
თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close