უკატეგორიო

არაორდინალური ალკოჰოლი

ახალი წელი მოდის…და მემგონი უმეტესობა დალევთ კიდეც :) ხოდა გთავაზობთ ისეთ სასმელებს,რომელიც არა მგონია,რომ გაგებული გქონდეთ :)

10.ლუდს პიცის გემოთი ამერიკაში აუცილებლად იპოვით.რა თქმა უნდა…სხვაგან სად? სპეციფიკური გემოს მისაცემად,ლუდის ხარშვისას ამატებენ პომიდორს,ნიორს და სხვა პიცის ინგრიდიენტებს :)

9.ვიეტნამში არაფრით არ გამოტოვოთ ღვინო გველით!(Snake Bile Wine)…ნაღველს ნაღვლის ბუშტიდან ბრინჯის ღვინოს ურევენ…ის რაც გამოდის,ვიეტნამელები დანარჩენს გველთან შემოგთავაზებენ…

8.ჩინური ღვინო ხვლიკებისგან ასე კეთდება: ხვლიკებს ურევენ ბრინჯის ღვინოსთან ან ვისკისთან და 10 დღიდან-1 წლამდე აჩერებენ.ღვინო სამკურნალოდ ითვლება.

7.ასეთივე სამკურნალო სასმელებში ითვლება მორიელის არაყიც.

6.იტალიური კინარი(Cynar) ითვლება ასევე სამკურნალო აპერიტივად.იგი ეხმარება ადამიანს რომ ებრძოლოს ხმაურიან და დამღლელ რეალობას.კინარს არტიშოკებისგან ამზადებენ.

5.ჰავაის კუნძულებზე შეიძლება ყავის ლუდის გასინჯვა.ლუდი დამზადებიან 100 პროცენტიანი ყავა კონასგან.იგი ერთდროულად გათრობს და გაფხიზლებს,რაც უბრალოდ ფასდაუდებელია ჰავაიური სერფერებისთვის.

4.იოგურიტო (Yogurito) – ეს ძლიერი ლიქიორია,რომელიც იოგურტითაა გაკეთებული.ის მზადდება ჰოლანდიაში,ისხმევა საფრანგეთში,მაგრამ იყიდება მარტო იაპონიაში!ეს გასაგებია…რადგანაც ევროპაში ასეთი საზიზღრობის დალევა შეუძლებელია.

3.ბრიტანული გაზირებული არაყი 02(O2 Sparkling Vodka) გაკეთებულია ხორბლისა და ქერის ალაოსგან.ის დისტილირდებ და მხოლოდ ერთხელ იფილტრება,რის შემდეგადაც უმტებენ გაზს საიდუმლო ხერხით.დააფასეთ ბრიტანული იუმორი :)

2.ჩიჩა(Chicha,პერუ),მას ჯერ კიდევ ინკები იყენებდნენ,დღეს კი ტრადიციული ხერხით მზადდება: ქალები ღეჭავენ სიმინდს და აფურთხებენ სპეციალურ ჭურჭელში,სადაც იგი შემდგომ მზადდება.

1.მესკალი (Mezcal,მექსიკა) არ აქვს არაფერი ახლო მესკალინთან.ეს სასმელი აგავას წვენისგანაა,რომელშიც ამატებენ ჭიაყელას!მესკალინი კი კაკტუსებისგან მოიპოვებ.თუმცა,მესკალის გასინჯვის დროს იყავით ფრთხილად,ჭიაყელა ჰალუცინაციებს იწვევს :)

BY ნაწკა

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close