გართობაკულტურა

ყველაზე ყველაზე… ფლორის რეკორდები

4b7b42831ef6

წარმოგინდენთ ფლორის რეკორდებს…

ყველაზე დიდი ვაზი კალიფორნიაში 1842 წელს დარგეს. 1900 წლისათვის მისი ერთი ძირი 9 ტონა ყურძენს იძლეოდა. (1920 წელს გახმა)

ყველაზე დიდი მტევანი სანტიაგოში (ჩილე) 1984 წელს დააფიქსირეს. მისი წონა 9.4 კილოგრამს შეადგენდა.

ყველაზე კალორიული ხილი ავოკადოა. მისი ნაყოფის 100 გრამში 163 კალორიაა. ასევე იგი უამრავ ვიტამინს შეიცავს. მისი სამშობლო ცენტრალური და სმხრეთ ამერიკაა. ყველაზე დაბალკალორიულად კი კიტრი ითვლება. 100 გრამ ნაყოფში სულ 16 კალორიაა.

ყველაზე დიდი ატმის ნაყოფი 1984 წელს დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში. მისი წონა 411 გრამს შეადგენდა, ხოლო დიამეტრი – 30.4 სანტიმეტრი.

ყველაზე გრძელი ფესვი გარეულ ლეღვის ხეს აღმოაჩნდა, რომელიც ექოს გამოქვაბულებთან (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) იზრდებოდა. მისი ფესვის სიგრძემ 120 მეტრს მიაღწია.

ყველაზე გრძელი ფოთოლი პალმა რაფია ეზრდება. გავრცელებულია მაკარენის კუნძულებზე (ინდოეთის ოკეანე). მისი ფოთლის სიგრძე 19.8 მეტრს აღწევს.

ყველაზე დიდი თესლი სეიშელია პალმას აქვს.მისი წონა 18 კილოგრამს აღწევს. ყველაზე პატარა თესლი კი ეთიოპიურ ორქიდეა გააჩნია. ერთი უნცია გროვაში (28.35 გრამი) 35 მლნ-მდე თესლია.

ყველაზე დიდი სიგანის ხე მექსიკაში აღმოჩენილი კვიპაროსია. მისი გარშემოწერილობა 35.8 მეტრს აღწევს. ცნობილია, რომ ევროპული წაბლის ხე, რომელიც ასი ცხენის ხედ არის ცნობილი და ეტნას მთაზე (სიცილია) იზრდებოდა 1770 წელს 57.9 მეტრი გარშემოწერილობა ჰქონდა.

ყველაზე მაღალ ხედ აღიარებულია სამეფო ევკალიპტი ავსტრალიაში. 1872 წელს გაზომვით მისი სიმაღლე 132.6 მეტრს უდრიდა.

ყველაზე სწრაფად მცენარეებში ბამბუკი იზდება. ერთ-ერთი მისი სახეობა დღე-ღამეში სიგრძით 91 სანტიმეტრი იზრდება.

ყველაზე იშვიათ ხედ მსოფლიოში ყავის კაკლის ხეა ცნობილი. მისი ერთ-ერთი ეგზემპლარი ლონდონის სამეფო ბოტანიკურ ბაღში იზრდება. დღესდღეობით მისი სიმაღლე 13 სანტიმეტრამდე აღწევს.

ყველაზე ხნიერ ხედ აღმოსავლეთ ნევადაში (აშშ) რეგისტრირებული ნაძვი ითვლება. მისი ასაკი არანაკლებ 5 100 წელი უნდა იყოს.

ყველაზე დიდი სოკო 1988 წელს მარსია უოლგერმა იპოვა, რომლის გარშემოწერილობა 195 სანტიმეტრს აღემატებოდა. ყველაზე მძიმე საჭმელი სოკო კი ჯოზეფ ოპლმა მოიპოვა. მისი წონა 32.6 კილოგრამი იყო.

ყველაზე ღრმა ადგილას წყალქვეშ ნაპოვნი იქნა მოყავისფრო წყალმცენარე. იგი 269 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინეს 1984 წელს ბაჰამის კუნძულებზე.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button