გასართობირეკორდებისაკითხავისასარგებლო

საფეხბურთო რეკორდები

წარმოგიდგენთ საფეხბურთო რეკორდებს…

1942 წლის 13 დეკემბერს საფრანგეთის ქ.ლანსის საფეხბურთო კლუბ “რასინგ კლუბ დე ლანს”-ში მოთამაშე სტეფან სტანისმა ერთ თამაშში “აბრი-ასტიურ”-ის გუნდის კარში 16 გოლი გაიტანა და გინესის რეკორდების წიგნში საპატიო ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო მატჩებში გატანილი ყველაზე მეტი გოლი გატანილი აქვს დანიის ნაკრების მოთამაშე საფუკა ნილსენს, რომელმაც 1908 წლის ოლიმპიადაზე საფრანგეთის ნაკრებს 10 გოლი გაუტანა (თამაში დამთავრდა 17:1) და ასევე გერმანელმა გოტფრიდ ფუკსამ 10 გოლი გაუტანა 1912 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრებს.

1927-28 წლების სეზონი რეკორდული გახდა ინგლისის “ევერტონ”-ში მოთამაშე უილიამ რალფ  “დიკსი”  დანისთვის, რომელმაც 39 თამაშში 60 გოლი გაიტანა და შოტლანდიის მეორე დივიზიონის გუმდ “ერ იუნაიტედ”-ის მოთამაშე ჯეიმს სმიტისთვის, მის ანგარიშზე 66 გატანილი გოლია.

მთელი სპორტული კარიერის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერობს ბრაზილიელი არტურ ფრიდენრიხი. 1909-1935 წლებში მან 1329 გოლი გაიტანა.
1956 წლის 7 სექტემბრიდან 1977 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით, ბრაზილიელმა ყველასათვის კარგად ნაცნობმა პელემ 1363 თამაშში 1279 გოლი გაიტანა. აქედან 1959 წელი მისთვის განსაკუთრებით “მოსავლიანი” აღმოჩნდა – 126 გოლი. საიუბილეო მეათასე გოლი პელემ თავის 909-ე თამაშში გაიტანა მარაკანას სტადიონზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით.

ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი დაფიქსირებულია 1942 წლის 28 თებერვალს “ბლექპული”-სა და “ტრანმერ როვერს”-ის მატჩს დროს. “ბლექპულ”-ში მოთამაშე დოკა დოდსმა სამი გოლი გაიტანა 2.5 წუთში (!). იგივე დროში გაიტანა 3 გოლი “ჯილინგემელ”-მა ჯიმ სკარტამ 1952 წლის 1 ნოემბერს “ლეიტონ ორიენტ”-ის წინააღმდეგ გამართულ მატჩში.
“ქუინ ოვ საუტ”-ში მოთამაშე ტომი ბრაისამ 1993 წლის 18 დეკემბერს “არბროტა”-ს კარში გოლები გაიტანა მე-9,მე-10 და მე-11 წუთებზე. “ბლექბერნ როვერს”-ში მოთამაშე ჯონ მაკირტაინმა 1922 წლის 16 სექტემბერს “ევერტონ”-ის კარში 4 გოლის გატანას 5 წუთი მოანდომა.
ნაკრების დონეზე საერთაშორისო რეკორდი – 3 გოლი 3.5 წუთში ეკუთვნის ინგლისის ნაკრებში მოთამაშე ჯორჯ უილიამ ჰილს. (1938 წლის 16 ნოემბერი “ოლდ ტრაფორდი”. ინგლისი – ირლანდია)

ყველაზე ხანგრძლივი სპორტული კარიერა ჰქონდა ბრიანელ პიტერ შილტონს. მან 1930-ჯერ მიიღო მონაწილეობა უმაღლესი დონის ოფიციალურ მატცებში. მათგან 1006 თამაში ინგლისის ლიგაში ჩაატარა. აქედან 286 “ლესტერ სიტ”-ის შემადგენლობაში, 110 – “სტოკ სიტ”-ში, 202 – “ნოტინგემ ფორესტ”-ში, 188 – “საუთჰემპტონ”-ში, 175 – “დერბი”-ში, 34 – “პლიმუტ”-ში, 1 – “ბოლტონ”-ში და 10 – “ლეიტონ ორიენტ”-ში.

1991 წლის 17 მარტს მადრიდის “ატლეტიკო”-ს კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა პირველი, რომელიც ამ გუნდმა ბოლო 1275 წუთის მანძილზე გაუშვა. ნაკრების რეკორდი ამ მხრივ ეკუთვნის იტალიელ დინო ძოფს. მან თავისი კარის მშრალად შენახვა 1142 წუთის განმავლობაში შეძლო.

ყველაზე მძიმეწონიანი მეკარე ინგლისის ნაკრებს ჰყავდა, 190 სანტიმეტრის სიმაღლის ბილ ჰენრი 141 კილოგრამს იწონიდა. თავისი უკანასკნელი მატჩი მან “ბრედფორდ”-ის შემადგენლობაში ჩაატარა და ამ დროს 165 კილოგრამს იწონიდა. ერთხელ ფულკის გამო საფეხბურთო მატჩი შეწყდა, რადგან კარის ზედა ძელმა ვერ გაუძლო მეკარის სიმძიმეს და ჩამოვარდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close