საკითხავისასარგებლოსაქართველო

…რომ მის უტკბილეს არცთუ არის სასუფეველი (18+)


დიდი მნიშვნელობა აქვს პოსტის სწორად გაგებას, ამიტომ გთხოვთ, ასაკობრივი შეზღუდვა გაითვალისწინოთ.

სანამ დავიწყებდე, მინდა გითხრათ, რომ დიდ ხანს ვიფიქრე დამედო, თუ არა პოსტი ამ თემაზე (რომელზეც ასევე ბევრი ვიფიქრე), მაგრამ ბოლოს, მაინც გავბედე. ზოგიერთები გამომლანძღავთ, მაგრამ ერთი აღმოჩენა, რომელიც მე გავაკეთე მაინც უნდა გაგიზიაროთ. გთხოვთ, ძალიან მკაცრები ნუ იქნებით და სანამ ჩემს განსჯას დაიწყებდეთ, დაფიქრდით, რადგან მარტო ჩემს თავში არ იხარშება მსგავსი აზრები.

შეიძლება, ზოგიერთებმა ისიც ჩათვალოთ, რომ მეტისმეტად “ძალით მოთრეული” თემაა, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის მნიშვნელოვანია და იქნებ, თქვენც დაინტერესდეთ.

ვისაც სკოლაში გვისწავლია, ყველა მეტნაკლებად ვიცნობთ ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. ნიკოლოზ ბარათაშვილი რომანტიკოსი პოეტია და მან ქართულ ლიტერატურაში გამორჩეული ადგილი იმით დაიმკვიდრა, რომ ჭეშმარიტი სიყვარულის არსი ყველაზე უკეთ მან გადმოსცა, და სიყვარულს აგვიწერდა, როგორც ღვთის მადლს, რომელიც მარადიულია. მოკლედ, ვერ დავიკვეხნი, რომ ზედმიწევნით შემიძლია ბარათაშვილის პოეზიის მნიშვნელობა გადმოვცე და ჩემი სათქმელიც უფრო კონკრეტულია.

ყველამ ვიცით ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი “რად ჰყვედრი კაცსა”. ამ ლექსში პოეტი ამბობს შემდეგ სიტყვებს:

“მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არცთუ არის საუფეველი”.

ბუნებრივია, იგულისხმება ორი ადამიანი, რომლებსაც ნამდვილი სიყვარული აკავშირებთ. მაგრამ, ისმის კითხვა, რატომ აღწერს ბარათაშვილი “ამ გრძნობას”, როგორც არანაკლებ ტკბილს, ვიდრე სასუფეველი. როცა მე ეს სტრიქონი პირველად წავიკითხე, გამიკვირდა, როგორ გაკადნიერდა ბარათაშვილი, რომ ასეთი რამ თქვა-მეთქი, მაგრამ შემდეგ დავასკვენი, რომ პოეტს ამ გრძნობაში უშუალოდ სიყვარული არ უგულისხმია.

სიყვარული ზოგს სწვევია, ზოგს არა, მაგრამ ყველას სმენია, რომ საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა ყველაზე ძნელი ასატანია, სწორედ ამის გამო ხდება ბევრი თვითმკვლელობა და ადამიანები ცხოვრების ბოლომდე უბედურები არიან. აქედან გამომდინარე, ბარათაშვილი ადამიანის ასეთ მდგომარეობას ვერ შეადარებდა მარადიულ ნეტარებას, ანუ სასუფეველს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი ნეტარება ისაა, როცა იგი თავის სატრფოსთან ერთადაა. მაგრამ სატრფოსთან ერთად ყოფნა რას ნიშნავს? ეს შეიძლება ბავშვებმა გაიგონ, როგორც შეყვარებულთან ერთად პარკში სეირნობა, მაგრამ ჩვენ ხომ ბავშები აღარ ვართ? (ამის დიდი იმედი მაქვს (18+) :dasja: ) სატრფოსთან ერთად ყოფნა არაბავშვურ ენაზე, მასთან სექსს ნიშნავს. ასე რომ, ბარათაშვილი არაამქვეყნიურ ნეტარებად მიიჩნევს იმ ადამიანთა ხორციელ კავშირს, რომლებსაც სულები აქვთ შეკავშირებული ერთმანეთთან, ანუ ნამდვილი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი.

გთხოვთ, პოსტი არ მიიღოთ, როგორც ქართული ლიტერატურის შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ ეს ასე ნამდვილად არაა, და გთხოვთ, სანამ ჩემს ლანძღვას დაიწყებდეთ, გაიხსენოთ, რომ ვიმყოფებით ucnauri.com-ზე და არა ლიტერატურულ საღამოზე ან ქართულის გაკვეთილზე, სადაც მსგავსი რამის თქმა მიუღებელი იქნებოდა. გთხოვთ, ასევე სწორად გაიგოთ ამ პოსტის მიზანი. ჩემი სურვილი იყო, რომ ჩემი აზრი გამეზიარებინა, რომელმაც შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვიოს. შეიძლება, იგი მართლაც მცდარია, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, და ამაში არაფერია შეურაცხმყოფელი. პირადად ჩემთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის ასეთი ფრაზით კიდევ უფრო დიდ ფასს იძენს მისი შემოქმედება, მან განახვავა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო რამ: მრუშობა და ჭეშმარიტი სიყვარული. მან ფარულად, ქვეტექსტით დაგვანახა, რომ ხორციელი კავშირი მხოლოდ მაშინ შეიძლება შევადაროთ არაამქვეყნიურ ნეტარებას, როცა სიყვარული ნამდვილია და სიყვარული კი ნამდილი მაშინაა, თუ იგი ღვთივ კურთხეულია.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close