უცნაური

კოსტნიცე – ადამიანის ძვლების მუზეუმი

7de630da5730

კოსტნიცე ვ სედლიცის მუზეუმი (ჩეხ. Kostnice v Sedlci) მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ კუტნა-გორას სიახლოვეს. კოსტნიცე წარმოადგენს გოთიკური სტილის ტაძარს, რომლის ინტერიერიც მთლიანად მოპირკეთებულია ადამიანის ძვლებით და თავის ქალებით. ვარაუდობენ, რომ აქ გამოყენებულია დაახლოებით 40 000 ადამიანის ნაწილები.

ისტორია ასეთია: 1278 წელს ჩეხეთის მეფემ – ოტოკარ II-ემ წმინდა მიწის მოსალოცად გააგზავნა ქალაქ კუტნა-გორას სიახლოვეს მდებარე სედლეცის ცისტერიანელების მონასტრის აბატი – ჰენრიხი. დაბრუნებულმა ჰენრიხმა თან წამოიღო გოლგოთაზე შეგროვებული ერთი ტომარა მიწა, რომელიც სააბატოს სასაფლაოზე მოაბნია. მალე სასაფლაო პოპულარულ დაკრძალვის ადგილად იქცა ცენტრალური ევროპის მოსახლეობაში. სასაფლაო განსაკუთრებით გაიზარდა XIV-ე საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიის და XV-ე საუკუნეში ჰუსიტური ომების დროს.

1c2164ee4943

(შავი ჭირის ეპიდემიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ობელისკი)

დაახლოებით 1400 წელს სასაფლაოს ცენტრში აშენდა გოთიკური სტილის ტაძარი თავისი აკლდამით. (იხ.სურათი ქვემოთ)

64a716a0e11d

აკლდამა გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმ ძვლების შესანახად, რომლებსაც საფლავებიდან იღებდნენ, რათა მათ ადგილას დაემარხათ ახალი მიცვალებულები ან გამოეყენებინათ მშენებლობისთვის. რამდენიმე ხანში ტაძარში დაგროვდა ძვლების დიდი რაოდენობა.

1784 წელს იმპერატორის ბრძანებით მონასტერი გაუქმდა და მონასტრის მიწები შეიძინა შვარცენბერგის გვარმა.

a4ffaf75f773

შვარცენბერგების საგვარეულო გერბი.

1870 წელს შვარცენბერგებმა ტაძარში დაგროვილი ძვლების მოსაწესრიგებლად დაიქირავეს ფრანტიშეკ რინტი, რომლის ნაშრომსაც შეხვდებით დღესდღეობით ტაძრის დათვალიერების დროს.

დანარჩენი იხილეთ სურათებში ქვემოთ:

2cfed08bcc2c

(სურათზე ჩანს ყვავი, რომელიც ადამიანს ჩიჩქნის თვალს. გადმოცემით შვარცენბერგების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სახელი გაითქვა თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ ავსტრიის იმპერატორმა ნება დართო საგვარეულო გერბში გამოეყენებინათ ასეთი გამოსახულება)

5ab61eebc2f0

6a048733c108

dd7aa839a991

308ddbdd07e0

(ადამიანეის ძვლებით შექმნილი ჭაღი)

პ.ს ამ სურათების დათავალიერებისას გვეუფლება ცხოვრების ამაოების გრძნობა, რამდენად უსუსურები ვართ ადამიანები.
ველი თქვენ შეფასებებს!

მსგავსი ამბები

Back to top button